21:1 |
და ესმა ქანანის მეფესა არადიდსა, რომელ მკჳდრ იყო უდაბნოსა, ვითარმედ მოვიდა ისრაჱლი გზასა ათარისასა, და ბრძოლა-უყო ისრაჱლსა, და იტაცეს მათგან სატყუენავი. |
21:2 |
და აღუთქუა ისრაჱლმან აღთქმაჲ უფალსა და თქუა: მო-თუ-მცე ერი ესე ჴელთა ჩემთა, შეჩუენებულ-ვყო იგი და ქალაქები მისი. |
21:3 |
და ისმინა უფალმან ჴმაჲ ისრაჱლისაჲ და მოსცა ქანანი ჴელთა მისთა. და შეჩუენებულ-ყო იგი და ქალაქები მისი და უწოდა მას ადგილსა სახელი - `შეჩუენებულ.~ |
21:4 |
და იტრნეს ორით მთით გზით ზღჳთ კერძო ერუთრად და გარეშევლლეს ქუეყანაჲ ედომისაჲ. და სულმოკლე იქმნა ერი იგი გზასა ზედა. |
21:5 |
და ძჳრსა იტყოდა ერი იგი ღმრთისა მიმართ და მოსესთჳს და თქუა: რაჲსათჳს მოგჳყვანენ ჩუენ ეგჳპტით მოსრვად უდაბნოსა ამას, რამეთუ არა არს პური, არცა წყალი და სულსა ჩუენსა მოეწყინა პური ესე ცუდი? |
21:6 |
და მოუვლინა უფალმან ერსა მას გუელი მომსრველი და უკბენდეს ერსა მას და მოისრა ერი მრავალი ძეთა ისრაჱლისათაჲ. |
21:7 |
და მოვიდა ერი იგი მოსესა და ეტყოდა: ვცოდეთ, რამეთუ ძჳრსა ვიტყოდეთ უფლისათჳს და შენთჳს. ილოცე აწ უფლისა მიმართ და განგუაყენე ჩუენგან გუელი ესე. და ილოცა მოსე უფლისა მიმართ ერისა მისთჳს. |
21:8 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ქმენ შენ გუელი და დადვე იგი საზღვარსა ზედა. და იყოს, უკბინოს თუ გუელმან კაცსა, ყოველმან კბენილმან, რომელმან იხილოს იგი, ცხონდეს. |
21:9 |
და ქმნა მოსე გუელი რვალისაჲ და აღმართა იგი საზღვართა ზედა. და იყო, რაჟამს უკბინის გუელმან კაცსა, და მიჰხედის გუელსა მას რვალისასა და ცხონდის. |
21:10 |
და იძრნეს ძენი ისრაჱლისანი და დაიბანაკეს უბოთსა. |
21:11 |
და იძრნეს უბოთით და დაიბანაკეს აქალგას წიაღ უდაბნოსა, რომელ არს პირის-პირ მოაბსა აღმოსავლით კერძო მზისაჲთ. |
21:12 |
მიერ იძრნეს და დაიბანაკეს ჴევსა სარედისასა. |
21:13 |
მიერ იძრნეს და დაიბანაკეს მიერ წიაღ არნუნსა უდაბნოსა, რომელ გამოვლეს საზღვართაგან ამორეველთაჲსა, რამეთუ არნუნი საზღვარი მოაბელთაჲ არს და არს საშუვალ ამორეველისა. |
21:14 |
ამისთჳს თქმულ არს წიგნსა ბრძოლაჲ იგი უფლისა, ზუობი მოწუა და ჴევნი არნონისანი. |
21:15 |
და ჴევნი დაამტკიცნა დამკჳდრებად ერისა. და ახს საზღვართა მოაბისათა. |
21:16 |
და მუნ იყო ჯურღმული ესე, ჯურღმული, რომლისათჳს ჰრქუა უფალმან მოსეს: შეკრიბე ერი ეგე და ვსცე მათ წყალი სუმად. |
21:17 |
მაშინ გალობდა ისრაჱლი გალობასა ამას ჯურღმულსა მას ზედა. წინამძღუართა მისთა თხარეს |
21:18 |
ჯურღმული, მთავართა აღმოკოდეს იგი, მეუფეთა წარმართთა მეუფებასა მათსა, რაჟამს ეუფლებოდეს მათ და ჯურღმულით მანთანაინდ. |
