9:1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა მას სინაჲსასა წელსა მას მეორესა გამოსლვასა მას მათსა ქუეყანით ეგჳპტით, თთუესა მას პირველსა, და ჰრქუა: |
9:2 |
არქუ და ყონ ძეთა ისრაჱლისათა ვნებაჲ ჟამსა თჳსსა. |
9:3 |
მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, მიმწუხრი, ყონ იგი ჟამისაებრ და შჯულისა მისისა, მეტყველებისაებრ მისისა ყონ იგი. |
9:4 |
და ეტყოდა უფალი ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ვნებისა. |
9:5 |
დასაბამისა მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა უდაბნოსა მას სინაჲსასა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრეთ ყვეს ძეთა ისრაჱლისათა. |
9:6 |
და მოვიდეს კაცნი იგი, რომელნი იყუნეს არაწმიდა სულითა კაცისაჲთა და ვერ ეძლო ყოფად ვნებისა მას დღესა შინა: და მოვიდეს წინაშე მოსესა და აჰრონისსა მას დღესა. |
9:7 |
და ჰრქუეს მათ კაცთა მათ: ჩუენ არაწმიდა ვართ სულითა კაცისაჲთა, ნუ დააკლებთ შეწირვად მსხუერპლსა უფლისასა ჟამსა თჳსსა შორის ძეთა ისრაჱლისათა. |
9:8 |
და ჰრქუა მათ მოსე: დეგით მანდა და ვისმინო, რაჲ მათ უბრძანოს უფალმან თქუენთჳს. |
9:9 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
9:10 |
ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: კაცი, რომელი იყოს არაწმიდა სულითა კაცისაჲთა, გინათუ შორსა გზასა იყოს თქვენგანი ნათესავთა შორის თქუენთა და ყოს ვნებაჲ უფლისა, |
9:11 |
თთუესა მას მეორესა, მეათოთხმეტესა დღესა, მიმწური, ყონ იგი, უცომოსა თანა ველისყრდელითა ჭამონ იგი. |
9:12 |
და არა დაუტეონ მისგანი განთიადმდე და ძუალი არა განტეხონ მისგანი, შჯულისა მისებრ ვნებისა ყონ იგი. |
9:13 |
და კაცი, რომელი წმიდა იყოს და გზასა შოვრსა არა იყოს და დააკლოს ყოფად ვნებაჲ, მოიჴოცოს სული იგი შორის ერისა თჳსისა, რამეთუ მსხუერპლი უფლისა არა შეწირა ჟამსა თჳსსა, ცოდვაჲ მოიღოს კაცმან მან. |
9:14 |
უკუეთუ მოვიდეს მწირი ქუეყანასა თქუენსა და ყოს ვნებაჲ უფლისა შჯულისა მისებრ ვნებისა, მსგავსად ბრძანებისა მისისა ყოს იგი. შჯული ერთი იყავნ თქუენი მწირისაჲ და მსოფლელისა მის ქუეყანისაჲ. |
9:15 |
დღესა მას, რომელსა აღემართა კარავი იგი, დაფარა ღრუბელმან კარავი იგი სახლი წამებისაჲ და მწუხრად-მწუხრად არნ კარავსა მას ზედა, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ ვიდრე განთიადადმდე. |
9:16 |
ესრეთ იყო მას, ღრუბელი ჰფარვიდა მას დღისი და ხილვაჲ იგი ცეცხლისაჲ - ღამე. |
9:17 |
და რაჟამს აღიმაღლის ღრუბელმან კარვისა მისგან, ამისა შემდგომად წარიტრიან ძენი ისრაჱლისანი და ადგილსა მას, რომელსა დადგის ღრუბელი იგი, მუნ დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა. |
9:18 |
ბრძანებითა უფლისაჲთა დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა და ბრძანებითა უფლისაჲთა აღიძრნიან. |
9:19 |
ყოველთა დღეთა, რაოდენთა აგრილობნ ღრუბელი კარავსა მას ზედა, დაიბანაკიან ძეთა ისრაჱლისათა და ოდეს დაადგრის ღრუბელი იგი მრავალ დღე, დაიცვიან საცოჲ იგი ღმრთისა და არა აღიძრნიან. |
9:20 |
და იყოს, ოდეს აგრილობნ ღრუბელი დღეთა მათ, რიცხჳთ კარავსა ზედა სიტყჳთა უფლისათა დაიბანაკიან და სიტყჳთა უფლისაჲთა აღიძრნიან. |
9:21 |
და არნ, ოდეს ფგან ღრუბელი იგი მწუხრითგან და ვიდრე განთიადმდე. |
9:22 |
და უკუეთუ აღვიდეს ღრუბელი იგი განთიად, იტრნიან, დღისი გინა ღამე, ოდეს წარვიდეს ღრუბელი იგი, წარიტრნიან. უკუეთუ თთუეთა დღეთამდე გამრავლდის ღრუბელი იგი და აგრილობნ მას ზედა, დაადგრიან ძენი ისრაჱლისანი და არა იტრნიან. |
9:23 |
რამეთუ ბრძანებითა უფლისათა, იტრვოდეს და საცოსა უფლისასა იმარხჳდეს ბრძანებითა უფლისათა ჴელითა მოსესითა. |