18:1 |
და ეტყოდა უფალი და ჰრქუა აჰრონს: შენ და ძენი შენნი და სახლი მამისა შენისაჲ შენ თანა მოიღებდით ცოდვასა წმიდათასა და შენ და ძენი შენნი მოიღებდით ცოდვასა მღდელობისა თქუენისასა. |
18:2 |
და ძმანი შენნი, ტოჰმი ლევისი, გუნდი მამისა შენისაჲ, მიიყვანე თავისა შენისა და შეგიძინედ შენ და ძენი შენნი შენ თანა წინაშე კარავსა მას წამებისა. |
18:3 |
და სცვიდენ საცოსა მას შენსა და საცოსა მას კარვისა საწამებელისასა. გარნა ჭურჭელსა წმიდასა და საკურთხეველსა არა მოუჴდენ, და რათა არა მოწყდენ ესენი |
18:4 |
და თქუენ, და შემოგეძინენ შენ და სცვიდენ საცოსა მას კარვისა საწამებელისასა ყოვლისა მისებრ მსახურებისა მის კარვისაჲსა. და სხუაჲ ნათესავი არა მოვიდეს შენდა. |
18:5 |
და სცევდით საცოსა მას წმიდასა და საცოსა მას საკურთხეველისსა. და არღარა იყოს რისხვაჲ ძეთა ზედა ისრაჱლისათა. |
18:6 |
და მე მოვიყვანენ ძმანი შენნი ლევიტელნი შორის ძეთაგან ისრაჱლისათა, მოცემით მოცემულ არიან უფალსა მსახურებად მსახურებასა მას კარვისა საწამებელისასა. |
18:7 |
შენ და ძეთა შენთა შენ თანა დაიმარხეთ მღდელობაჲ თქუენი ყოვლისაებრ წმიდისა საკურთხეველისა და შინაგან კრეტსაბმელისა და ჰმსახურებდით მსახურებასა მოცემულისა მღდელობისა თქუენისასა. და უცხოთესლი იგი, რომელი შეეხოს მას, მოკუდეს. |
18:8 |
და ეტყოდა უფალი აჰრონს: და, აჰა, ეგერა, მიგეც თქუენ საცავი იგი პირველ ნაყოფთა ჩემთაჲ ყოველთაგან განწმედილთა ჩემდამო ძეთაგან ისრაჱლისათა, შენ მიგეც იგი სიბერედ და ძეთა შენთა შემდგომად შენსა შჯულად საუკუნოდ. |
18:9 |
და ესე იყოს თქვენდა განწმედილთაგან წმიდათა ნაყოფთა ყოველთაგან შესაწირავთა მათთა და ყოველთაგან მსხუერპლთა მათთა, და ყოვლისაგან ბრალისა მათისა და ყოვლისაგან ცოდვისა მათისა, რაოდენ მომცენ მე, ყოველთაგანი სიწმიდეთაჲ შენდა იყოს და ძეთა შენთა. |
18:10 |
წმიდათა შინა წმიდათასა ჰჭამდეთ მას. ყოველმან წულმან ჭამოს იგი, შენ და ძეთა შენთა. წმიდა იყოს ესე შენდა. |
18:11 |
და ესე იყოს თქუენდა ნაყოფად მიცემულთა მათთა ყოველთაგან დასადებელთა ძეთა ისრაჱლისათა. შენ მიგეც იგი და ძეთა შენთა და ასულთა შენთა შემდგომად შენსა შჯულად საუკუნოდ. ყოველი წმიდაჲ სახლსა შინა შენსა ჭამდეს მას. |
18:12 |
და ყოველი შესაწირავი ზეთისაჲ და ყოველი შესაწირავი ღჳნისაჲ და შესაწირავი იფქლისაჲ, რაოდენიცა მოსცენ უფალსა, შენ მიგეც იგი. |
18:13 |
პირველი ნაყოფი ყოველი, რაოდენიცა იყოს ქუეყანასა მათსა, რაოდენი მოართუან უფალსა, შენდა იყოს, ყოველი წმიდაჲ სახლსა შინა შენსა ჭამდეს მას. |
18:14 |
ყოველივე შეწირული ძეთა ისრაჱლისათაჲ შენდა იყოს. |
18:15 |
და ყოველმან, რომელმან გააღოს საშოჲ ყოვლისაგან ჴორციელისამან, რომელი მოართუან უფალსა კაცითგან ვიდრე პირუტყუადმდე, შენდა იყოს, არამედ ჴსნით იჴსნე ყოველი პირმშოჲ კაცთაჲ და ყოველი პირმშოჲ პირუტყუთა არაწმიდათაჲ იჴსნე. |
