კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« რიცხვთა »
რიცხვთა 1
რიცხვთა 2
რიცხვთა 3
რიცხვთა 4
რიცხვთა 5
რიცხვთა 6
რიცხვთა 7
რიცხვთა 8
რიცხვთა 9
რიცხვთა 10
რიცხვთა 11
რიცხვთა 12
რიცხვთა 13
რიცხვთა 14
რიცხვთა 15
რიცხვთა 16
რიცხვთა 17
რიცხვთა 18
რიცხვთა 19
რიცხვთა 20
რიცხვთა 21
რიცხვთა 22
რიცხვთა 23
რიცხვთა 24
რიცხვთა 25
რიცხვთა 26
რიცხვთა 27
რიცხვთა 28
რიცხვთა 29
რიცხვთა 30
რიცხვთა 31
რიცხვთა 32
რიცხვთა 33
რიცხვთა 34
რიცხვთა 35
რიცხვთა 36

« რიცხვთა 6 [BIB - xx] »
6:1 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
6:2 ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: მამაკაცმან, ანუ დედაკაცმან, რომელმან ილოცოს ლოცვაჲ დიდად,
6:3 განიწმიდენინ სიწმიდითა უფლისაჲთა, ღჳნისაგან და თაფლუჭისა განწმიდნეს და ძმარი ღჳნისაგან და ძმარი თაფრუჭისგან არა სუან და ყოველი, რომელი იქმნების ღჳნისაგან, არა სუას და ყურძენი ახალი და შკიჭი არა ჭამოს.
6:4 ყოველია დღეთა ლოცვისა მისისათა ყოვლისაგან, რომელი იქმნების ვენაჴისაგან, ღჳნოჲ საგუდლითგან ვიდრე ნატკუეცლადმდე არა ჭამოს.
6:5 ყოველთა დღეთა მათ განწმედისათა მახჳლი არა აღვიდეს თავსა მისსა, ვიდრემდის აღივსნენ დღენი იგი, რომელ აღუთქუა უფალსა, წმიდა იყოს, მიუტეოს სიგრძედ თმაჲ თავისაჲ.
6:6 ყოველთა დღეთა ლოცვისა მისისათა უფლისა მიმართ სულსა ზედა ასრულებულსა არა შევიდეს
6:7 მამასა ზედა და დედასა და ძმასა და დასა, არა შეიგინოს მათ შორის სიკუდილსა მათსა, რამეთუ ლოცვაჲ უფლისა მისისაჲ მის ზედა თავსა მისსა.
6:8 ყოველთა დღეთა ლოცვისა მისისათა წმიდა იყოს უფლისა.
6:9 უკუეთუ ვინმე მოკუდეს მის თანა, მეყსეულად შეიგინა თავი ლოცვისა მისისაჲ და დაიყჳნოს თავი მისი, რომელსა დღესა განწმიდნა.
6:10 და დღესა მეშჳდესა დაიყჳნოს და დღესა მერვესა მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი მღდელისა მის კარად კარვისა საწამებელისა.
6:11 და ყოს მღდელმან მან ერთი ცოდვისათჳს და ერთი ყოვლად დასაწველად და ლხინება-ყოს მღდელმან მან, რომელთათჳს ცოდა სულისა მისთჳს და განწმიდოს თავი მისი.
6:12 მას დღესა შინა მას დღესა განწმიდნეს უფლისა დღენი იგი ლოცვისანი და მოჰგუაროს ტარიგი წელიწადეული ცოდვისა მისთჳს და პირველნი იგი დღენი შეურაცხ იყუნენ, რამეთუ შეიგინა თავი ლოცვისა მისისაჲ.
6:13 ესე არს შჯული მლოცველისაჲ მის, რომელსა დღესა აღასრულნეს დღენი ლოცვისა მისისანი, შეწიროს მან კართა თანა კარვისა წამებისათა.
6:14 და მოართუას ძღუენი მისი უფალსა ტარიგი წელიწადეული უბიწოჲ ერთი ყოვლად მწუარად და ტარიგი ნეზჳ წელიწადეული უბიწოჲ ერთი ცოდვისათჳს და ვერძი ერთი უბიწოჲ ცხორებისათჳს.
6:15 და ლანკლითა უცომოჲ სამინდოჲსა პურნი შექმნილნი ზეთითა და ლელანგონი უცომონი ზეთითა ცხებულნი,
6:16 და მსხუერპლი მათი და შესაწირავი მათი. და მოიღოს იგი მღდელმან მან წინაშე უფლისა და ყოს იგი ცოდვისათჳს და მსხუერპლი იგი ყოვლად მწუარი მისი.
6:17 და ვერძი იგი ყოს შესაწირავად ცხორებისა მისისათჳს უფლისა ლანკლანსა მას თანა უცომოსა, და ყოს მღდელმან შესაწირავი იგი მისი და მსხუერპლი მისი.
6:18 და დაიყჳნოს მლოცველმან მან კართა თანა კარვისა საწამებელისათა თავი ლოცვისა მისისაჲ და დადვას თმაჲ იგი ცეცხლსა მას, რომელ-იგი არს შესაწირავი მის ცხოვრებისაჲ.
6:19 და მოიღოს მღდელმან მან მჴარი იგი მგბარი ვერძისა მისგან და პური ერთი უცომოჲ ლანკნისა მისგან და ლელანგოჲ უცომოჲ ერთი. და დაუდგას მღდელმან მან ჴელთა ზედა მის მლოცველისათა შემდგომად დაყჳნვისა თავისა მის ლოცვისა მისისა.
6:20 და შეწიროს იგი მღდელმან მან დასადებელად წინაშე უფლისა წმიდაჲ იყოს იგი მღდელისა, მკერდისაჲ მის დასადებელისაჲ და მჴრისაჲ მის შესაწირავისაჲ, და ამისა შემდგომად სუას მლოცველმან მან ღჳნოჲ.
6:21 ესე არს შჯული მლოცველისა მის, რაოდენიცა აღუთქუა უფალსა ძღუენი ლოცვისა მისისათჳს თჳნიერ მისა, რომელი-რაჲ პოვოს ჴელმან მისმან ძალისაებრ აღთქმისა მისისა, რაოდენიცა აღუთქუას შჯულისა მისებრ უმეცრებისა მისისა უფლისა მიმართ.
6:22 ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
6:23 ეტყოდე აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ მათ, და დადვან სახელი ჩემი ძეთა ზედა ისრაჱლისათა და მე, უფალმან, ვაკურთხნე იგინი.
6:24 გაკურთხენ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ.
6:25 გამოაჩინენ პირი მისი შენ ზედა და გაკურთხენ შენ.
6:26 მოაქციენ უფალმან პირი მისი შენ ზედა და მოგეცინ შენ მშჳდობაჲ.

© 2010, გია შერვაშიძე