კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« რიცხვთა »
რიცხვთა 1
რიცხვთა 2
რიცხვთა 3
რიცხვთა 4
რიცხვთა 5
რიცხვთა 6
რიცხვთა 7
რიცხვთა 8
რიცხვთა 9
რიცხვთა 10
რიცხვთა 11
რიცხვთა 12
რიცხვთა 13
რიცხვთა 14
რიცხვთა 15
რიცხვთა 16
რიცხვთა 17
რიცხვთა 18
რიცხვთა 19
რიცხვთა 20
რიცხვთა 21
რიცხვთა 22
რიცხვთა 23
რიცხვთა 24
რიცხვთა 25
რიცხვთა 26
რიცხვთა 27
რიცხვთა 28
რიცხვთა 29
რიცხვთა 30
რიცხვთა 31
რიცხვთა 32
რიცხვთა 33
რიცხვთა 34
რიცხვთა 35
რიცხვთა 36

« რიცხვთა 4 [BIB - xx] »
4:1 და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს
4:2 და ჰრქუა: მოიღე რიცხჳ იგი ძეთა მათ კაათისთაჲ შოვრის ძეთა მათ ლევისთა ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლადი მამათა მათთაჲ,
4:3 ოცდახუთისა წლისაჲთ და უზეშთაესი ვიდრე ერგასისად წლადმდე ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ ყოველსავე მას საქმესა კარვისასა წამებისასა.
4:4 და ესე საქმე იყო ძეთა კაათისთაჲ კარავსა მას წამებისასა წმიდა წმიდათა.
4:5 და შევიდეს აჰრონ და ძენი მისნი, რაჟამს აღიძრას ბანაკი იგი და გარდამოჰჴსნენ (!) კრეტსაბმელი იგი, რომელი აგრილობდა და დაჰხურონ მით კიდობანი იგი წამებისაჲ.
4:6 და დასდვან მას ზედა საბურველი იგი ტყავი, იაკინთონი და დაჰბურონ მას სამოსელი ყოვლად იაკინთონი ზედა კერძო და განუთხინენ აღსაღებელნი იგი.
4:7 და ტაბლასა მას წინაშესა დასდვან მას ზედა ყოვლად ძოწეული სამოსელი, და პინაკები, და ფიალები, და ციცხუები და ტაკუკები, რომლითა-იგი შესწირვიდეს მით და პურნი იგი სამარადისონი მას ზედა იყუნენ.
4:8 და დასდვან მას ზედა სამოსელი მეწამული და დაფარონ იგი საბურველითა ტყავითა იაკინთონისაჲთა და განუთხინენ მას აღსაღებელნი იგი.
4:9 და მოიღონ სამოსელი იაკინთონი და შეხურონ სასანთლე იგი, რომელ-იგი ჰნათობნ, და ორნი სანთელნი მისნი და მარწუხნი მისნი და მოსაყოფელნი მისნი და ყოველივე ჭურჭერი ზეთისაჲ, რომლითა-იგი ჰმსახურებედ მით.
4:10 და შთადვან იგი და ყოველი ჭურჭერი მისი საბურველსა ტყავისა იაკინთონისასა და დადვან იგი აღსაღებელსა მათ ზედა.
4:11 და საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა დაჰბურონ საბურველი იაკინთონი და დაფარონ იგი ტყავითა იაკინთონისაჲთა და განუთხინენ აღსაღებელნი მისნი.
4:12 და მოიღონ ყოველი ჭურჭერი სამსახურებელი, რომლითა ჰმსახურებდეს მით სიწმიდეთა შინა და შთადვან იგი სამოსელსა იაკინთონსა და დაფარონ იგი საბურველითა ტყავისა იაკინთონისაჲთა.
4:13 და დადვან აღსაღებელთა მათ ზედა და საბურველი იგი დაჰბურონ საკურთხეველსა მას და დასდვან მას სამოსელი ყოვლად ძოწეული.
