კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« რიცხვთა »
რიცხვთა 1
რიცხვთა 2
რიცხვთა 3
რიცხვთა 4
რიცხვთა 5
რიცხვთა 6
რიცხვთა 7
რიცხვთა 8
რიცხვთა 9
რიცხვთა 10
რიცხვთა 11
რიცხვთა 12
რიცხვთა 13
რიცხვთა 14
რიცხვთა 15
რიცხვთა 16
რიცხვთა 17
რიცხვთა 18
რიცხვთა 19
რიცხვთა 20
რიცხვთა 21
რიცხვთა 22
რიცხვთა 23
რიცხვთა 24
რიცხვთა 25
რიცხვთა 26
რიცხვთა 27
რიცხვთა 28
რიცხვთა 29
რიცხვთა 30
რიცხვთა 31
რიცხვთა 32
რიცხვთა 33
რიცხვთა 34
რიცხვთა 35
რიცხვთა 36

« რიცხვთა 31 [BIB - xx] »
31:1 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
31:2 შურს-იგებდ შურისგებასა ძეთა ისრაჱლისათასა მადიანელთაგან და უკანაჲსკნელთა შეეძინო ერსა შენსა.
31:3 და ეტყოდა მოსე ერსა მას და ჰრქუა: შეიჭურენით თქუენგანნი კაცნი წყობად წინაშე უფლისა მადიამსა ზედა მიგებად უფლისა მიერ მადიამსა.
31:4 ათასი ნათესავთაგანი ისრაჱლისათა მიავლინნით წყობად მათა.
31:5 და აღრაცხუნეს ათასეულთაგანნი ისრაჱლისანი ათასი ნათესავისაგან ათორმეტი ათასი ჭურვილი წყობად.
31:6 და წარავლინნა იგინი მოსე ათასი ნათესავისაგან და ათასი ნათესავისაგან ძალითურთ მათით და ფინეეზ, ძე ელიაზარისი, ძისა არრონ მღდელისა და ჭურჭლები წმიდაჲ და ნესტუები უწყებისაჲ ჴელთა შინა მათთა.
31:7 და ეწყვნეს მადიამსა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და მოსრეს ყოველი მამაკაცი.
31:8 და მეფე მადიამისაჲ მოკლეს წყლულებასა თანა მათსა და ეფი და სურ, და ჰროკუმ, და ურ და, ჰრუბო - ხუთნი მეფენი მადიამისანი და ბალაამ, ძე ბეორისი, მოკლეს მახჳლითა წყლულებასა შორის მათსა.
31:9 და წარმოტყუენეს დედები მადიამისაჲ, და ჭურჭლები მათი, და საცხოვარი მათი და ყოველი მონაგები მათი. და ყოველი ძალი მათი წარმოტყუენეს.
31:10 და ყოველი ქალაქები მათი საყოფლისა მათისაჲ და ბოსლები მათი მოწუეს ცეცხლითა.
31:11 და წარმოიღეს ყოველი ნატყუენავი მათი კაცითგან მიპირუტყუადმდე.
31:12 და მოიღეს მოსესა და ელიაზარ მღდელისა და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა ტყუჱ და ყოველი წარმონაღები და ნატყუენავი ბანაკად არაბოთდ მოაბდ, რომელ არს იორდანესა ზედა იერირქოჲთ კერძო.
31:13 და გამოვიდა მოსე და ელიაზარ მღდელი და ყოველნი მთავარნი კრებულისანი წინამიგებებად მათა გარეშე ბანაკსა.
31:14 და განრისხნა მოსე განმგებელთა მათ ზედა ძალისათა ათასისთავთა და ასისთავთა, რომელ მოვიდეს წყობით ბრძოლისაჲთ.
31:15 და ჰრქუა მათ მოსე: რად აცხოვნეთ ყოველი ნეზჳ?
31:16 რამეთუ იგინი იყუნეს ძეთათჳს ისრაჱლისათა სიტყჳთა ბალაამისითა განდგომად და შეურაცხებად სიტყჳსა უფლისა ფოგორისათჳს. და იყო გუემაჲ კრებულსა ზედა უფლისასა.
31:17 და აწ მოკალთ ყოველი მამაკაცი ყოველსა სოფელსა, ყოველი დედაკაცი, რომელმან უწყის საწოლი მამაკაცისაჲ, მოწყჳდეთ.
31:18 და ყოველი კრებული დედებისაჲ, რომელთა არა იციან საწოლი მამაკაცისაჲ, აცხოვნენით იგინი.
31:19 და თქუენ დაიბანაკეთ ბანაკსა გარეშე შჳდ დღე და ყოველი, რომელი მოჰკლვიდა და შეეხებოდა წყლულსა, განწმიდნეს დღესა მესამესა და დღესა მეშჳდესა თქუენ და ნატყუენავი თქუენი.
31:20 და ყოველი სამოსელი და ყოველი ჭურჭელი ტყავისაჲ და ყოველი საქმარი თმისაჲ და ყოველი ჭურჭელი ძელისაჲ განსწმიდოთ.
31:21 და ჰრქუა ელიაზარ მღდელმან კაცთა მათ ძალისათა, რომელ მოვიდოდეს წყობით ბრძოლისაჲთ: ესე არს სამართალი შჯულისაჲ, რომელ უბრძანა უფალმან მოსეს.
31:22 გარნა ოქროჲსა და ვეცხლისა და რვალისა და რკინისა და ტყჳვისა და ბრპენისა.
