32:1 |
და მრავალ იყო საცხოვარი ძეთა რუბენისთაჲ და ძეთა გადისთაჲ, მრავალ იყო ფრიად და იხილეს სოფელი იაზერისი და სოფელი გალაადისაჲ. და იყო ადგილი იგი ადგილი სასაცხოვრე. |
32:2 |
და მოვიდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი, ეტყოდეს მოსეს და ელიაზარს მღდელსა და მთავართა კრებულისათა და ჰრქუეს: |
32:3 |
ატაროთი და დებონ და იაზერი და ნამბრაჲ და ესებონი და ელეალე და სებამაჲ და ნაბად და აბეაჲ, |
32:4 |
ქუეყანაჲ, რომელ მოგუცა უფალმან წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ქუეყანაჲ ცხოვარისა საყოფელი არს და მონათა შენთა საცხოვარი ფრიად არს. |
32:5 |
და ეტყოდეს: ვპოვეთ თუ მადლი წინაშე შენსა, მოეც ქუეყანა ესე მონათა შენთა დაპყრობად და ნუ წიაღგჳყვანებ ჩუენ იორდანესა. |
32:6 |
და ჰრქუა მოსე ძეთა გადისთა და ძეთა რუბენისთა: ძმანი თქუენნი ვიდოდიან ბრძოლად და თქუენ სხდეთ მანდა. |
32:7 |
და რად განსდრეკთ გონებასა ძეთა ისრაჱლისათასა არა წიაღსლვად ქუეყანასა მას, რომელსა მოსცემს მათ უფალი? |
32:8 |
არა ესრევე ყვესა მამათა თქუენთა, რაჟამს წარავლინნა იგინი კადეს ბარნეთ მოხილვად ქუეყანისა მის? |
32:9 |
და მივიდეს იგინი ჴევსა მას ტევნისასა და მოიხილეს ქუეყანა იგი, და განდრიკეს გული ძეთა ისრაჱლისათაჲ, რათა არა შევიდენ ქუეყანასა მას, რომელ მოსცა მათ უფალმან. |
32:10 |
და განრისხნა გულისწყრომით უფალი მას დღესა შინა და თქუა: |
32:11 |
უკეთუ იხილოთ კაცთა მათ, რომელნი აღმოვიდეს ეგჳპტით ოცით წლითგანთა და მიმართ, რომელ მეცნიერ არიან კეთილისა და ბოროტისა, ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს ეფუცა აბრაჰამს, ისაკს, და იაკობს, რამეთუ არა შემომიდგეს მე. |
32:12 |
გარნა ქალებ იეფონისი, რომელ განეყენა მათგან და ისუ, ძე ნავესი, რამეთუ შეუდგეს უკუანა უფალსა, |
32:13 |
და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და აგურიობნა იგინი უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, ვიდრემდის მოისრა ყოველი ნათესავი იგი, რომელნი იქმან ძჳრსა წინაშე უფლისა. |
32:14 |
და, აჰა, ესერა, აღდეგით მამათა თქუენთა წილ კრებული კაცთა ცოდვილთაჲ შეძინებად მერმე რისხვასა გულისწყრომასა უფლისასა ისრაჱლსა ზედა. |
32:15 |
რამეთუ უკუნიქცევით თქუენ მისგან და შესძინებთ კუალად დატევებასა მისსა უდაბნოსა ზედა და იქმთ უშჯულოებასა ყოველსა ზედა კრებულსა ამას. |
32:16 |
და მოუჴდეს მას და ეტყოდეს: ბოსლები სასაცხოვრე ვაშენოთ საცხოვრისა ჩუენისათჳს და ქალაქები ბუნაურებისა ჩუენისათჳს. |
32:17 |
და ჩუენ ჭურვილნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა ვიდრემდის მივიყვანნეთ იგინი ადგილად მათა და დაეშენოს დედაწული ჩუენი ქალაქთა ისრაჱლისათა. და სცენ ლევიტელთა ნაწილისაგან სამკჳდრებელისა მათისა ქალაქები საყოფელად და აგარაკები ქალაქებისაჲ გარემოჲს მათსა მისცენ ლევიტელთა და იყუნენ ქალაქნი იგი საყოფელად მათა. და გარემოჲსი მათსა იყოს საცხოვრისა მათისათჳს და ოთხფერჴისა მათისათჳს და საბრძანებელი ქალაქთაჲ, რომელ მისცეთ ლევიტელთა ზღჳთგან ქალაქისაჲთა გამართ ათას წყრთა გარემოჲს და განჰზომო გარეშე ქალაქსა აღმოსავალით კერძო ადგილი - ორ ათას და ბღუარით კერძო - ორ ათას წყრთა და ზღჳთ კერძო - ათას წყრთა ქალაქები იგი საშუალ. |
32:18 |