18:16 |
და ჴსნაჲ მისი - თთჳთგანი. და სასყიდელი მისი ხუთი სიკილაჲ სიკილითა მით წმიდითა ოცი დანგი არს. |
18:17 |
გარნა პირმშოჲ ზროხათაჲ და პირმშოჲ ცხოვართაჲ და თხათაჲ არა იჴსნე, რამეთუ წმიდა არიან და სისხლი მათი მოაპკურო გარემო საკურთხეველსა სულად სულნელად უფლისა. |
18:18 |
და ჴორცი იგი იყოს შენდა და მკერდი იგი დასადებელი და მჴარი მარჯუენე შენდა იყოს. |
18:19 |
ყოველი შესაწირავი წმიდათაგანი, რაოდენი შეწირონ ძეთა ისრაჱლისათა უფლისა, შენ მიგეც იგი, ძეთა შენთა და ასულთა შენთა, შენ თანა შჯულად საუკუნოდ აღნათქუემად მარილისა საუკუნისა არს წინაშე უფლისა, შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა. |
18:20 |
და ეტყოდა უფალი აჰრონს: ქუეყანაჲ მათი არა დაიმკჳდრო და ნაწილი არა იყოს მათ შორის შენი, რამეთუ ნაწილი შენი და სამკჳდრებელი შენი შორის ძეთა ისრაჱლისათა და ძეთა ლევისთა. |
18:21 |
აჰა, ეგერა, მივეც ყოველი ათეული ძეთა ისრაჱლისათაჲ ნაწილად მსახურებისა მათისა წილ, რომელსა იგინი ჰმსახურებდენ კარავსა მას წამებისსა. |
18:22 |
და არღარა მოუჴდენ მსახურებად ძენი ისრაჱლისანი კარავსა მას წამებისასა მიღებად ცოდვისა მაკუდინებელისა. |
18:23 |
და ჰმსახურებდეს ლევიტელი იგი მსახურებასა მას კარვისა საწამებელისასა და მათ მოიხუნენ ცოდვანი მათნი შჯულად საუკუნოდ ნათესავსა მათსა შორის ძეთა ისრაჱლისათა, არა დაიმკჳდროს სამკჳდრებელი. |
18:24 |
რამეთუ ათეული ძეთა ისრაჱლისათაჲ, რაოდენ-რაჲ განუჩემონ უფალსა, განჩემებული იგი მივეც ლევიტელთა სამკჳდრებელად. ამისთჳს ვარქუ მათ: შორის ძეთა ისრაჱლისათა არა დაიმკჳდრონ სამკჳდრებელი. |
18:25 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
18:26 |
და ლევიტელთა მათ ეტყოდე და არქუ: უკუეთუ მოიღოთ ძეთაგან ისრაჱლისათა ათეული, რომელი მიგეც თქუენ მათგან ნაწილად და აღიღეთ თქუენცა მისგან შესაწირავი უფლისა ათეული ათეულისაგან. |
18:27 |
და შეგერაცხოს თქვენ შესაწირავი იგი თქუენი, ვითარცა იფქლი კალოჲსაგან და ვითარცა შესაწირავი საწნახელისაჲ. |
18:28 |
ეგრეთ შესწირით თქუენცა შესაწირავთაგან უფლისათა ყოველთაგან ათეულთა თქუენთა, რაოდენი მოიღოთ ძეთაგან ისრაჱლისათა და მიეცით მისგანი შესაწირავად უფლისა აჰრონს მღდელსა. |
18:30 |
ყოველთაგან მოცემულთა თქუენდა შესწირეთ შესაწირავად უფლისა ყოველთაგან ნაყოფთა განწმედილთა მათგან. |
18:31 |
და არქუ მათ, რაჟამს შესწირვიდეთ პირველ ნაყოფსა მისგან და შეერაცხოს ლევიტელთა მათ, ვითარცა ნაყოფი კალოჲსაჲ და საწნახელისაჲ. |
18:32 |
და ჰსჭამდეთ მას ყოველსა ადგილსა თქუენ და სახლეულნი თქუენნი, რამეთუ სასყიდელ თქუენდა ესე იყოს მსახურებათა მათ თქუენთა წილ კარავსა მას წამებისასა. |
18:33 |
და არა მოიღოთ ცოდვაჲ მისთჳს, ოდეს შესწიროდით პირველი ნაყოფისა მისგან და სიწმიდე იგი ძეთა ისრაჱლისთაჲ არა შეაგინოთ, რათა არა მოსწყდეთ. |