კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« რიცხვთა »
რიცხვთა 1
რიცხვთა 2
რიცხვთა 3
რიცხვთა 4
რიცხვთა 5
რიცხვთა 6
რიცხვთა 7
რიცხვთა 8
რიცხვთა 9
რიცხვთა 10
რიცხვთა 11
რიცხვთა 12
რიცხვთა 13
რიცხვთა 14
რიცხვთა 15
რიცხვთა 16
რიცხვთა 17
რიცხვთა 18
რიცხვთა 19
რიცხვთა 20
რიცხვთა 21
რიცხვთა 22
რიცხვთა 23
რიცხვთა 24
რიცხვთა 25
რიცხვთა 26
რიცხვთა 27
რიცხვთა 28
რიცხვთა 29
რიცხვთა 30
რიცხვთა 31
რიცხვთა 32
რიცხვთა 33
რიცხვთა 34
რიცხვთა 35
რიცხვთა 36

« რიცხვთა 36 [BIB - xx] »
36:1 და მოვიდეს მთავარნი ტომთა ნათესავსა ძეთა გალადისთანი ძისა მაქირისნი, ძისა მანასესნი, ნათესავისაგან ძეთა იოსებისთანი, და იტყოდეს წინაშე მოსესა და წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე მთავართასა სახლებისა ტომთა ძეთა ისრაჱლისათასა
36:2 და თქუეს: უფალსა ჩუენსა ამცნო უფალმან მოცემად ქუეყანისა მის სამკჳდრებელისა წილით ძეთა ისრაჱლისათა და უფალსა ჩუენსა უბრძანა უფალმან მიცემად სამკჳდრებელი სალპადისი, ძმისა ჩუენისაჲ, ასულთა მისთა.
36:3 და ცოლ-ეყუნენ იგინი ერთსა ნათესავსა ძეთა ისრაჱლისათასა და აღიღოს ნაწილი იგი მათი სამკჳდრებელისაგან მამათა ჩუენთა და შეეძინოს სამკჳდრებელსა მას ნათესავისასა, რომელსაცა ეცოლნენ და ნაწილისაგან სამკჳდრებელისა ჩუენისაჲსა განეყენნენ.
36:4 უკუეთუ მიტევებაჲ იყოს ძეთა ისრაჱლისათაჲ და შეეძინოს სამკჳდრებელი იგი მათი, სამკჳდრებელისაგან ნათესავისა ტომისა ჩუენისაჲსა მიიღონ სამკჳდრებელი იგი მათა.
36:5 და ამცნო მოსე ძეთა ისრაჱლისათა ბრძანებითა უფლისათა და ჰრქუა: ესრე იტყჳან ნათესავნი ძეთა იოსებისთანი.
36:6 ესე სიტყუაჲ, რომელი უბრძანა უფალმან სულთა სალპადისთა და ჰრქუა: სთნავს თუ წინაშე მათსა, ცოლ-ეყვნედ იგინი ტომსა მამისა მათისსა ეცოლნენ იგინი.
36:7 და არა გარდაიქცეს სამკჳდრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ ნათესავითი ნათესავად, არამედ კაცად-კაცადი სამკჳდრებელსა ნათვსავისა მამულისა თჳსისასა შეეკრძალნენ ძენი ისრაჱლისანი.
36:8 და ყოველი ასული, რომელი ეძიებდეს სამკჳდრებელსა ნათესავისაგან ძეთა ისრაჱლისათა ერთტომსა მამისა თჳსისასა ცოლ-ეყოს, რათა მოიძიონ ძეთა ისრაჱლისათა კაცად-კაცადმან სამკჳდრებელი მამული თჳსი.
36:9 და არა გარდაიცვალოს ნაწილი ნათესავითი ნათესავად სხუად, არამედ თჳთოეულად სამკჳდრებელსა თჳსსა შეუდგენ ძენი ისრაჱლისანი.
36:10 ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს ასულთა სალპადისთა.
36:11 და ცოლ-ეყვნენ თერსა და ეგლა, მელქა, და ნოა და მალა ასულნი სალპადისნი მამისძმისწულთა მათთა,
36:12 ტომისაგან მანასესთა ძეთა იოსებისთა ცოლ-ეყვნეს იგინი და იყო სამკჳდრებელი მათი ნათესავსა თანა ტომისა მამისა მათისასა.
36:13 ესე არიან მცნებანი და სამართალნი და განკითხვანი, რომელ ამცნო უფალმან ჴელითა მოსესითა დასავალით მოაბსა, იორდანესა ზედა, იერიქოჲთ კერძო.

© 2010, გია შერვაშიძე