17:1 |
მოვისპები მე სულითა მიმოტაცებულითა, ვევედრები დაფლვად და ვერ მივემთხუევი. |
17:2 |
ვიურვი და დავშრები და რაჲ ვყო, რამეთუ მიმპარეს მონაგები ჩემი უცხოთა. |
17:3 |
ვინ არს ესე? ჴელი მომეცინ მე! |
17:4 |
რამეთუ გული მათი დამალეს გონიერებისაგან, ამისთჳს არა აღამაღლნე იგინი? |
17:5 |
ნაწილი მიუთხრას უკეთურებისა. თუალნი მისნი ძეთა მისთა ზედა დადნეს. |
17:6 |
დამდევ მე სასიტყუელად თესლებსა შორის და საცინელ მათდა ვიქმენ. |
17:7 |
დაბრმობილ არიან რისხვისაგან თუალნი ჩემნი, მოცვულ ვარ მე დიდძალად ყოველთა მიერ. |
17:8 |
უკჳრდინ ჭეშმარიტთა ამათ ზედა და მართალი უსჯულოსა ზედა აღდეგინ! |
17:9 |
აქუნდინ მორწმუნესა გზაჲ თჳსი და წმიდამან ჴელითა მოიღენ ნუგეშინის-ცემაჲ. |
17:10 |
არა ეგრე, არამედ ყოველნი ჰჴდებოდეთ და მოვედით, რამეთუ არა ვპოებ თქუენ თანა ჭეშმარიტებასა. |
17:11 |
დღენი ჩემნი წარჴდეს მყრალობასა შინა და განსთქდა აპკაჲ გულისა ჩემისაჲ. |
17:12 |
ღამე იგი დღედ დავდევ; ნათელი ახლოს არს პირსა წინაშე ბნელისასა. |
17:13 |
და-ღა-თუ-ვითმინო, ჯოჯოხეთივე არს სახლ ჩემდა და წყუდიადსა შინა დარეცილ არს სარეცელი ჩემი. |
17:14 |
სიკუდილსა ვხადე მამად ჩემდა და დედად და დად ჩემდა საძაგელებასა. |
17:15 |
სადა უკუე არს სასოებაჲ ჩემი? ანუ კეთილი ჩემი ოდესმე ვიხილო? |
17:16 |
ანუ ჩემ თანა ჯოჯოხეთად შთავიდენ, გინა თუ ერთბამად მიწად დაჰჴდეთ |