კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« რიცხვთა »
რიცხვთა 1
რიცხვთა 2
რიცხვთა 3
რიცხვთა 4
რიცხვთა 5
რიცხვთა 6
რიცხვთა 7
რიცხვთა 8
რიცხვთა 9
რიცხვთა 10
რიცხვთა 11
რიცხვთა 12
რიცხვთა 13
რიცხვთა 14
რიცხვთა 15
რიცხვთა 16
რიცხვთა 17
რიცხვთა 18
რიცხვთა 19
რიცხვთა 20
რიცხვთა 21
რიცხვთა 22
რიცხვთა 23
რიცხვთა 24
რიცხვთა 25
რიცხვთა 26
რიცხვთა 27
რიცხვთა 28
რიცხვთა 29
რიცხვთა 30
რიცხვთა 31
რიცხვთა 32
რიცხვთა 33
რიცხვთა 34
რიცხვთა 35
რიცხვთა 36

« რიცხვთა 23 [BIB - xx] »
23:1 და ჰრქუა ბალამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი და დამიმზადე მე აქა შჳდი ზუარაკი და შჳდი ვერძი.
23:2 და ყო ეგრე ბალაკ, ვითარცა ჰრქუა მას ბალაამ, და შეწირა ზურაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
23:3 და ჰრქუა ბალაამ ბალააკს. დადეგ მსხუერპსა ზედა შენსა და წარვიდე. გამო-ძი-მე-ცხადოს მე ღმერთი შემთხუევით და სიტყუაჲ, რომელ გამოაჩინოს, გითხრა შენ. და დადგა ბალაკ შესაწირავსა ზედა მისსა და ბალაამ მივიდა კითხვად ღმრთისა და მივიდა მართლ.
23:4 და გამოეცხადა ღმერთი ბალაამს და ჰრქუა მას ბალაამ: შჳდნი ბომონნი დამიმზადებიან და შემიწირავს ზუარაკი და ვერძი ბომონსა ზედა.
23:5 და მოსცა ღმერთმან სიტყუაჲ პირსა ბალაამისსა და ჰრქუა: მიიქეც ბალააკისსა და ესრე თქუ.
23:6 და მოიქცა მისა, ხოლო იგი დგა მრგულიად დასაწველთა ზედა მისთა და ყოველნი მთავარნი მოაბისანი მის თანა.
23:7 და იყო სული ღმრთისა მის თანა და აღიღო იგავი იგი თჳსი და თქუა: შუვამდინარით მომხადა მე ბალაკ, მეფემან მოაბისამან, მთათაგან აღმოსავალთაჲთ და თქუა: მოვედ და სწყევე იაკობი, და მოვედ და წყევე ისრაჱლი.
23:8 რაჲ ვსწყევო, რომელსა არა სწყევე უფალი, ანუ რათა დავწყეო, რომელ არა უწყევიეს ღმერთსა?
23:9 არამედ თავთაგან მთათაჲსა ვიხილო იგი და ბორცუთაგან განვიცადო იგი. აჰა, ესერა, ერი მარტოჲ დაეშენოს და შორის წარმართთა არა შეირაცხოს.
23:10 ვინ გამოიძია ნათესავი იაკობისი და ვინ აღრაცხოს დასები ისრაჱლისაჲ. მოკუედინ სული ჩემი სულთა თანა მართალთა. და იყავნ ნათესავი ჩემი ვითარცა ნათესავი ამათი.
23:11 და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: რაჲ მიყავ მე ესე? წყევად მტერთა ჩემთა მოგხადე შენ და, აჰა, ესვრა, აკურთხე კურთხევით?
23:12 და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: არა ვთქუა, ვითარმედ რომელი მომცეს ღმერთმან პირსა ჩემსა, ამას ვეკრძალო სიტყუად?
23:13 და ჰრქუა მას ბალაკ: მოვედ მერმეცა ჩემ თანა ადგილსა სხუასა, ვინაჲ არა იხილო იგი მიერ, არამედ მცირედი რაჲმე მისი იხილო. ხოლო ყოველი არა იხილო და დაწყევე იგი მიერ.
23:14 და წარიყვანა იგი აგარაკით ებგურთაჲთ თავად გამოთლილისად. და აღქმნნა მუნ შჳდნი ბომონნი და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.
23:15 და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: დადეგ მსხუერპლსა ამას ზედა შენსა და მე მივიდე კითხვად ღმრთისა.
23:16 და შეემთხჳა ღმერთი ბალაამს და მოსცა სიტყუაჲ პირსა მისსა და ჰრქუა: მიიქეც ბალააკისა და ესრე თქუა.
23:17 და მოიქცა მისა, სადა-იგი დგა მრგუალიად დასაწველსა ზედა მისსა და ყოველნი მთავარნი მის თანა და ჰრქუა მას ბალაკ: რაჲ გრქუა უფალმან?
23:18 და აღიღო იგავი იგი თჳსი და ჰრქუა: აღდეგ, ბალაკ, და ისმინე, ყურად-იღე მოწამემან ძემან სეფორისმან.
23:19 არა თუ ვითარცა კაცი არს ღმერთი განღჳძებად და არცა ვითარცა ძე კაცისაჲ რიცხვად. შენ სთქუ: არა ყოს, თქჳს და არა დაადგრის.
23:20 აჰა. ესერა, კურთხევად მიწყიეს, ვაკურთხო და არა მოვაქციო.
23:21 არა იყოს შრომაჲ შორის იაკობსა, არცა იხილო სალმობაჲ შორის ისრაჱლსა. უფალი ღმერთი მისი მის თანა და დიდებულნი მთავართანი შორის მისსა.
23:22 ღმერთი არს, რომელმან გამოიყვანნა იგინი ეგჳპტით, ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ მის.
23:23 რამეთუ არა არს ზმნა შორის იაკობსა, არცა მისნობა შორის ისრაჱლსა. ჟამად-ჟამად ეთხრას იაკობსა და ისრაჱლსა, რაჲცა ქმნას ღმერთმან.
23:24 აჰა, ესერა, მან, ვითარცა ლეკუმან ლომისამან, განიღჳძოს და ვითარცა ლომი იბედღუენდეს, არა დაიძინოს ვიდრემდის არა ჭამოს ნადირი და სისხლი წყლულთაჲ სუას.
23:25 და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: ნუცა წყევით სწყევ მას, ნუცა კურთხევით აკურთხევ.
23:26 და მიუგო ბალამ და ჰრქუა ბალაკს: არა გეტყოდე შენ და გარქუ, ვითარმედ: სიტყუაჲ, რომელი მრქუას ღმერთმან, ესე ვყო.
23:27 და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: მოვედ და მიგიყვანო შენ ადგილსა სხუასა, სთნდეს ხოლო თუ ღმერასა, და დაწყევე იგი მიერ.
23:28 და წარიყვანა ბალაკ ბალაამი თავსა ზედა ფუგორისასა, რომელ მიაწევს უდაბნოდ.
23:29 და ჰრქუა ბალაამ ბალააკს: მიქმნენ მე აქა შჳდნი ბომონნი და დამიმზადე მე აქა შჳდ ზუარაკი და ვერძი.
23:30 და ყო ბალაკ, ვითარცა ჰრქუა მას ბალამ, და შეწირა ზუარაკი და ვერძი ბომონსა მას ზედა.

© 2010, გია შერვაშიძე