კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« რიცხვთა »
რიცხვთა 1
რიცხვთა 2
რიცხვთა 3
რიცხვთა 4
რიცხვთა 5
რიცხვთა 6
რიცხვთა 7
რიცხვთა 8
რიცხვთა 9
რიცხვთა 10
რიცხვთა 11
რიცხვთა 12
რიცხვთა 13
რიცხვთა 14
რიცხვთა 15
რიცხვთა 16
რიცხვთა 17
რიცხვთა 18
რიცხვთა 19
რიცხვთა 20
რიცხვთა 21
რიცხვთა 22
რიცხვთა 23
რიცხვთა 24
რიცხვთა 25
რიცხვთა 26
რიცხვთა 27
რიცხვთა 28
რიცხვთა 29
რიცხვთა 30
რიცხვთა 31
რიცხვთა 32
რიცხვთა 33
რიცხვთა 34
რიცხვთა 35
რიცხვთა 36

« რიცხვთა 14 [BIB - xx] »
14:1 და აღიღო ყოველმან მან კრებულმან და მოსცეს ჴმაჲ და ტიროდა ყოველი იგი ერი ღამე ყოელ.
14:2 და დრტჳნვიდეს მოსესთჳს და აჰრონისთჳს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი. და ჰრქუეს მათ ყოველმან მან კრებულმან: მო-თუმცა-მწყდარ ვიყვენით ჩუენ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და უდაბნოსა ამას თუმცა მოვწყედით.
14:3 და რაჲსათჳს შევჰყავთ ჩუენ უფალსა ქუეყანასა მას დაცემად ბრძოლითა, ცოლნი ჩუენნი და ყრმანი იყუნენ აღსაჭრელ, აწ უმჯობეს არს ჩუენდა მიქცევაჲ ეგჳპტედვე.
14:4 და ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა: დავიდგინოთ ერისთავი და შევიქცეთ ეგჳპტედვე.
14:5 და დავარდეს მოსე და აჰრონ პირსა ზედა თჳსსა წინაშე ყოვლისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა.
14:6 ხოლო ისუ, ძემან ნავესმან, და ქალებ, ძემან იეფონესმან, რომელთა განემსტურო ქუეყანა, დაიპეს სამოსელი მათი.
14:7 და ეტყოდეს ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუეს: ქუეყანა, რომელი განვიხილეთ, კეთილ არს დიდად ფრიად.
14:8 უკუეთუ სათნო უჩნდეთ ჩუენ უფალსა, შეგჳყვანნეს ჩუენ მას და მოგუცეს ჩუენ იგი, რომელ-იგი არს გამომადინებელი სძისა და თაფლისაჲ.
14:9 არამედ უფლისაგან ნუ განსდგებით, ხოლო თქვენ ნუ გეშინინ ერისა მისთჳს მის ქუეყანისა, რამეთუ შესაჭმელ ჩუენდა არიან იგინი, რამეთუ განიშოვრა მათგან ჟამი, ხოლო უფალი ჩუენ შორის არს. ნუ გეშინინ მათგან.
14:10 ხოლო კრებულმან მან თქუა მათი ქვისა დაკრებაჲ, ხოლო დიდებაჲ უფლისა გამოჩნდა ღრუბელსა შინა კარავსა მას ზედა წამებისასა ყოველისა შორის ძეთა ისრაჱლისათა.
14:11 ჰრქუა უფალმან მოსეს: ვიდრემდის ხოლო განმარისხებდეს მე ერი ესე, ვიდრემდე არა ჰრწამს ჩემი ყოველთა ამათ სასწაულთა, რომელთა უყოფ მათ შორის?
14:12 მაცადე და მოვსრა ეგე სიკუდილითა და წარვწყმიდნე ეგენი, გყო შენ და სახლი მამისა შენისაჲ ნათესავად დიდად უფროჲს მათსა.
14:13 ჰრქუა მოსე უფალსა: ესმეს სამე ეგჳპტელთა, რამეთუ გამოიყვანე ძალითა შენითა ერი ესე მათგან.
14:14 არამედ ყოველთა მკჳდრთაცა ამის ქუეყანისათა ასმიეს, რამეთუ შენ ხარ უფალი ერსა ამას შორის, რამეთუ თუალთა წინაშე პირისპირ იხილვები შენ, უფალი, და ღრუბელი წმიდაჲ შენი ზედა-ადგს მათ და სუეტითა ღრუბლისაჲთა ხუალ წინაშე მათსა დღისი და სუეტითა ცეცხლისაჲთა ღამე.
14:15 და მოსრაა ერი ესე, ვითარცა კაცი ერთი და თქუან წარმართთა, რავდენთა ასმიეს სახელი შენი.
14:16 რამეთუ ვერ უძლო შეყვანებად უფალმან ერი ესე ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა მათ და დასცნა იგინი უდაბნოსა მას ზედა.
14:17 აწ ამაღლდეს ჴელი შენი, უფალო ვითარცა-იგი სთქუ.
14:18 სულგრძელ, დიდად მოწყალე, ჭეშმარიტ, მომტევებელ უსჯულოებათა, სიცრუვეთა და ცოდვათა და განწმედით არა განიწმიდის თანამდები იგი მაგის ცოდვაჲ მამათაჲ შვილთა ვიდრე სამად და ოთხად ნათესავადმდე.
14:19 მიუტევე ცოდვაჲ ერსა მას დიდისაებრ წყალობისა შენისა, ვითარცა-იგი მალხინებელ ექმენ ეგჳპტელთაგან ვიდრე აქამდე.