არასადა მოვიქცეთ სახით ჩუენდა, ვიდრემდის არა განიყვანენ ძენი ისრაჱლისანი თითოეული სამკჳდრებელად თჳსა. |
32:19 |
და არღარა დავიმკჳდროთ მათ შორის მიერ კერძო, რამეთუ მოგჳღებიეს ჩუენ ნაწილი ჩუენი წიაღმო იორდანესა აღმოსავალით კერძო. |
32:20 |
და ჰრქუა მათ მოსე: ჰყოთ თუ მსგავსად სიტყჳსა ამის, შე-თუ-იჭურნეთ ბრძოლდდ წინაშე უფლისა. |
32:21 |
და წიაღჴდეს ყოველი ჭურვილი თქუენი იორდანესა წინაშე უფლისა, ვიდრემდის მოისრნენ მტერნი მისნი პირისაგან მისისა. |
32:22 |
და დაიპყრას ქუეყანაჲ იგი წინაშე უფლისა და შემდგომად ამისსა უკუმოიქცეთ და იყუნეთ უბრალო წინაშე უფლისა და ისრაჱლისაგაჱ, და იყოს ქუეყანა ესე სამკჳდრებელად თქვენდა წინაშე უფლისა. |
32:23 |
უკუეთუ არა ჰყოთ ესრე, სცოდოთ წინაშე უფლისა და სცნათ ცოდვაჲ თქუენი, რაჟამს გეწიოს თქუენ ძჳრი. |
32:24 |
და აწ იშენეთ თქუენ ქალაქები ვანისა თქუენისათჳს და ბანაკები საცხოვრისა თქუენისათჳს და, რომელ-ეგე აღმოჴდა პირით თქუენით, ყავთ. |
32:25 |
და მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა მოსეს და ჰრქუეს: მონათა შენთა ყონ, ვითარცა უმცნიეს შენდა უფალსა ვანი ჩუენი |
32:26 |
და დედები ჩემნი და ყოველი საცხოვარი ჩუენი იყოს მუნ ქალაქებსა მას გალაადისასა. |
32:27 |
მონანი შენნი წიაღჴდენ ყოველნივე შეჭურვილნი და განმზადებულნი წინაშე უფლისა ბრძოლად, ვითარცა იტყჳს უფალი. |
32:28 |
და შეასწავლნა იგინი მოსე ელიაზარს მღდელსა და ისოს, ძესა ნავესსა, და მთავართა და ტომთა ძეთა ისრაჱლისათა. |
32:29 |
და ჰრქუა მათ მოსე: წიაღ-თუ-ჴდენ ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი თქუენ თანა იორდანესა ყოველნი შეჭურვილნი ბრძოლად წინაშე უფლისა და ეუფლნეთ ქუეყანასა მას წინაშე თქუენსა, მისცეთ მათ ქუეყანა გალაადისაჲ სამკჳდრებელად. |
32:30 |
უკუეთუ არა წიაღჴდენ შეჭურვილნი თქუენ თანა ბრძოლად წინაშე უფლისა, თქუენ წიაღიღეთ ვანი მათი და დედაწული მათი და საცხოვარი მათი პირველად თქუენსა ქუეყანად ქანანისა. |
32:31 |
და მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ჰრქუეს: რავდენსაცა გვეტყოდის უფალი მონათა მისთა, |
32:32 |
ეგრე ვყოთ ჩუენ, წიაღვჴდეთ შეჭურვილნი ქუეყანად ქანანისა და გუცეთ ჩუენ სამკჳდრებელი წიაღ იორდანესა. |
32:33 |
და მისცა მათ მოსე: ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა, ძისა იოსებისსა, სამეუფოჲ სეონ მეფისა ამორველისაჲ, და სამეუფოჲ ოგ მეფისა ბასანისაჲ ქუეყანაჲ და ქალაქები მისი საზღურითურთ, ქალაქები ქუეყანასა გარემო. |
32:34 |
და აღაშენეს ძეთა გადისთა დებონი |
32:35 |
და ატაროთი და არუერი და სუფანი და იაზერი. |
32:36 |
და აღამაღლნეს იგინი და ბეთნაბრაჲ და ბეთარრანი, ქალაქნი ძნელნი, და ბოსლები საცხოვრე. |
32:37 |
და ძეთა რუბენისთა აღაშენეს ესებონი და ელვარე და კარათაჲმე და ნაბოჲ |
32:38 |
და ბელმოჲნი გარემოჲს დასაბამი და დასდვეს სახელები მათი სახელებად ქალაქებსა მას, რომელ აღაშენნეს. |
32:39 |
და წარვიდა ძე მაქირისი, ძისა მანასესი, გალაადდ და დაიპყრა იგი და წარწყმიდა ამორეველი იგი, რომელ მკჳდრ იყო მუნ. |
32:40 |
და მისცა მოსე გალაადი მაქირს, ძესა მანასესა, და დაეშენა მუნ. |
32:41 |
და იაირ, ძე მანასესი, წარვიდა და დაიპყრა ბოსლები მათი და უწოდა მათ ბანაკები იაირისი. |
32:42 |
და ნაბავ წარვიდა, დაიპყრა კანათაჲ და დაბნები მისი. და უწოდა მას ნაბავ, სახელი თჳსი. |