18:1 |
მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა: |
18:2 |
ვიდრემდე არა დასცხრები? დადუმენ, რათა ჩუენცა ვიტყოდით: |
18:3 |
რაჲსა ვითარცა პირუტყუნი დადუმებულ ვართ შენ წინაშე? |
18:4 |
და გიჴმევიეს შენ რისხვაჲ! აწ რაჲ? უკუეთუ შენ მოჰკუდე, უშენი დაშთესა ცასა ქუეშე, ანუ დაიქცენ მთანი საფუძვლითურთ? |
18:5 |
და ნათელი უღმრთოთა დაშრტეს, ანუ არა შეემთხჳოს მათ. |
18:6 |
ნათელი მათი ბნელად გარდაიქცეს საყოფელსა მათსა, ხოლო ნათელი იმათი დაშრტეს მათ ზედა. |
18:7 |
წარიღეთ უმწემესთა ნაყოფი მათი; ცთომილ იყუნედ ზრახვანი მათნი. |
18:8 |
შევრდომილ არს ფერჴი მათი საბრჴესა და მახესა წარეგრაგნენ. |
18:9 |
მოვიდენ საბრჴენი მის ზედა, განძლიერდედ მის ზედა წყურილნი; დარწყულ არს ქუეყანასა ზედა საბელი მისი ალაგთა ზედა. |
18:11 |
გარემოადგედ მას სალმობანი მრავალნი, საბრჴე მოიწიოს მის ზედა. |
18:12 |
მიეცეს იწროსა სიყმილსა, დაცემაჲ განმზადებულ არს მის ზედა განსაკჳრვებელი, შეიჭამოს ძალი ფერჴთა მისთა. |
18:13 |
შეიჭამნედ წყჳლნი, განლიენ შუენიერებაჲ მისი სიკუდილმან. |
18:14 |
განეშორენ საყოფელთა მისთა განკურნებაჲ, შეემთხჳენ მას ჭირი და ბრალი სამეუფოჲ. |
18:15 |
დაიმკჳდროს საყოფელსა მისსა ღამემან, დაეთესნედ შუენიერნი წუნწუბით. |
18:16 |
და ქუეშე კერძო ძირნი მისნი განჴმელ და ზედა კერძო ნაყოფი მისი დასცჳვეს. |
18:17 |
საჴსენებელი მისი წარწყმდინ ქუეყანით და არა იყოს სახელი მისი პირსა წინაშე სხუათაგან. |
18:18 |
ეჭენენ მას სანთლისაგან ბნელად და არა იყოს საცნაურ ერსა შორის მისსა. |
18:19 |
და არცა განრინებულ ცასა ქუეშე სახლი მისი, არამედ მისთა მათ შინა ცხონდებოდიან უცხონი. |
18:20 |
მის ზედა სულთ-ითქუმიდეს უკანასკნელი, ხოლო პირველთა მათ უკჳრდა. |
18:21 |
ესენი არიან სახლნი ცრუთანი და ესე არს ადგილი მათი, რომელთა არა იციან უფალი. |