4:14 და დაასხან მას ყოველი ჭურჭერი, რომლითა-იგი ჰმსახურებდენ მით, საცეცხურები იგი, და ფუცხუები, და ფიალები იგი, და საბურველი იგი და ყოველივე ჭურჭერი საკურთხეველისაჲ და დადვან მას ზედა საბურველი ტყავი იაკინთონი და განუთხინენ მას აღსაღებელნი მისნი.
4:15 და მოიღონ სამოსელი ძოწეული და შეხურონ ემბაზსა მას და ხარისხთა მათ მისთა, და შთადგან იგი საბურველსა ტყავისა იაკინთოსა და დადგან იგი აღსაღებელთა მათ და აღასრულონ აჰრონ და ძეთა მისთა დაბურვაჲ იგი სიწმიდისაჲ მის და ყოველივე ჭურჭერი წმიდა ტრვასა მას ბანაკისასა და ამისა შემდგომად შევიდენ ძენი კაათისნი აღებად და არა შეეხნენ სიწმიდეთა მათ, რათა არა მოწყდენ. ესე აღიღოდიან ძეთა კაათისთა კარავსა მის საწამებელისასა.
4:16 და მოღუაწემან ელიაზარ, ძემან აჰრონის მღდელისამან, ზეთი იგი სანთლისა და საკუმეველი იგი შეზავებული და შესაწირავი იგი დღითი დღედი, და ზეთი იგი ცხებისაჲ და საღუაწოჲ იგი ყოველი კარვისაჲ მის, და რაოდენი არს სიწმიდესა მას შინა, და ყოველივე საქმარი მისი.
4:17 და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
4:18 ნუ მოსრავთ ნათესავსა გუნდისა მის კაათისსა შორის ლევიტელთა, ესრეთ ყავთ მათა მიმართ და ცხონდენ და არა მოწყდენ,
4:19 მო-რაჲ-ვიდოდიან იგინი წმიდასა მას წმიდათასა, აჰრონ და ძენი მსნი შევიდენ და დაადგინონ კაცად-კაცადი მათი მსგავსად აღსაღებელისა მათისა.
4:20 და არა შევიდენ იგინი ხილვად მეყსეულად წმიდასა მას წმიდათასა, რათა არა მოწყდენ.
4:21 და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანენ თავად-თავად
4:22 ძენი გეთსონისნი და ამათი სახლად-სახლად მამათა მათთაჲ, ტომად-ტომადი მათი
4:23 ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასისად წლადმდე და აღიხილენ იგინი ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ-საქმესა თჳსსა კარავსა მას შინა წამებისასა.
4:24 ესე არს მსახურებაჲ ტომისა გეთსონისი მსახურებად.
4:25 და აღებად აღსაღებელსა მაშკები კარვისა მის და კარავი იგი წამებისაჲ და საბურველი იგი მისი და შესახურველი იგი იაკინთონი, რომელ არს ზედა კერძო მისსა და საბურველი იგი კარვისა საწამებელისაჲ.
4:26 და კარვის ძელები იგი ეზოჲსაჲ მის, და რაოდენი არს კარვისა მის საწამებელისაჲ და მეტი იგი, და ყოველი ჭურჭერი სამსახურებელი, რაოდენთა-იგი ჰმსახურებდენ მას შინა.
4:27 ყონ იგი წინაშე პირსა აჰრონისა და ძეთა მისთა, იყოს მსახურებაჲ იგი ძეთა გეთსონისთაჲ ყოვლისა მისებრ საქმისა მათისა, და აღიხილენით იგინი სახელად-სახელად ყოველივე აღსაღებელი მათგან.
4:28 ესე არს მსახურებაჲ ძეთა გეთსონისთაჲ კარავსა მას შინა წამებისასა და ჴუმილვაჲ იგი მათი ჴელითა ითამარისითა ძისა აჰრონის მღდელისაჲთა.
4:29 ძენი მერარისნი ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლადი მამათა მათთაჲ აღიხილნეთ იგინი.
4:30 ოცდახუთისა წლისაჲთგანი და უზეშთაესი ვიდრე ერგასისა წლადმდე ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ კარავსა მას წამებისასა.
