27:1 |
და მოვიდეს ასულნი სალპაადისნი, ძისა ორფერისნი, ძისა გალაადისნი, ძისა მაქირისნი, დასისა მანასესი, ძეთა იოსებისთაჲ. და ესე არს სახელები მათი: მაალა, და ნუა, და ეგლა, და მელქა და თერსა. |
27:2 |
და დადგეს წინაშე მოსესა და წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე მთავართასა და წინაშე ყოვლისა კრებულისა კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და თქუეს: |
27:3 |
მამაჲ ჩუენი მოკუდა უდაბნოსა ზედა და იგი არა თანა იყო კრებულსა მას აღდგომილსა წინაშე უფლისა შორის კრებულსა მას კორესა, რამეთუ ცოდვისათჳს მოკუდეს და ძენი არა ესხნეს მას. |
27:4 |
ნუ აღიჴოცებინ სახელი მამისა ჩუენისაჲ დასისაგან მისისა, რამეთუ არა არს მისა ძე, გუეცით ჩუენ სამკჳდრებელი შორის ძმათა მამისა ჩუენისათა. |
27:5 |
და მიაწია მოსე საშჯელი იგი მათი წინაშე უფლისა. |
27:6 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
27:7 |
მართლ იტყჳან ასულნი სალპადისნი, ცემით სცე მათ დასაპყრობელი სამკჳდრებელისაჲ შორის ძმათა მამისა მათისათა და მივსცე ნაწილი მამისა მათისაჲ მათ. |
27:8 |
და ძეთა ისრაჱლისათა ეტყოდა და ჰრქუა: კაციღა მოკუდეს და ძე არა ესუას მას, მისცეს სამკჳდრებელი მისი ასულსა მისსა. |
27:9 |
უკუეთუ არა ესუას ასული, მისცეთ სამკჳდრებელი მისი ძმასა მისსა. |
27:10 |
უკუეთუ არა ესხნეს მას ძმა, მისცეთ იგი მამისძმასა მისსა. |
27:11 |
უკუეთუ არა ესუას მას მამისძმაჲ, მისცეს სამკჳდრებელი იგი სახლეულსა მახლობელსა მისსა. ნათსავისა მისისაგანმან დაიმკჳდროს მისი და იყოს იგი ძეთა ისრაჱლისათა სამართალ საშჯელის, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |
27:12 |
და ჰრქუა მოსეს: აღვედ მთასა წიაღსა ამას მთასა ნაბავსა და იხილე ქუეყანა იგი ქანაანისაჲ, რომელსა მივსცემ მე ძეთა ისრაჱლისათა დაპყრობად. |
27:13 |
იხილო იგი და შევსძინო ერსა შენსა, ვითარცა შეეძინა აჰრონ, ძმაჲ შენი, ორს მთასა შინა. |
27:14 |
რამეთუ გარდაჰჴედით სიტყუასა ჩემსა უდაბნოდა ზედა სინასა რაჟამს მიჴდებოდა კრებული იგი წმიდა-ყოფად ჩემდა. არაწმიდა მყავთ მე წყალსა მას ზედა წინაშე მთასა. ესე არს წყალი ცილობისა კადესა, უდაბნოსა შინა სინასა. |
27:15 |
და ჰრქუა მოსე უფალსა: |
27:16 |
იხილენ უფალმან ღმერთმან სულთამან და ყოველთა ჴორცთამან კაცი კრებულსა ზედა ამას, |
27:17 |
რომელ გამოვიდოდის წინამძღურად მათსა და, რომელმან შეიყუარნეს იგინი, და რომელმან გამოიყვანნეს იგინი. და არა იყოს კრებული ესე უფლისა ვითარცა ცხოვარი, რომელთა არა არს მწყემს. |
27:18 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანე შენ თანა ისუ, ძე ნავესი, კაცსა, რომელსა აქუს მას სული და დაასხნე მას ზედა ჴელნი შენნი. |
27:19 |
და დაადგინო იგი წინაშე ელიეზერ მღდელისა და წინაშე ყოვლისა კრებულისა. |
27:20 |
და ამცნო მათ მისთჳს წინაშე მათსა და მისცე დიდებაჲ შენი მას, რაჲთა ისმინოდიან მისი ძეთა ისრაჱლისათა. |
27:21 |
და წინაშე ელიაზარ მღდელისა დადგეს და ჰკითხოდიან მას საშჯელი განცხადებისაჲ წინაშე უფლისა. სიტყჳთა პირისა მისისაჲთა გამოვიდოდიან და სიტყჳთა პირისა მისისაჲთა შევიდოდიან და ძენი ისრაჱლისანი ერთბამად და ყოველი კრებული იგი. |
27:22 |
და ყო მოსე, ვითარცა ამცნო მას უფალმან და მოიყვანა ისუ და დაადგინა იგი წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე ყოვლისა კრებულისასა. |
27:23 |
და დაასხნა ჴელნი მისნი მის ზედა და შეასწავა იგი მათ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |