30:1 |
და ჰრქუა მოსე ძეთა ისრაჱლისათა ყოველი, რაჲცა ამცნო უფალმან მოსეს. |
30:2 |
და ეტყოდა მოსე მთავართა ნათესავთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: ესე სიტყუაჲ, რომელ ბრძანა უფალმან. |
30:3 |
კაცმან, რომელმან აღუთქვას აღთქმაჲ უფლისაჲ, ანუ ფუცოს ფიცი დროებით, ანუ დრო-ყოს თავისი თჳსისათჳს, არა განაცრუვოს სიტყუაჲ თჳსი ყოველი, რავდენი გამოჴდეს პირისა მისისგან, ყოს იგი. |
30:4 |
უკუეთუ დედაკაცმან აღუთქვას აღთქუმა უფალსა, ანუ დრო-ყოს დროებაჲ სახლსა შინა მამისა თჳსისასა სიჭაბუკესა თჳსსა, |
30:5 |
და ესმეს მამასა მას თჳსსა აღთქუმაჲ იგი მისი და დროჲსა ყოფაჲ იგი მისი, რომელ დრო-ყო თავსა ზედა თჳსსა, დეგინ მის ზედა. |
30:6 |
უკუეთუ არა თავს-დებით არა ითავსოს მამამან მისმან დღესა მას, რომელსა ესმეს ყოველი აღთქუმაჲ იგი მისი და დროებანი, რომელ დრო-ყუნა თავისა თჳსისათჳს, არა დადეგინ და განწმიდოს იგი, რამეთუ არა თავს-იდვა მამამან მისმან. |
30:7 |
უკუეთუ ყოფით ქმრისცოლი იყოს იგი ბაგითა თჳსითა და დროებანი იგი, რომელ დრო-ყვნა თავისა თჳსისათჳს. |
30:8 |
და ესმეს ქმარსა მას მისა დღესა მას, რომელსა ესმეს მას და დაუდუმნეს მას. და ესრეთ დაემტკიცნენ ყოველნი აღთქუმანი მისნი დროებანი მისნი, რომელ დრო-ყუნა თავისა თჳსისათჳს, დადეგინ იგი. |
30:9 |
უკუეთუ არა თავს-იდვას ქმარმან მან მისმან თავს-დებით მისი, რავდენ-იგი დრო-ყო თავისა თჳსისათჳს და უფალმან განწმიდოს იგი. |
30:10 |
და აღთქუმაჲ ქურივისაჲ და გამოძიებულისაჲ, რავდენიცა აღუთქუას თავისა თჳსისათჳს, დამტკიცებულ იყოს. |
30:11 |
უკეთუ სახლსა შინა ქმრისა თჳსსასა აღთქუმაჲ იგი იყოს, ანუ დროებაჲ თავისა მისისაჲ ფიცით. |
30:12 |
და ესმეს ქმარსა მას მისსა და დაუდუმნეს მას და თავს-იდვას მისი, დაემტკიცნენ ყოველნივე აღთქმანი იგი მისნი და ყოველნივე დროებანი იგი მისნი, რომელ დრო-ყო თავსა თჳსისათჳს და დადგენ იგინი მის ზედა. |
30:13 |
უკუეთუ დაბრკოლებით დააბრკოლოს ქმარმან მან მისმან დღესა მას, რომელსა ესმეს ყოველი, რავდენი აღმოთქუა ბაგითა თჳსითა მსგავსად აღთქმისა მის თჳსისა და დროებისა მისისა თავისა თჳსისათჳს, არა მტკიცე იყოს მისა, რამეთუ ქმარმან მისმან დააბრკოლა იგი და უფალმან განწმიდოს იგი. |
30:14 |
ყოველი აღთქუმაჲ და ყოველი ფიცი კრულებისა და ბოროტისაჲ თავისა თჳსისაჲ. ქმარმან მისმან დაამტკიცოს იგი და ქმარმან მისმან არა შეურაცხოს მას. |
30:15 |
უკუეთუ დუმილით დაუდუმნეს მამაჲ, დღითი დღედ დაამტკიცოს მან ყოველი აღთქუმაჲ მისი და ყოველი დროებაჲ მისი, რომელ ყოს მას ზედა, რამეთუ დაუდუმა დღესა მას შინა, რომელსა ესმა. |
30:16 |
უკუეთუ, დაბრკოლებით დააბრკოლოს იგი ქმარმან მან მისმან შემდგომად დღესა მას, რომელსა ესმა და მან მოიღოს ცოდვაჲ იგი მისი. |
30:17 |
ესე სამართალი, რომელ ამცნო უფალმან მოსეს შორის ქმრისა დ ცოლისა და შორის მამისა და ასულისა სიჭაბუკესა შინა სახლსა მამისასა. |