20:1 |
და მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი, ყოველი კრებული იგი უდაბნოდ სინად თთუესა პირველსა. და დაადგრა ერი იგი კადეს და აღესრულა მარიამ და დაეფლა იგი მუნ. |
20:2 |
და არა იყო წყალი კრებულსა მას და შეკრბეს მოსეს ზედა და აჰრონისა. |
20:3 |
და იწყეს ძჳრის-სიტყუად ერმან მან მოსეს ზედა და თქუეს: შჯობდა, მო-ღამცა-ვკუედით წარწყმედასა მას ძმათა ჩუენთასა წინაშე უფლისა. |
20:4 |
და რაჲსათჳს აღმოიყვანეთ კრებული ესე უფლისა უდაბნოსა ამას მოსრვად ჩუენდა და საცხოვრისა ჩუენისა? |
20:5 |
და რაჲსათჳს ჰყავთ ესე? აღმოგჳყვანენ ჩუენ ვგჳპტით მოსრვად ადგილსა ამას ბოროტსა? ადგილი, რომელ არა ითესვის, არცა არს ლეღჳ, არცა ვენაჴი, არცა მროწეული, არცა არს წყალი სასმელად. |
20:6 |
და მოვიდა მოსე და აჰრონ პირისაგან კრებულისაჲსა კარად კარვისა საწამებელისად და დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა მათ ზედა. |
20:7 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
20:8 |
მოიღე კუერთხი ეგე და შეკრიბეთ კრებული შენ და აჰრონ, ძმამან შენმან, და არქუთ კლდესა წინაშე მათსა, და გამოსცეს წყალი და გამოუდინოს მათ წყალი კლდისაგან და ასუას კრებულსა ამას და საცხოვარსა მათსა. |
20:9 |
და მოიღო მოსე კუერთხი იგი, რომელ იყო წინაშე უფლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან. |
20:10 |
და შეკრიბეს მოსე და აჰრონ კრებული იგი წინაშე კლდესა მას და ჰრქუა მათ: ისმინეთ ჩემი, ურჩნო, კლდისაგან ნუ ამის გამოგიდინოთ თქუენ წყალი. |
20:11 |
და აღყო მოსე ჴელი თჳსი და სცა კლდესა მას კუერთხითა მით ორგზის და გამოჴდა წყალი ფრიად, და სუა კრებულმან მან და საცხოვარმან მათმან. |
20:12 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს: რამეთუ არა გრწმენა თქუენ ჩემი წმიდა-ყოფად წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ამისთჳს არა შეიყვანოთ კრებული ესე ქუეყანასა მას, რომელ მივეც მათ. |
20:13 |
ესე არს წყალი ცილობისა, რამეთუ მაცილობელ იქმნეს ძენი ისრაჱლისანი წინაშე უფლისა და წმიდაჲ იქმნა მათ შორის. |
20:14 |
და წარავლინნა მოსე მოციქულნი კადეთ მეფესა ედომელთაჲსა და ჰრქუა: ესრე იტყჳს ძმაჲ შენი ისრაჱლი: შენ უწყი ყოველი შრომაჲ, რომელმან გუპოვნა ჩუენ. |
20:15 |
და შთავიდეს მამანი ჩუენნი ეგჳპტედ და ვსხემობდით ეგჳტეს შინა მრავალ დღე, გუბრძოდეს ჩუენ ეგჳპტელნი და მამათა ჩუენთა. |
20:16 |
და ჴმა-ვყავით უფლისა მიმართ. და ისმინა უფალმან ჴმისა ჩუენისა და მოავლინა ანგელოზი და გამოგჳყვანა ჩუენ ეგჳპტით. და აწ ვართ კადეს შინა ქალაქსა, ერთკერძო საზღვართა შენთასა. |
20:17 |
გზა-გუეც განსლვად ქუეყანით შენით, არა განვიდეთ ყანობირსა შენსა, არცა ვენაჴებსა შენსა, არცა ვსუათ წყალი ჯურღმულისა შენისაჲ, გზაჲ სამეუფოჲ განვლოთ, არა მივაქციოთ მარჯულ, არცა მარცხლ გარდასლვადმდე საზღუართა შენთა. |
20:18 |
და ჰრქუა მათ ედომ: ვერ განხჳდეთ ჩემით, უკუეთუ არა ბრძოლით განგიჴდე შემთხუევად შენდა. |
20:19 |
და ჰრქუეს მას ძეთა ისრაჱლისათა: მთის პირი წარვლოთ, უკუეთუ ვსუათ წყალი შენი მე და საცხოვარმან, მიგცეთ შენ სასყიდელი, ხოლო საქმე ესე არა რაჲ არს, მთის პირი წარვლოთ. |
20:20 |
ხოლო მან თქუა: ვერ განხჳდეთ ჩემით. და გამოჴდა ედომი შემთხუევად მისა ერითა დიდითა და ჴელითა მტკიცითა. |
20:21 |
და არა ჯერ-იჩინა ედომმან გზის-ცემაჲ ისრაჱლისა საზღვარით თჳსით. |
20:22 |
და მიაქცია ისრაჱლმან მისგან. და იძრნეს კადეთ და მივიდეს ძენი ისრაჱლისანი, ყოველი კრებული იგი ორდ მთად. |
20:23 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს ორს მთასა შინა, საზღვართა ზედა ედომისათა, და თქუა: |
20:24 |
შეეძინენ აჰრონ ერსა თჳსსა, რამეთუ ვერ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელ მივეც ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ განმარისხეთ მე წყალსა მას ზედა ცილობისასა. |
20:25 |
წარიყვანე აჰრონ და ელიაზარ, ძე მისი, და აღიყვანენ იგინი ორდ მთად წინაშე ყოვლისა კრებულისა. |
20:26 |
და გასძარცუე აჰრონს სამოსელი მისი და შეჰმოსე ელიაზარს, ძესა მისსა, და აჰრონ შეეძინენ და მოკუედინ მუნ. |
20:27 |
და ყო მოსე, ვითარცა უბრძანა მას უფალმან და აღიყვანნა იგინი ორდ მთად წინაშე ყოვლისა კრებულისა. |
20:28 |
და გასძარცვა აჰრონს სამოსელი თჳსი და შეჰმოსა იგი ელიაზარს, ძესა მისსა. |
20:29 |
და მოკუდა აჰრონ თავსა ზედა მის მთისასა. და გარდამოჴდა მოსე და ელიაზარ მთით. |
20:30 |
და იხილა ყოველმან კრებულმან, რამეთუ ჯმნულ იყო აჰრონ და სტიროდეს აჰრონს ოცდაათ დღე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ. |