3:1 |
ესე შობაჲ აჰრონისი და მოსესი დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა. |
3:2 |
და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი: |
3:3 |
პირმშოჲ ნადაბ და აბიუთ და ელიაზარ და ითამარ და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი მღდელნი ცხებულნი, რომელთანი სრულ იყუნეს ჴელნი მაიან მღდელად. |
3:4 |
და მოკუდა ნადაბ და აბიუთ წინაშე უფლისა, რამეთუ შესწირვიდეს ცეცხლსა უცხოსა წინაშე უფლისა უდაბნოსა სინას. და შვილი არა ესუა მათ და მდღელობდეს ელიაზარ და ითამარ აჰრონის თანა მამისა მათისა. |
3:5 |
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰქუა: |
3:6 |
მოიყვანენ ნათესავნი ლევისნი და დაადგინენ იგინი წინაშე აჰრონ მღდელისა და ჰმსახურებდენ მას. |
3:7 |
და დაიცვენ საჴუმილი მისი და საჴუმილი ძეთა ისრაჱლისათაჲ წინაშე კარავსა წამებისსა საქმედ საქმესა კარავისასა. |
3:8 |
და დაიცვენ ყოველი ჭურჭელი კარვისა წამებისაჲ და დაიცვენ საჴუმილი ძეთა ისრაჱლისათაჲ და ყოველი საქმე კარვისაჲ. |
3:9 |
და მისჱნე ლევიტელნი ჱმასა შენსა. |
3:10 |
აჰრონს და ძეთა მისთა - მღდელთა. მოცემით მოცემულ არიან ესენი ჩემდა ძეთაგან ისრაჱლისათა. და აჰრონ და ძენი მისნი დაადგინნე კარავსა წამებისსა. |
3:11 |
და დაიცვენ მღდელობაჲ მათი და ყოველი საკურთხეველისაჲ და შინაგან კრეტსაბმელსა და სხუაჲ ნათესავი, რომელი შეეხოს, მოკუდეს. |
3:12 |
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: და, აჰა, ესერა, მე მოვიყვანნე ლევიტელნი შორის ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა წილ პირმშოთა, რომელმან განაღოს საშოჲ ძეთაგან ისრაჱლისათა, საჴსრად მათა იყუნენ ჩემდად ლევიტელნი. |
3:13 |
რამეთუ ჩემი არს ყოველი პირმშოჲ დღესა მას, რომელსა მოვსარ ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, განვწმიდენ ჩემდად ყოველნი პირმშონი ისრაჱლისანი კაცითგან მიპირუტყვადმდე: ჩემდა იყუნედ, მე ვარ უფალი. |
3:14 |
ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა სინას და ჰრქუა: |
3:15 |
აღიხილენ ძენი ლევისნი სახლად-სახლად მამათა მათთა და ტომად-ტომადი მათი და ნათესავად-ნათსავადი მათი, ყოველი წული თთჳთგანი და უზეშთაესი - აღრაცხენ იგინი. |
3:16 |
და აღრაცხნა იგინი მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან. |
3:17 |
და იყუნეს ესე ძენი ლევსინი და სახელები მათი: გეთნოს, კაათ, მერარი. |
3:18 |
და ესე სახელები ძეთა გეთსონისთაჲ და ტომთა მათთაჲ: ლუბენი და სჳმიი. |
3:19 |
და ძენი კაათისნი და ტომნი მათნი: ამბრამ და ისაარ, ქებრონ და ოზიელ. |
3:20 |
ძენი მერარისნი და ტომნი მათნი - მოული და ომოსი. |
3:21 |
ესე არიან ტომნი ლევიტელთანი და სახლნი მამისა მათისანი, გეთსონისი ტოჰმი ლობენისი და ტომნი სემეისნი. |
3:22 |
ესე ტომნი - გეთსონისნი, აღხილვაჲ იგი მათი შჳდ ათას და ხუთათაა. |
3:23 |
და ძეთა გეთსონსთა დაიბანაკონ შემდგომად კარვისა ზღჳთ კერძო: |
3:24 |
და მთავარი ტომისა მის გეთსონისი - ელისაბან, ძე დანიელისი. |
3:25 |
და ჴუმილვაჲ იგი ძეთა მათ გეთსონისთაჲ. |
3:26 |
კარვისა მის წამებისა კარავი და საბურველი მისი დასახურველი კართაჲ კარვისა მის წამებათაჲსაჲ. და სუეტნი ეზოჲსანი და კრეტსაბმელი ბჭეთა მათ ეზოჲსათაჲ, რომელი არს კარვისაჲ და ნეშტნი ყოველნი სამსახურებელნი მისნი. |
3:27 |
კაათისი - ტომსა ამბრამისი ერთ, ტომი ისაჰარისი ერთ, ტომი ქებრონისი ერთ, ტომი ოზიელისი ერთ, ესე არიან ტომნი კათისნი. |
