28:1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
28:2 |
ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: შესაწირავი ჩემი და მსხუერპლი ჩემი სულად სულნელებისად ჩემდა დაიმარხეთ შესაწირავად ჩემდა. |
28:3 |
დღესასწაულთა ჩემთა. და არქუ მათ ესე: შესაწირავი, რავდენი შესწიროთ უფლისა კრავნი წელიწდეულნი უბიწონი ორნი დღედ-დღედ დაუკლებელად მრგულიად დასაწველად. |
28:4 |
კრავი იგი ერთი ჰყო დილითი და კრავი იგი მეორე ჰყო მწუხრითი. |
28:5 |
და ჰყო მეათე გრივისაჲ სამინდოჲ შესაწირავად აღსუარული ზეთითა გამოწურვილითა მეოთხითა ნაწილითა დორაკისაჲთა. |
28:6 |
მრგულიად დასაწველად სამარადისოდ, რომელ იყო მთასა შინა სინასა სულად სულნელებისად უფლისად. |
28:7 |
და შესაწირავად მისა მეოთხე ნაწილი დორაკისაჲ კარავსა ერთსა წმიდასა შინა შესწირო შესაწირავად უფლისა. |
28:8 |
და კარავი იგი მეორე ჰყო მწუხრად მსგავსად შესაწირავისა მისისა და მსგავსად მსხუერპლისა მისისა ჰყო იგი სულად სულნელად უფლისა. |
28:9 |
დღეთა შაბათთასა ორი კრავი წელიწდეული უბიწოჲ და ორი ათეული სამინდოჲსაჲ აღსუარული ზეთითა. |
28:10 |
შესაწირავად და მსხუერპლისა მრგულიად დასაწველისა სამარადისოჲსა და შესაწირავი მისი. |
28:11 |
და თთჳსთავსა შესწიროთ მრგულიად დასაწველები უფლისა ზუარაკი მროწლისაგანნი ორნი და ვერძი ერთი უბიწოჲ, კრავნი წელწდეულნი შჳდნი უბიწონი. |
28:12 |
და სამნი ათეულნი სამინდოჲსაჲ აღსუარული ზეთითა ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული სამინდოჲსაჲ ვერძსა ერთსა. |
28:13 |
ათეული ათეულისაჲ სამინდოჲსაჲ შესაწირავად აღსუარული ზეთითა კრავსა ერთსა სულად სულნელად სულნელებისად მსხუერპლად უფლისა. |
28:14 |
შესაწირავი მათი ზოგი დორაკისაჲ იყოს ზუარაკსა ერთსა და მესამე ნაწილი დორაკისაჲ იყოს ვერძსა ერთსა და მეოთხე დორაკისაჲ იყოს კრავსა ერთსა, ღჳნისაჲ. ესე მრგულიად დასაწველი თთჳთი თუედ თთუეთა წელიწადისათა. |
28:15 |
და წალი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს უფლისა მრგულიად დასაწველსა ზედა სამარადისოსა იყოს შესაწირავი მისი. |
28:16 |
თთუესა პირველსა მეათხუთმეტესა დღესა თჳსსა ზატიკი უფლისა. |
28:17 |
და მეათხუთმეტესა დღესა ამის თთჳსასა დღესასწაული, შჳდ დღე უფუველსა ჰშჭამდეთ. |
28:18 |
და დღე იგი პირველი ჩინებულ იყოს წმიდად თქუენდა, ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ. |
28:19 |
და შესწიროთ მრგულიად დასაწველები მსხუერპლად უფლისა ზუარაკნი მროწლისაგანნი ორნი, ვერძი ერთი, შჳდნი კრავნი წელიწდეულნი უბიწონი, იყვნენ თქუენდა. |
28:20 |
და შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა. |
28:21 |
ათეულ-ათეული ჰყო კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა. |
28:22 |
და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვისათჳს სალხინებელად თქუენთჳს. |
28:23 |
გარნა მრგულიად დასაწველისა მის დილითისაჲსა, რომელ არს მრგულიად დასაწველი სამარადისოჲ. |
28:24 |
ჰყო იგი მსგავსად ამისა, ჰყოთ დღესა შინა შჳდთა მათ დღეთა შესაწირავი მსხუერპლად სულად სულნელებისად უფლისა მრგულიად დასაწველსა ზედა სამარადისოსა. ჰყოთ შესაწირავი მისი. |
28:25 |
და დღე იგი მეშჳდე ჩინებულ წმიდა იყოს თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა. |
28:26 |
და დღეთა მათ ახლისათა შესწიროთ შესაწირავი ახალი უფლისა შჳდ შაბათთაჲ, ჩინებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ. |
28:27 |
და შესწირნეთ მრგულიად დასაწველნი სულად სულნელად უფლისა ზუარაკნი მროწლისაგანნი ორნი, ვერძნი ორნი, შჳდნი კრავნი წელიწდეულნი უბიწონი. |
28:28 |
შესაწირავი მათი სამინდოჲ ასუარული ზეთითა, სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა თანა. |
28:29 |
ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა. |
28:30 |
და წალი თხათაგანი ერთი ცოდვათათჳს სალხინებელად თქუენდა, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა. |
28:31 |
და შესაწირავი ჰყოთ ჩემდა. უბიწო იყუნენ თქუენდა მსხუერპლნი იგი მათნი. |