14:20 ჰრქუა უფალმან მოსეს: მალხინებელ ვარ მაგითა სიტყჳთა შენითა,
14:21 არამედ ცხოველ ვარ მე, და ცხოველ არს სახელი ჩემი და აღავსოს დიდებამან უფლისამან ყოველი ქუეყანა,
14:22 რამეთუ ყოველთა მაგათ კაცთა, რომელთა უხილავს დიდებაჲ ჩემი და სასწაულნი, რომელნი ვყვენ ეგჳპტეს და უდაბნოსა ამას და განმცადეს მე ესე ათგზის, არა ისმინეს ჴმისა ჩემისა.
14:23 უკუეთუ მაგათ იხილონ ქუეყანა იგი, რომლისათჳს ვეფუცე მამათა მათთა, არამედ შვილთა მათთა, რომელ არა იციან ჩემ თანა აქა, რომელთა არა იციან კეთილი და ბოროტი, ყოველსა ჭაბუკსა უმეცარსა, ამათ მისცე ქუეყანა იგი, ხოლო რომელთა განმარისხეს, არა იხილონ იგი.
14:24 ხოლო მონა ჩემი ქალებ, რამეთუ იყო სული სხუაჲ მის ზედა და შემომიდგა მე, შევიყვანო იგი ქუეყანასა მას, რომელსა შევიდა მუნ და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს.
14:25 ხოლო ამალეკი და ქანანელი შენ არიან ღელსა შინა, ხვალე მოიქეცით თქუენ და იტრენით უდაბნოდ გზასა ერჳთრისა ზღჳსასა.
14:26 მიუგო უფალმან მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
14:27 ვიდრემდის ვითავსებდე კრებულსა ამას უკეთურსა, იგინი დრტჳნვენ წინაშე ჩემსა, დრტჳნვა ძეთა ისრაჱლისათა თქუენთჳს მესმა.
14:28 ვარქუ მათ: ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, არამედ ვითარცა იტყოდეთ ყურთა ჩემთა, ეგრე გიყო თქუენ.
14:29 უდაბნოსა ამას დაცჳვენ ძვალნი თქუენნი, ყოველივე ხილვაჲ თქუენი და აღრაცხილნი იგი თქუენნი ოცით წლითგანი დამართ, რომელნი დრტჳნვიდეს ჩემთჳს.
14:30 უკუეთუ თქუენ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელსა მიმიყოფიეს ჴელი ჩემი დამკჳდრებად თქუენდა მას ზედა, გარნა ქალები იეფონესი და ისო ნავესი.
14:31 და ყრმათა მათ, რომელთა აქრუთ: მიმოდასატაცებელ იყვენით, შევიყვანნე იგინი ქუეყანასა მას და დაიმკჳდრონ ქუეყანა იგი, რომლისაგან განსდეგით.
14:32 და ძვალნი თქუენნი იყუნენ მძორ უდაბნოსა ზედა.
14:33 და ძენი თქუენნი მოსჭამდენ უდაბნოსა ამას ორმეოც წელ და აღასრულონ სიძვაჲ თქუენი, ვიდრემდის არა განკაფდენ ძვალნი თქუენნი უდაბნოსა ზედა.
14:34 მსგავსად რიცხუსა მას დღეთაჲსა, რაოდენსა მოიხილეს ქუეყანა იგი ორმეოცსა წელსა, დღე - წელიწდისა წილ და მოიხუნეთ ცოდვანი თქუენნი ორმეოც წელ და გულისხმა-ჰყოთ რისხვაჲ გულისწყრომისა ჩემისა.
14:35 მე, უფლმან, ვთქჳ: უკუეთუ არა ესრეთ უყო კრებულსა ამას უკეთურსა, რომელ აღდგომილ არს ჩემ ზედა. უდაბნოსა ამას აღესრულნენ და მოსწყდენ.
14:36 და კაცნი იგი, რომელ წარავლინნა მოსე მოხილვად მის ქუეყანისა, მოვიდეს, იდრტჳნეს მისთჳს კრებულსა თანა თქუმად სიტყუასა ბოროტსა მის ქუეყანისათჳს.
14:37 მოსწყდეს კაცნი იგი, რომელთა თქუეს მის ქუეყანისათჳს ძჳრი, გუემითა ბოროტითა წინაშე უფლისა.
14:38 ისო ნავესი და ქალებ იეფონესი ცხოვნდეს კაცთა მათგან, რომელ წარვიდეს მოხილვად მის ქუეყანისა.
14:39 ეტყოდა მოსე სიტყუათა ამათ ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა. და იგლოვდა ერი იგი ფრიად.
14:40 აღიმსთუეს განთიად, აღვიდეს თავსა ზედა მთისასა და თქუეს: აჰა, ესერა, ჩუენ წარვიდეთ ადგილსა, რომელსა თქუა უფალმან, რამეთუ ვცოდეთ.
14:41 ჰრქუა მოსე: რად გარდახვალთ სიტყუათა უფლისათა, არა წარგემართოს თქუენ.
14:42 ნუ აღხვალთ, არა არს უფალი თქუენ თანა. დაეცნეთ წინაშე პირსა მტერთასა.
14:43 რამეთუ ამალეკი და ქანანელი მუნ წინაშე თქუენსა არს და დაეცნეთ მახჳლითა მისთჳს, რამეთუ უკუნ თუ იქეცით ურჩებით უფლისაგან. და არა იყოს უფალი თქუენ თანა.
14:44 და იძულებით აღჴდეს თავსა ზედა მის მთისასა, ხოლო კიდობანი იგი სჯულისა უფლისა და მოსე არა იძრნეს ბანაკით.
14:45 და მოჴდა ამალეკი და ქანანელი, რომელ ჯდა მას მთასა შინა, სძლეს მათ და მოსრნეს იგინი ერთადმდე.
14:46 და მოიქცეს ბანაკად.

© 2010, გია შერვაშიძე