21:19 |
და მანთანაით მანთანაჱლდ და მანანაჱლით ბაბუოთდ, |
21:20 |
და ბამოოთით იანანდ თავი, რომელ არს ველსა მოაბისასა თავით გოთლილით, რომელ ხედავს პირსა უდაბნოჲსასა. |
21:21 |
და წარავლინნა მოსე მოციქული სიონ მეფისა ამორეველთაჲსა სიტყჳთა მშჳდობისაჲთა. |
21:22 |
და ჰრქუა: განვლო ქუეყანა შენი, გზაჲ განვლო, არა მივაქციოთ აგარაკსა შენსა, არცა ვენაჴთა შენთა, არა ვსუათ წყალი ჯურღმულისა შენისაჲ. გზაჲ სამეუფოჲ განვლოთ ვიდრე გარდასლვადმდე საზღვართა შენთა. |
21:23 |
და არა სცა სიონი ისრაჱლსა განსლვად საზღვრით მისით. და შეკრიბა სიონ ყოველი ერი თჳსი და გამოუჴდა ბრძოლად ისრაჱლსა უდაბნოდ და მოვიდა იასასარდ და ეწყო ისრაჱლსა. |
21:24 |
და სძლო მას ისრაჱლმან მოსრვად მახჳლითა და ეუფლა ქუეყანასა მისსა არნუნითგან მიიაბუკდმდე და ვიდრე ძეთა ამანისთადმდე, რამეთუ იაზერ საზღვარი არს ამმანისთაჲ. |
21:25 |
და დაიპყრა ისრაჱლმან ყოველი ქალაქები ესე. და დაეშენა ისრაჱლი ყოველსა შინა ქალაქებსა ამორეველთასა ესებონს შინა და ყოველთა შინა მოსაზღურეთა მისთა. |
21:26 |
რამეთუ ესებონი ქალაქი სერუნისი არს მეფისა ამორეველთაჲსაჲ და ამას ჰბრძოდა მეფესა ამორეველთასა წინა და დაიპყრა ყოველი ქუეყანაჲ მისი არუჱრითგან მიარნუნდმდე. |
21:27 |
ამისთჳს თქჳანმე იგავითა მოვედით ესებონს, რათა აღეშენოს და განეგოს ქალაქი სიონისი. |
21:28 |
რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესებონით, ალი ქალაქით სიონისით და შეჭამა მოაბადმდე, შთანთქნა ძენი არნუნისნი. |
21:29 |
ვაჲ შენდა, მოაბ, წარსწყმიდე ერი ქამონისი, მიეცა, ძენი მათნი ევლტოდეთ და ასულები მათი ტყუე იყოს მეფისა ამორეველთაჲსა სიონისი. |
21:30 |
და ნათესავი მათი წარწყმდეს ესებონდ მიდებონდმდე და დედებმან მათმან უფროჲს აღაგზნეს ცეცხლი მოაბსა ზედა. |
21:31 |
ხოლო დაეშენა ისრაჱლი ყოველთა ქალაქებთა ამორეველთასა. |
21:32 |
და წარავლინა მოსე მოხილვად იაზერისა და დაიპყრეს იგი და დაბნები მისი და გამოჴადეს ამორეველი იგი, რომელ მკჳდრ იყო მუნ. |
21:33 |
და მოაქციეს და აღვიდეს გზასა ბასანისასა და გამოვიდა ოგ, მეფე ბასანისაჲ, წინაშემთხუევად მათა, თავადი იგი და ყოველი ერი მისი ბრძოლად ედრაინს. |
21:34 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ნუ გეშინინ მისგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს იგი და ყოველი ერი მისი და ყოველი ქუეყანა მისი და უყავ მას, ვითარცა-იგი უყავ სეონ მეფესა ამორეველთასა, რომელ შენ იყო ესებონს შინა. |
21:35 |
და მოკლა იგი და ძენი მისნი, და ყოველი ერი მისი, და არა დაუტევა მისი განრინებული და დაიმკჳდრეს ქუეყანა მათი. |