4:1 |
მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა: |
4:2 |
ნუუკუე მრავალგზის თქმულ არიან შენდამი? შრომით ძალსა მაგას სიტყუათა შენთასა ვინ დაუთმოს? |
4:3 |
დაღათუ შენ განსწავლენ მრავალნი და ჴელსა უძლურთასა ნუგეშინის-გეცა. |
4:4 |
და სნეულნი აღგედგინნეს და მუჴლთა უძლურთასა კადნიერებაჲ გეცა. |
4:5 |
აწმცა მოწევნულ არს შენ ზედა სალმობაჲ. და შეგეხო შენ, ხოლო შენ ისწრაფე! |
4:6 |
ანუ არა აწ შიში ეგე შენი არს უგუნურებით და სასოებაჲ შენი და უკეთურებაჲ გზათა შენთა? |
4:7 |
აწ მოიჴსენე: ვინმე წმიდა იყო და წარწყმდა, ანუ ოდეს სადა ჭეშმარიტნი ძირითურთ აღიფხურნეს, |
4:8 |
ვითარცასახედ ვიხილენ, რომელნი-იგი უჯეროსა ჴნვიდეს, ხოლო რომელნი სთესვენ მას, სალმობაჲ მოიმკონ. |
4:9 |
ბრძანებითა ღმრთისაჲთა წარწყმდენ და სულითა რისხვისა მისისათა განირყუნეს. |
4:10 |
ძალი ლომისაჲ და ჴმაჲ ლომისა ძუვისაჲ, ზახებაჲ ვეშაპთაჲ დაშრტა. |
4:11 |
ჯინჭველლომი მოისპო, რამეთუ არა იყო მისა საზრდელ. ლეკუთა ლომისათა დაუტევეს ერთმანერთი. |
4:12 |
უკუეთუმცა სიტყუაჲ რაჲმე ჭეშმარიტი ყოფილ იყო თქმულთა შინა შენთა, არამცა რაჲ ბოროტი შემთხუეულ იყო შენდა. აწ არა ნუ უფალი არს, რომელმან ასწავის გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ. |
4:13 |
შიშითა და ოხრითა ღამისათა დაეცის შიში კაცთა ზედა. |
4:14 |
ზარი შემემთხჳა მე და შიში და დიდად ძუალნი ჩემნი შეაძრწუნნეს |
4:15 |
და სული პირად ჩემდა მოიწია. შეძრწუნდეს თმანი ჩემნი და ჴორცნი. |
4:16 |
და აღვდეგ და არა ვიცან თავი ჩემი. ვიხილე და არა იყო ხატი წინაშე თუალთა ჩემთა, არამედ ნიავი და ჴმაჲ ხოლო მესმოდა. |
4:17 |
აწ რაჲ? ნუუკუე წმიდა სადამე იყოს კაცი წინაშე უფლისა, ანუ საქმეთა თჳსთაგან უბიწო იყოს კაცი? |
4:18 |
ანუ მონათა თჳსთა არამე არწმუნოს და ანგელოზთათჳს დრკუდ რამე განიზრახა? |
4:19 |
ხოლო დამკჳდრებულნი იგი სახლსა შინა თიჴისასა, რომელნი-ესე მისვე თიჴისაგანნი ვართ, რავდენ დასცნა იგინი მღილისსახედ. |
4:20 |
და განთიადითგან მწუხრადმდე არღარა არიან, |
4:21 |
რამეთუ ვერ ეძლო მათ თავთა თჳსთა შეწევნად და წარწყმდეს. |
4:22 |
მოჰბერა მათ ზედა და განჴმეს და წარწყმდეს, რამეთუ არა აქუნდა მათ სიბრძნე. |