29:1 |
და თთუჱსა მეშჳდესა, ერთსა თთჳსასა ჩინებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა. ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ, დღე იგი უწყებისაჲ იყოს თქუენდა. |
29:2 |
და ჰყოთ მრგულიად დასაწველი სულად სულნელად უფლისა ზუარაკი ერთი მროწლისაგან, ვერძი ერთი, კრავი წელიწდეული, შჳდნი უბიწონი. |
29:3 |
შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული - ვერძსა ერთსა. |
29:4 |
ათეული-ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა. |
29:5 |
და წალი თხათაგანი ერთი - ცოდვათათჳს სალხინებელად თქუენთჳს. |
29:6 |
გარნა მრგულიად დისაწველთა მათთჳს თავისათა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი და მრგულიად დასაწველი სამარადისოჲ და შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი მსგავსად სულად სულნელებისად უფლისა. |
29:7 |
და მეათე ამის თთჳსაჲ ჩინებულ წმიდა იყავნ თქუენდა და იჭირეთ სულთა თქუენთა და ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ. |
29:8 |
და შეწირენით მრგულიად დასაწველნი უფლისა სულად სულნელად მხუერპლად ზუარაკი ერთი მროწლისაგან, ვერძი ერთი, კრავნი წელიწდეულნი შჳდნი უბიწონი იყუნენ თქუენდა. |
29:9 |
შესაწირავი მათი, სამინდოჲ აღსუარული ზეთითა, სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა. |
29:10 |
ათეულ-ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა. |
29:11 |
და წალი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს სალხინებელად თუენთჳს და მრგულიად დასაწველი იგი სამარადისოჲ და შესაწირავი მისი და მსხუერპლი მისი სულად სულნელად უფლისა. |
29:12 |
და მეათხუთმეტესა დღესა თთჳსა მეშჳდისასა, წოდებულ წმიდა იყავნ იგი თქუენდა, ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ და დღესასწაულ-ყავთ იგი დღესასწაულად უფლისა შჳდ დღე. |
29:13 |
და შეწირენით მრგულიად დასაწველნი მლხუერპლად სულად სულნელად უფლისა და დღესა მას პირველსა ზუარაკი მროწლისაგანი ათცამეტი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი, იყუნენ. |
29:14 |
და შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა ათცამეტთა მათ ზუარაკთა და ორი ათეული ვერძსა ერთსა ორთავე მათ ვერძთა. |
29:15 |
ათეული-ათეული კრავსა ერთსა ათოთხმეტთა მათ კრავთა. |
29:16 |
და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა. |
29:17 |
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი და დღესა მეორესა ზუარაკები ათორმეტი და ვერძი ორი და კრავნი წელიწდეულნი ათორმეტნი უბიწონი. |
29:18 |
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა. |
29:19 |
და წალი თხათაგანი ერთი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
29:20 |
და დღესა მესამესა ზუარაკები ათერთმეტი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი. |
29:21 |
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა. |
29:22 |
და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა - შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
29:23 |
და დღესა მეოთხესა ზუარაკები ათი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათორმეტნი უბიწონი. |
29:24 |
შესაწირავები მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა. |
29:25 |
და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
29:26 |
და დღესა მეხუთესა ზუარაკი ცხრაჲ, ვერძნი ორნი, კრავნი ათოთხმეტნი წელიწდეულნი უბიწონი. |
29:27 |
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა. |
29:28 |
და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
29:29 |
და დღესა მეექუსესა ზუარაკი რვაჲ, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი. |
29:30 |
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა. |
29:31 |
და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
29:32 |
დღესა მეშჳდესა ზუარაკნი შჳდნი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი. |
29:33 |
შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა. |
29:34 |
და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
29:35 |
და დღესა მერვესა განჯმნაჲ იყოს რქუენი, ყოველი საქმეჲ მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა. |
29:36 |
და შესწიროთ მრგულიად დასაწველები სულად სულნელად უფლისა ზუარაკი ერთი, ვერძი ერთი, კრავნი წელიწდეულნი შჳდნი უბიწონი, |
29:37 |
და შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთა მსგავსად რიცხჳსა მათისა. |
29:38 |
და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი. |
29:39 |
ესე ჰყოთ უფლისა დღესასწაულთა თქუენთა ნეფსითნი თქვენნი და მრგულიად დსაწველნი თქვენნი, შესაწირავნი თქუენნი და მსხუერპლნი თქუენნი და საჴსრადნი თქუენნი. |