3:28 |
და რიცხჳ ყოველთა წულთაჲ, თთჳთგან და უაღრესი, რვა ათას და ათას ჴუმილვიდეს ჴუმილვასა წმიდათასა. |
3:29 |
ტომთა ძეთა კათისთა დაიბანაკონ გუერდით კარვისა ჩრდილოჲთ. |
3:30 |
და მთავარი სახლისა მის კაათისი - ელისაფან, ძე ოზიელისი. |
3:31 |
და ჴუმილვაჲ იგი მათი კიდობნისა და ტაბლისა და სანთელთა და საკურთხეველთა და ჭურჭერთა წმიდათა, რაოდენითაცა ჰმსახურებდენ მით, დასახურველი ყოველი და სამსახურებელი მათი. |
3:32 |
და მთავარი მთავართა მათ ზედა ლევიტელთა - ელიაზარ, ძე აჰრონისი მღდელისაჲ, დადგინებული ჴუმილვად ჴუმილვასა მას წმიდასა. |
3:33 |
მერარისი - ტოჰმი მოოლისი და ტომი ომუოსისი. ესე არიან ტომნი მერარისნი აღხილვაჲ იგი მათი |
3:34 |
და რიცხჳ მათი - ყოველი წული თთჳთგანი და უზეშთაესი - ექუს ათას და ხუთას. |
3:35 |
და მთავარი სახლისა მის მამათაჲსა ტომისა მის მერარისთაჲ - სურიელ, ძე აბიქეაჲსი, გუერდით კარავსა მას დაიბანაკონ ჩრდილოჲთ. |
3:36 |
მსახურებაჲ იგი ძეთა მერარისთაჲ სუეტისთავთა კარვისათა და მოქლონთა მისთა. |
3:37 |
და სუეტთა მისთა და ხარისხთა მისთა და ჭურჭელთა მათთა და საქმართა მათთა და სუეტთა ეზოჲსა გარემო და ხარისხთა მისთა, მანათა მათთა და საბელთა მათთაჲ. |
3:38 |
და რომელთა დაიბანაკონ წინაშე პირსა კარვისა წამებისასა აღმოსავლით, მოსე და აჰრონ და ძენი მისნი ჴუმილვიდენ ჴუმილვასა წმიდასა საჴუმილავსა მას ძეთა ისრაჱლისათასა და სხუაჲ ნათესავი, რომელი შეეხოს, მოკუდეს. |
3:39 |
ყოველი აღხილვაჲ ლევის ძეთაჲ, ვითარ აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისაჲთა ტომითურთ მათით, ყოველი წული თთჳთგან და უფროჲსით - ოცდაორ ათას. |
3:40 |
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აღიხილე ყოველი პირმშოჲ წული ძეთა ისრაჱლისათაჲ თთჳთგან და უფროჲსი, და მოიღე რიცხჳ მათი სახელით. |
3:41 |
და მოიყვანნე ლევიტელნი ჩემდა, მე ვარ უფალი, ყოველთა მათ წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა და პირუტყუნი ლევიტელთანი ყოველთა მათ პირმშოთა წილ პირუტყუთა მათ ძეთა ისრაჱლისათა. |
3:42 |
და აღიხილნა მოსე, ვითარცა უბრძანა მას უფალმან ყოველი პირმშოჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ. |
3:43 |
და იყო ყოველივე პირმშოჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ წული რიცხჳსაებრ მათისა და სახელებისაებრ მათისა თთჳთგანი და უზეშთაესი რიცხჳსაებრ მათისა ოც ათას და ორასსამეოცდაცხრამეტ. |
3:44 |
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანენ |
3:45 |
ლევიტელნი იგი ყოველთა წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა და საცხოვარი იგი ლევიტელთაჲ საცხოვართა წილ მათთა. და იყუნედ ჩემდა ლევიტელნი იგი, მე ვარ უფალი. |
3:46 |
და საჴსარი იგი ორასსამეოცდაცამეტისა, რომელნი-იგი ემატნენ ძეთა ლევისთა პირმშოთაგან ძეთა ისრაჱლისათა. |
3:47 |
და მოიღო ხუთი სასწორი თავად-თავად მსგავსად სასწორისა მის წმიდისა და მოიღო ოცი დანგი სასწორისა მის, |
3:48 |
და მივსცე ვეცხლი იგი აჰრონს და ძეთა მისთა საჴსარი უმეტესთაჲ მათ შორის. |
3:49 |
და მოიღო მოსე ვეცხლი იგი საჴსარი უმეტესთა მათ საჴსრად ლევიტელთა. |
3:50 |
პირმშოთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა, მოიღო ვეცხლი იგი ათას სამასსამეოცდახუთი სასწორი სასწორისაებრ წმიდისა. |
3:51 |
და მისცა მოსე საჴსარი იგი უმეტესთაჲ მათ აჰრონს და ძეთა მისთა სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |