10:1 |
და ვშურები სულითა ჩემითა, იწროებით აღმოუტევნე მის ზედა სიტყუანი ჩემნი, ვიტყოდი სიმწარითა სულისა ჩემისათა ურვით. |
10:2 |
და ვჰრქუა უფალსა: ნუ უღმრთოებასა მასწავებ მე, და რასათჳს ესრეთ დამსაჯე მე? |
10:3 |
ანუ კეთილ არს შენდა, უკუეთუ შეგცოდო, რამეთუ განიშორე ქმნილი ჴელთა შენთა და ზრახვასა უღმრთოთასა მოჰხედე. |
10:4 |
ანუ ვითარცა კაცი ხედავნ, ეგრე ხედავ შენ, ანუ კაცისა ხილვისაებრ იხილო შენ, ანუ ცხოვრებაჲ შენი კაცობრივი არს, |
10:5 |
ანუ წელნი შენნი კაცისანი, |
10:6 |
რამეთუ გამოიძიენ უსჯულოებანი ჩემნი და ცოდვანი ჩემნი გამოიკულიენ. |
10:7 |
ვიცი, რამეთუ არა უღმრთო ვიქმენ, არამედ ვინმე არს, რომელმან ჴელთაგან შენთა განმარინოს მე. |
10:8 |
ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე და ამისსა შემდგომად მიმაქციე და დამეც მე. |
10:9 |
მოიჴსენე, რამეთუ თიჴაჲ დამბადე მე და მერმე კუალად მიწადვე მიმაქცევ მე. |
10:10 |
ანუ არა ვითარცა სძე, მომწუელე მე? და შემყავ მე, ვითარცა ხაჭუაჲ, |
10:11 |
ტყავი და ჴორცი შემმოსე მე, ძუალითა და ძარღჳთა შემამაგრე მე. |
10:12 |
ცხორებაჲ და წყალობაჲ დასდევ ჩემ ზედა და მოღუაწებაჲ შენი სცვიდა სულსა ჩემსა. |
10:13 |
ესე მაქუს შენ მიერ და ვიცი, რამეთუ ყოველივე, რომელ გიც, და უძლურებაჲ არარაჲ არს შენ თანა. |
10:14 |
დაღათუ ვცოდე, და-ვე-მიცევ მე და უსჯულოებისაგან არა უბრალომყავ მე. |
10:15 |
უკუეთუ უღმრთო ვიქმნე, ვაჲ მე. დაღათუ მართალ ვიყო, ეგრეცა ვერვე ძალ-მიც მე აღხილვად, რამეთუ სავსე ვარ გინებითა. |
10:16 |
და მონადირებულ ვარ, ვითარცა ლომი კლვად, და მიმაქცევ და კუალად ბოროტად მტანჯავ მე. |
10:17 |
და განაახლებ ჩემ ზედა განკითხვათა ჩემთა, და რისხვითა დიდითა მრისხავ მე და მოაწიენ ჩემ ზედა განსაცდელნი. |
10:18 |
ანუ რაჲსათჳს მუცლითვე დედისა ჩემისათ გამომიყვანე მე და მუნვე არა მოვკუედი მე, თუალმანცა არა მიხილა მე? |
10:19 |
და ვითარცა არაყოფილიმცა შევიქმენ, ანუ რაჲსათჳს საშოთვე საფლავად არა მივიქეც? |
10:20 |
ანუ არა მცირედ არს ჟამი ცხორებისა ჩემისა? მაცადე მე და განვისუენო მცირედ, |
10:21 |
ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, ვინაჲ არღა მოქცევად ვარ ქუეყანად ბნელისა, |
10:22 |
ქუეყანასა უკუნსა საუკუნისასა, და არა არს ნათელი, არცა ხილვად ცხორებაჲ კაცთაჲ. |