31:23 ყოველი, რომელ შევალს ცეცხლსა და განწმიდნეს იგი, წყლითა მით განსაწმედელთა განწმიდნეს და ყოველი, რომელი არა შევალს ცეცხლსა, შევიდეს იგი წყალსა.
31:24 და განირცხეთ სამოსელი თქუენი დღესა მეშჳდესა და განსწმიდნეთ, და შემდგომად ამისა შეხჳდეთ ბანაკად.
31:25 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
31:26 მოიღე თავსნიერი წარმონაღებისა მის ნატყუენავისაჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე შენ და ელიეზერ მღდელმან და მთავართა ტომთა კრებულისათა.
31:27 და განყავთ ნატყუენავი იგი შორის მბრძოლთა მათ, რომელ განვიდეს წყობად და შორის ყოვლისა კრებულისა.
31:28 და გამოჰყოთ ზუერი უფლისა კაცთა მათგან მბრძოლთა, რომელ გამოვიდეს წყობად სული ერთი ხუთასისაგან - კაცთაგანი და ყოველთაგან საცხოვართა - ზროხათაგანი და ცხოვართაგანი და თხათაგანი.
31:29 და ზოგი მათგანი მოიღოთ და მისცეთ ელიაზარს მღდელსა თავსნიერი უფლისა.
31:30 და ზოგისაგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოიღო ერთი ერგასისაგან კაცთაგანი და ზროხისაგანი და ცხოვარისაგანი და ვირთაგანი და ყოვლისაგან საცხოვრისა და მისცე იგი ლევიტელთა, რომელნი ჴუმილვენ ჴუმილვასა კარავსა შინა უფლისასა.
31:31 და ყო მოსე და ელიაზარ მღდელმან, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
31:32 და იყო წარმონაღები იგი ნატყუენავისაჲ, რომელ წარმოიღეს კაცთა მათ ბრძოლთა - ცხოვარი ექუსასი ათასი და სამეოცდაათხუთმეტ ათასი.
31:33 და ზროხაჲ სამეოცდაათოთხმეტ ათასი.
31:34 და ვირები სამეოცდაერთ ათასი.
31:35 და სულები კაცთაჲ დედებისაგანი, რომელთა არა იცოდეს საწოლი მამაკაცისაჲ, ყოველი სულები - ოცდაათორმეტი ათასი.
31:36 და იყო ზოგი იგი ნაწილი, რომელ განვიდეს ბრძოლად რიცხჳსა მისგან ცხოვართაჲსა სამასდაოცდაათი ათას და შჳდ ათას და ხუთას.
31:37 და იყო ზუერი უფლისა ცხოვართაგანი - ექუსას სამეოცდაათხუთმეტ.
31:38 და ზროხაჲ - ოცდაათექუსმეტ ათას და ზუერი უფლისა - სამეოცდაათორმეტ.
31:39 და ვირები - ოცდაათ ათას და ხუთას და ზუერი უფლისა - სამეოცდაერთ.
31:40 და სულები კაცთაჲ ათექუსმეტ ათას და ზუერი მათგანი უფლისა - ოცდაათორმეტ სულ.
31:41 და მისცა მოსე ზუერი იგი უფლისაჲ განაყოფი ღმრთისად ელიაზარს მღდელსა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
31:42 ზოგისა მისგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა, რომელთა განჰყო მოსე კაცთა მათგან მბრძოლთა.
31:43 და იყო ზოგი იგი კრებულისაჲ ცხოვარისაგანი - სამას ათას დ შჳდ ათას და ხუთას.
31:44 ზროხაჲ - ოცათექუსმეტ ათას.
31:45 ვირები - ოთხ ათას და ხუთას.
31:46 სულები კაცთაჲ - ათექუსმეტ ათას.
31:47 და მოიღო მოსე ზოგისა მისგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა ერთი ერგასისაგან კაცთაგანი და საცხოვართაგანი და მისცა იგი ლევიტელთა, რომელნი ჴუმილვიდეს ჴუმილვასა კარვისა უფლისასა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
31:48 და მოვიდეს მოსესა ყოველნი ზედამდგომელნი ათასისთავთა მათ ძალისათა, ათასისთავნი და ასისთავნი.
31:49 და ჰრქუეს მოსეს: მონათა შენთა მოვიყვანნეთ რჩეული იგი კაცნი მბრძოლნი ჩუენთანანი. და არა განერა მათგან არცა ერთი.
31:50 და აწ მოგჳღებიეს ძღუნად უფლისა, კაცმან რომელმან პოვა ჭურჭელი ოქროჲსაჲ, მანიაკი და სალტე და ბეჭედი და სამკლავე მელევანდი სალხინებელად ჩუენთჳს წინაშე უფლისა.
31:51 და მოიღო მოსე და ელიაზარ მღდელმან ოქროჲ იგი მათგან, ყოველი ჭურჭელი ქმნილი.
31:52 და იყო ყოველი ოქროჲ იგი გამონაყოფი, რომელ გამოყვეს უფლისა ათექუსმეტ ათას და შჳდასდაერგასის სიკილა ათასისთავთაგან და ასისთავთაგან.
31:53 და კაცთა მათ მბრძოლთა წარმოიღეს კაცად-კაცადმან თავისა თჳსისა.
31:54 და მოიღო მოსე და ელიაზარ მღდელმან ოქროჲ იგი ათასთავთა მათგან და ასისთავთაგან და შეიღეს იგი კარავად საწამებელისად საჴსენებელად ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა.

© 2010, გია შერვაშიძე