14:1 |
რამეთუ კაცი ნაშობი დედათაჲ, მცირედ ცხორებული და სავსე რისხვითა, |
14:2 |
გინა თუ ვითარცა ყუავილითა ყუავინ და დასცჳვის, წარჴდა, ვითარცა აჩრდილი. |
14:3 |
ანუ არა მისთჳსცა სიტყუაჲვე ჰყავ და ესე შეიყვანე წინაშე სასჯელსა შენსა? |
14:4 |
ვინმე უკუე წმიდაჲ იყოს მწინკულევანებისაგან? არამედ არავინ, დაღათუ ერთ დღე იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა. |
14:5 |
და აღრაცხილ თთუენი მისნი მის მიერ, ჟამადმდე დასდევ და არა გარდაჴდეს. |
14:6 |
განეშორე მისგან, რათა დაყუდნეს და სათნო იყოს ცხორებაჲ თჳსი ვითარცა მორეწემან, |
14:7 |
რამეთუ არს ხისა სასოება, უკუეთუ მოიკუეთის, კუალად აღმოსცენდის და მორჩი მისი არა მოაკლდეს. |
14:8 |
და-ღა-თუ-ბერდეს ქუეყანასა ზედა ძირი მისი და კლდესა ზედა დაეცეს ძირი იგი მისი, |
14:9 |
სულისაგან წყლისა ყუაოდისვე და ყოს ფურცელი, ვითარცა ახალნერგმან. |
14:10 |
ხოლო კაციღა აღესრულა, წარჴდა, დაეცა კაცი და არღა რა იყოს, |
14:11 |
რამეთუ ჟამით მოაკლდების ზღუასა, ხოლო მდინარეღა განირყუნა, განჴმა. |
14:12 |
კაცმან რაჲ დაიძინა, არღარა აღდგეს, ცაჲ იყოსღა, არა შეიმოსოს და არცა განიღჳძონ ძილისაგან მათისა, |
14:13 |
უკუეთუმცა ჯოჯოხეთს შიდა დამმარხე და დამფარე მე, ვიდრემდე წარჴდეს რისხვაჲ შენი და განმიჩინო მე ჟამი, ოდეს მოჴსენებაჲ ჩემი ჰყო, |
14:14 |
უკუეთუ მოკუდეს კაცი, ცხონდა, რამეთუ აღასრულნა დღენი ცხორებისა მისისანი, დავითმინო ვიდრემდე კუალად ვიშვე. |
14:15 |
და მერმე მიწოდე და მე ვისმინო შენი და ქმნილსა ჴელთა შენთასა ნუ განაშორებ, |
14:16 |
რამეთუ აღრაცხენ გზანი ჩემნი და არარაჲ დაგავიწყდა შენ ცოდვათა ჩემთაგანი. |
14:17 |
დაჰბეჭდდე უშჯულოებათა ჩემთა ვაშკარანსა შიდა და დაისწავენ იგინი, რომელნი უნებლებით გარდაჰჴდეს. |
14:18 |
ხოლო მთაჲ დაცემით დაეცეს და კლდე დაძუელდეს ადგილით თჳსით. |
14:19 |
ლოდნი მოაწრფელნეს წყალთა და წარღუნეს წყალთა ვრცელთა მიწაჲ ქუეყანისაჲ და მოთმინებაჲ კაცისაჲ წარსწყმიდე. |
14:20 |
აჭენე მას სრულიად და წარწყმდა, მიაქციე მას პირი შენი და განავლინე. |
14:21 |
გან-ღა-თუ-მრავლდეს ძენი მისნი, არავე იცის, გინა თუ შემცირდეს, ეგრეცა არავე უწყის, |
14:22 |
ეგრეცა ჴორცნი მისნი ელმოდეს, ხოლო სული მისი ეგლოვდა. |