კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« რიცხვთა »
რიცხვთა 1
რიცხვთა 2
რიცხვთა 3
რიცხვთა 4
რიცხვთა 5
რიცხვთა 6
რიცხვთა 7
რიცხვთა 8
რიცხვთა 9
რიცხვთა 10
რიცხვთა 11
რიცხვთა 12
რიცხვთა 13
რიცხვთა 14
რიცხვთა 15
რიცხვთა 16
რიცხვთა 17
რიცხვთა 18
რიცხვთა 19
რიცხვთა 20
რიცხვთა 21
რიცხვთა 22
რიცხვთა 23
რიცხვთა 24
რიცხვთა 25
რიცხვთა 26
რიცხვთა 27
რიცხვთა 28
რიცხვთა 29
რიცხვთა 30
რიცხვთა 31
რიცხვთა 32
რიცხვთა 33
რიცხვთა 34
რიცხვთა 35
რიცხვთა 36

« რიცხვთა 17 [BIB - xx] »
17:1 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
17:2 ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და მოიღე მათთჳს კუერთხები სახლად-სახლად მამათა მათთა ყოველთაგან მთავართა მათთა - ათორმეტი კუერთხი და კაცად-კაცადისაჲ გამოწერე სახელი კუერთხსა მისსა.
17:3 და სახელი აჰრონისი გამოწერე კუერთხსა მისსა, რამეთუ არს კუერთხი ერთი, ტომად-ტომად მამათა მათთა მოსცედ.
17:4 და დასხი იგი კარავსა საწამებელისასა, ვინაჲ-იგი გამოგეცხადო შენ მუნ.
17:5 და იყოს კაცი, რომელი გამოვირჩიო მე, კუერთხი იგი მისი განედლდეს და მოვსპო დრტჳნვაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ ჩემგან, რომელსა დრტჳნვენ თქუენთჳს.
17:6 და ეტყოდა მოსე ძეთა ისრაჱლისათა. და მოსცეს მას ყოველთა მათ მთავართა მათთა კუერთხები: კუერთხი მთავრისაჲ - ერთი კუერთხი მთავრად-მთავრად და სახლად-სახლად მამათა მათთა, მოჰსცეს ათორმეტი კუერთხები და კუერთხი აჰრონისი შორის კუერთხებსა მათსა.
17:7 და დასხა მოსე კუერთხები იგი წინაშე უფლისა კარავსა მას შინა საწამებელისასა.
17:8 და იყო ხვალისაგან, და შევიდეს მოსე და აჰრონ კარვად საწამებელისა. და, აჰა, ესერა, კუერთხი იგი აჰრონისი განედლებული იყო სახლსა ზედა ლევისსა, და მოეღო ფურცელი, და გამოეღო ყუავილი და გამოსცა ნიგოზი.
17:9 და გამოიღო მოსე ყოველი იგი კუერთხები პირისაგან უფლისა წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა. და იხილეს და მოიღო კაცად-კაცადმან კუერთხი თჳსი.
17:10 და ჰრქუა უფალმან მოსეს: დადევ კუერთხი ეგე აჰრონისი წინაშე საწამებელთა დასამარხველად სასწაულთა ძეთა მაგათთჳს ურჩთაჲსა, და დასცხერინ დრტჳნვაჲ მათი ჩემგან და არა მოწყდენ.
17:11 და ეგრე ყვეს მოსე და აჰრონ, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს.
17:12 და ეტყოდეს ძენი ისრაჱლისანი მოსეს და ჰრქუეს: აჰა, ესერა, აღვიჴოცენით და წარვწყმდით, აღვესრულენით.
17:13 ყოველი, რომელი შეეხების კარავსა ამას საწამებელისა უფლისასა, მოკუდების, ნუუკუე სრულად მოვწყდეთ.

© 2010, გია შერვაშიძე