34:1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
34:2 |
ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და ეტყოდე მათ და არქუ: თქუენ შეხვალთ ქუეყანად ქანანისა. იგი იყოს სამკჳდრებელად თქუენდა ქუვყანაჲ ქანანისაჲ - საზღურითურთ მათით. |
34:3 |
და იყოს ერთკერძოჲ იგი, რომელ არს ბღუარით კერძო უდაბნოჲთგან სინაჲთ მიმახლობელადმდე ედომისა. და იყუნენ საზღუარნი თქუენნი ბღუარითნი ზღჳთ კერძო მარილოვნით და აღმოსავალით კერძო. |
34:4 |
და გამოგესხნენ თქუენ საზღვარნი ბღუარით აღმოსავალსა აკრაბინისასა და გარეწამოვლოს სენაკი. და იყოს გამოსავალი მისი ბღუარით კერძო კადეს ბარნესა და მიიწიოს ბანაკსა არადისსა და გარეწარვლოს ასემონაჲ. |
34:5 |
და გარეშევლოს საზღვარმან ასემონაჲთ ნაღუარევი ეგჳპტისაჲ და იყოს გამოსავალი მისი ზღუაჲ. |
34:6 |
და საზღვარნი ზღჳსანი იყუნენ თქუენდა, ზღუაჲ დიდი ეზღუანდეს, ესე იყუნენ თქუენდა საზღვარნი ზღჳსანი. |
34:7 |
და ესე იყუნენ თქუენდა საზღვარნი ჩრდილოჲსანი ზღჳთ დიდითგან და მოიზომოთ თქუენ მთისპირი. |
34:8 |
და მთითგან მთადმდე და მოიზომოთ თქუენდამი შესავალადმდე ემათისა. და იყოს გამოსავალი მისი საზღვართა სარადისათა. |
34:9 |
და განვლნეს საზღვარნი ზეფრონაჲსნი. და იყოს გამოსავალი მისი ასერანას. ესე იყოს თქუენდა საზღვრად ჩრდილოჲ. |
34:10 |
და დაიზომნეთ საზღვარნი თქუენდა აღმოსავალით კერძო ასარინაჲთ სეფამად. |
34:11 |
და შთავლოს საზღვარმან სენაფამაჲ არბელად აღმოსავალით წყაროდ კერძო. და შთავიდეს საზღვარი და მივიდეს ბელად ბღუარით კერძო ზღუასა ქენერეთისასა აღმოსავალით. |
34:12 |
და შთავიდეს საზღვარი იორდანედ კერძო. და იყოს გამოსავალი მისი ზღუაჲ მარილოვანი ესე იყოს თქუენდა ქუეყანაჲ და საზღვარნი მისნი გარემოჲს. |
34:13 |
და ამცნო მოსე ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: ესე არს ქუეყანაჲ იგი, რომელ დაიმკჳდროთ წილითა, ვითარცა ბრძანა უფალმან მიცემად იგი ცხრათა ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა, |
34:14 |
რამეთუ მიიღო ნათესავმან ძეთა რუბენისთამან და ნათესავმან ძეთა გადისთამან, სახლად-სახლად ტომთა მათთა მიიღეს ნაწილი მათი. |
34:15 |
ორთა ნათესავთა, ზოგმან ნათესავმან მანასესმან მიიღეს ნაწილი მათი წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო ბღუარით აღმოსავალსა. |
34:16 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
34:17 |
ესე არს სახელები კაცთაჲ მათ, რომელთა დაგიმკჳდრონ თქუენ ქუეყანაჲ იგი - ელიაზარ მღდელმან და ისუ ნავესმან. |
34:18 |
და მთავარი ერთი ნათესავისაგან მოიყვანოთ დამკჳდრებად თქუენდა ქუეყანისა მის. |
34:19 |
და ესე არს სახელები კაცთაჲ მათ: |
34:20 |
ნათესავისა იუდაჲსა - ქალებ, ძე იეფონესი. |
34:21 |
ნათესავი ძეთა სჳმეონისთაჲ - სალამიელ, ძე სემიუდისი, ელიად, ძე ქესლონისი, |
34:22 |
ნათესავთა ძეთა დანისთაჲ - მთავარი ბოკკი, ძე იოგლისი. |
34:23 |
ძეთა იოსებისთაჲ - ნათესავისა ძეთა მანასესთაჲ - მთავარი ანელ, ძე ეფოდისი. |
34:24 |
ნათესავისა ძეთა ეფრემისთაჲ - მთავარი კამუელ, ძე საფტანისი. |
34:25 |
ნათესავისა ძეთა ზაბულონისთაჲ - მთავარი ელისაფან, ძე ფარნაქისა. |
34:26 |
ნათესავისა იზაქარისთაჲ - მთავარი ფალტიელ, ძე უზაჲსი. |
34:27 |
ნათესავისა ძეთა ასერისთაჲ - მთავარი აქიურ, ძე სელიმისი. |
34:28 |
ნათესავისა ძეთა ნეფთალემისთაჲ - მთავარი ფადაელ, ძე ამიუდისი. |
34:29 |
ესე არიან, რომელთა ამცნო უფალმან განყოფად ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანასა ქანანისასა. |