41:1 |
ანუ არა ჰგონებ, რამეთუ განმზადებულ არს ჩემდა? ვინმე უკუე არ წინაადმდგომ? ანუ ვინ წინააღმიდგეს მე და დამითმოს? |
41:2 |
რამეთუ ყოველივე ცასა ქუეშე ჩემი არს? |
41:3 |
არა დავდუმნე მისთჳს, და სიტყუამან ძლიერებისამან შეიწყალოს სწორი მათი. |
41:4 |
ვინმე გამოაცხადოს პირი შემოსილებისა მისისაჲ? და შეწებულთა მკერდისა მისისათა ვინმე შევიდეს? |
41:5 |
ანუ ბჭენი პირისა მისისანი ვინმე განახუნეს? გარემო კბილთა მისთა შიში. |
41:6 |
ნაწლევნი მისი ასპიდი რვალისანი ნაწევარი მისი, ვითარცა მყარი ლოდი. |
41:7 |
ერთი ერთსა შეყოფილ, სული ვერ განვიდეს მას. კაცი ძმასა თჳსსა შეეყოს. |
41:8 |
შეეყუნენ და არა განაშორნენ. |
41:9 |
კცენასა მისსა გამოჰკრთებიან ნათელნი, ხოლო თუალნი მისნი, ვითარცა ხილთაჲ მთიებისაჲ. |
41:10 |
პირისა მისისაგან გამოვლენ ლამპარნი მგზებარენი, და გამოსცჳვიან შანთნი ცეცხლისანი. |
41:11 |
ცხჳრთა მისთაგან გამოვალს საჴმილი აღგზებული ცეცხლისა ნაკუერცხალისაჲ. |
41:12 |
სული მისი ნაკუერცხალ არს. ალი პირისა მისისაგან გამოვალს. |
41:13 |
ქედსა მისსა ზედა დადგრომილ არს ძალი, წინაშე მისსა რბინ წარსაწყმედელი. |
41:14 |
ჴორცნი გუამისა მისისანი შეყოფილ არიან, წარმო-თუ-ეცეს მის ზედა დარღუნაჲ. |
41:15 |
არა შეიძრნენ, გული მისი დამყარებულ არს, ვითარცა ლოდი და ჰგიეს იგი, ვითარცა გურდემლი განუჭედელი. |
41:16 |
გარემოქცევასა მისსა შიში მჴეცთა ოთხფერჴთაჲ, ქუეყანასა მავალთაჲ. |
41:17 |
უკუეთუ შეემთხჳნენ მას ლახუარნი, რაჲ უყონ მას |
41:18 |
სათხედი და თორნი? (!) შეურაცხიეს მას რკინაჲ გზედ, ხოლო რვალი ვითარცა ძელი. |
41:19 |
ვერ მოწყლას იგი მშჳლდმან რვალისამან, შეურაცხიეს მას კლდეთაგან ქვაჲ თივად. |
41:20 |
და ვითარცა ლერწამი შეურაცხია მას ურონი. ეკითხევნ იგი ძრვასა ცეცხლშემოსილსა. |
41:21 |
სარეცელნი მისნი, ისრისპირნი, მახჳლნი და ყოველნი ოქრონი ზღჳსა მის ქუეშე, ვითარცა თიჴა ურიცხჳ. |
41:22 |
აღადუღის უფსკრული, ვითარცა ქუაბი. შეურაცხიეს ზღუაჲ საცხებელად ოდენ. |
41:23 |
ხოლო ტარტაროსი უფსკულისაჲ, ვითარცა ტყვე, შერაცხა უფსკრული სამოთხველად. |
41:24 |
და არარაჲ არს არცაღა ერთ მსგავსი მისი ქუეყანასა ზედა. და შექმნილ არს იგი სამღერელად ანგელოზთა ჩემთათჳს. |
41:25 |
ყოველსა მაღალსა ხედავს, და იგი არს მეუფე ყოველთა, რაჲ არიან წყალთა შინა. |