4:31 და ესე არს საცავი აღსაღებელი მათ მიერ ყოვლისავე მისებრ საქმისა მათისა კარავსა მას შინა წამებისა, სუეტისთავნი იგი კარვისანი და მოქლონები იგი და სუეტები იგი და ხარისხები მისი გარდასაბურველი და ხარისხები მათი და სუეტები იგი მათი და საბურველი იგი კარისა მის კარვისაჲ.
4:32 და სუეტები იგი ეზოჲსა მის გარემო და ხარისხები მათი და სუეტნი იგი კრეთსაბმელისა ბჭისა მის ეზოჲსანი და ხარისხები მათი და მანაები მათი და საბლები იგი მათი და ყოველი სამსახურებელი მათი, სახელად-სახელად აღიხილნეთ იგინი და ყოველივე ჭურჭერი საცავი აღსაღებელი მათ მიერ.
4:33 ესე არს სამსახურებელი ძეთა მერარისთაჲ ყოველთა შინა საქმეთა მათთა კარავსა მას წამებისასა ჴელითა ითამარისითა, ძისა აჰრონის მღდელისაჲთა.
4:34 და აღიხილნეს მოსე და აჰრონ და მთავართა მათ ისრაჱლისათა ძენი კაათისნი ტომად-ტომადისაებრ მათისა და სახლისაებრ მამათა მათთაჲსა
4:35 ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასის წლადმდე.
4:36 ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ საქმესა კარვისა წამებისასა და იყო რიცხჳ იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ ორ ათას შჳდასდაერგასის.
4:37 ესე არს აღხილვაჲ ძეთა კაათისთაჲ ყოველი, რომელი ჰმსახურებდა კარავსა მას წამებისსა, ვითარცა აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა ჴელითა მოსესითა.
4:38 და აღიხილნეს ძენი გეთსონისნი ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ.
4:39 ოცდახუთისა წლისაჲთგანნი და უზეშთაესი ვიდრე ერგასის წლადმდე.
4:40 ყოველი, რომელი შევიდოდა მსახურებად და საქმედ საქმესა მას კარვისა წამებისასა. და იყო რიცხჳ იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ სახლად-სახლად მამათა მათთაჲ ორ ათას და ექუსასდაერგასის.
4:41 ესე არს აღხილვაჲ ძეთა გეთსონისთაჲ, ყოველი, რომელი ჰმსახურებდა კარავსა მას წამებისასა, რომელნი აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისაჲთა და ჴელითა მოსესითა.
4:42 აღიხილნეს ტომნიცა ძეთა მერარისთანი გუნდად-გუნდადი მათი და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ.
4:43 ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასის წლადმდე.
4:44 ყოველი, რომელი შევიდოდა მსახურებად საქმესა მას კარვისა წამებისასა. და იყო რიცხჳ იგი მათი ტომად-ტომადისა მათისაჲ და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ სამ ათას და ორას.
4:45 ესე არს აღხილვაჲ ტომისა ძეთა მერარისთაჲ, რომელნი აღიხილნეს მოსე და აჰრონ, სიტყჳთა უფლისათა, ჴელითა მოსესითა.
4:46 ყოველნივე აღხილულნი, რომელნი აღიხილხეს მოსე და აჰრონ
4:47 და მთავართა ისრაჱლისათა ლევიტელნი იგი ტომად-ტომადი მათი და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ.
4:48 ოცდახუთისა წლისაჲთგან და უზეშთაესი ვიდრე ერგასისად წლადმდე, რომელი შევიდოდა საქმესა მას სიწმიდეთასა და საქმესა მას აღსაღებელსა კარვისა მის წამებისასა. და იყუნეს აღხილულნი იგი რვა ათს ხუთასდაოთხმეოც სიტყჳთა უფლისაჲთა. აღიხილნა იგინი მოსე, ჴელითა მოსესითა კაცად-კაცადი საქმესა მათსა ზედა,
4:49 და რომელი აღიღოდიან მათ და აღიხილნეს, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

© 2010, გია შერვაშიძე