2:1 |
და იყო დღე ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე უფლისა. და ეშმაკი შორის მათსა წარდგომად წინაშე უფლისა. |
2:2 |
და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინა მოხუალ შენ? მაშინ თქუა ეშმაკმან წინაშე უფლისა: გამივლიეს ცასა ქუეშე და მომიხილავს ყოვლითურთ და აწ შენ წინაშე ვარ. |
2:3 |
ჰრქუა მას უფალმან: იხილე სამე აწ მსახური ჩემი იობ, რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბიწო, ჭეშმარიტ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მერმე აქუსღავე უმანკოებაჲ, ხოლო შენ სთქუ მონაგები მისი ცუდად წარწყმედად. |
2:4 |
მიუგო ეშმაკმან და ჰრქუა უფალსა: ტყავი ტყავისა წილ და რავდენი-რაჲ არს კაცისა, სულისა თჳსისათჳს მიუზღვის. |
2:5 |
ხოლო აწ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ძუალთა მისთა, უკუეთუ განმარტებულად თაყუანის-გცეს, გინა თუ გაკურთხევდეს შენ. |
2:6 |
და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ესერა, მოგცემ შენ, გარნა სულსა მისსა ერიდე. |
2:7 |
და გამოვიდა ეშმაკი იგი უფლისაგან და დასდვა იობს წყლულებაჲ ბოროტი ფერჴითგან ვიდრე თავადმდე და შეჭურა იგი ფაქლითა. |
2:8 |
და მოიღო იობ კეცი, რათა წუთხსა იხუეტდეს. და დაჯდა იგი სკორესა ზედა გარეშე ქალაქსა. და ვითარცა ჟამი მრავალი წარჴდა, |
2:9 |
ჰრქუა მას ცოლმან მისმან: ვიდრე დაგითმენიეს და იტყჳ, აჰა ესერა, მოველი ჟამსა მცირედღა და მოიწიოს სასოებაჲ მაცხოვარებისა ჩემისაჲ? აჰა ესერა, წარწყმდა საჴსენებელი შენი ქუეყანით, ძენი და ასულნი იგი მუცლისა ჩემისანი, ტკივილნი ჩემნი და სალმობანი, რომელთათჳს ცუდად დავშუერ რუდუნებითა შენ, ეგერა, თჳთ მყრალობასა მატლთასა ჰზი და ღამეთა ათევ ჰაერთა ქუეშე. მე, შეცთომილი მსახური შენი, ადგილითი ადგილად და სახლითი სახლად მოველოდი მზესა, ოდესმე დაჰჴდეს, რათა განვისუენო შრომათა ჩემთაგან და სალმობათა, რომელთა მოუცავ, არამედ აწ თქუ ნურაჲ სიტყუა უფლისა მიმართ და მოჰკუდე. |
2:10 |
ხოლო იობ მიჰხედა მას და ჰრქუა: რაჲსათჳს ვითარცა ერთი უგუნურთაგანი დედათასა იტყჳ? უკუეთუ კეთილი იგი მოვიღეთ ჴელისაგან უფლისა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა? ამას ყოველსა ზედა რავდენი შეემთხჳა მას, არა რაჲ ცოდა იობ ბაგითა თჳსითა წინაშე უფლისა. |
2:11 |
და ვითარცა ესმა სამთა მათ მეგობართა მისთა ყოველი ესე ბოროტი, რომელი მოიწია მის ზედა, მოვიდეს კაცად-კაცადი სოფლისაგან თჳსისა ხილვად, რაჲ-იგი შეემთხჳა მას. ელიფას, თემანელთა მეფე, ბალდას, სავქელთა მთავარი, სოფარ, მინეველთა მეფე. და მოვიდეს მისა ერთბამად ნუგეშინისცემად და ხილვად მისა. |
2:12 |
ვითარცა იხილეს შორით, ვერ იცნეს იგი და ღაღად-ყვეს ჴმითა მაღლითა და ტიროდეს. და გარდაიპო კაცად-კაცადმან სამოსელი თჳსი და მიწა გარდაისხეს თავსა. |
2:13 |
და დასხდეს მის თანა შჳდ დღე და არავინ მათგანი იტყოდა არას, რამეთუ ხედვიდეს წყლულებასა მისსა ბოროტსა და დიდსა ფრიად |