3:1 |
და ამისა შემდგომად აღაღო იობ პირი თჳსი და სწყევდა დღეთა თჳსთა |
3:2 |
და თქუა: |
3:3 |
წარწყმდინ დღე იგი, რომელსა მე ვიშევ და ღამე იგი, რომელსა თქუეს, ვითარმედ: წული არს. |
3:4 |
ღამე იგი იყავნ ბნელ და ნუ გამოიძიოს უფალმან ზეგარდამო, ნუცა მოვალნ მას ზედა ნათელი. |
3:5 |
და იპყარნ იგი ბნელმან და აჩრდილმან სიკუდილისამან. და მოვიდეს მას ზედა ნისლი და წყევა დღისა და ღამემან მოაწიოს ბნელი. |
3:6 |
ნუ იყოფინ იგი დღედ წელიწადისად, ნუცა შეერაცხებინ დღეთა თთუეთასა. |
3:7 |
არამედ ღამე იგი იყავნ სალმობით და ნუ მოვალნ მას ზედა სიხარული და ნუცა მხიარულებაჲ. |
3:8 |
არამედ წყევენ იგი, რომელმან წყეოს დღე იგი, რომელი-იგი ჴელთდებად ვალს ვეშაპსა მას დიდსა. |
3:9 |
დაბნელდედ ვარსკულავნი მის ღამისანი და ნუ დაადგრებინ და ნუცა განათლებად მოვალნ და ნუ იხილავნ მთიებსა აღმომავალსა. |
3:10 |
რამეთუ არა დაჰჴშნა ბჭენი საშოსა დედისა ჩემისანი. და განმაშორა სალმობაჲ თუალთაგან ჩემთა. |
3:11 |
რაჲსათჳს მუცელსავე შინა არა მოვჰკუედი? საშოთ რაჲ გამოვედ და არა მეყსეულად წარვწყმდი? |
3:12 |
ანუ რაჲსათჳს შემემთხჳნეს მუჴლნი? ანუ რასათჳს ძუძუთა განმზარდეს მე ? |
3:13 |
აწმცა დაწოლილ ვარ და დაყუდებულ, და-მცა-ვიძინე, და განვისუენე. |
3:14 |
მეფეთა თანა მზრახვალთა ქუეყანისათა, რომელნი იზახებდეს მახჳლებითა მათითა, |
3:15 |
ანუ მთავართა, რომელთა თანა იყო ოქროჲ ფრიად, რომელთა აღევსნეს სახლნი მათნი ვეცხლითა. |
3:16 |
ანუ ვითარცა მორყუნილი რაჲ გამოჴდის საშოთ, ანუ ვითარცა ჩჩჳლნი, რომელთა არა იხილეს ნათელი. |
3:17 |
მუნ უღმრთოთა თანა აღაგზნეს გულისწყრომაჲ რისხვისა. მუნ განისუენეს მაშურალთა ჴორცითა, |
3:18 |
ერთბამად, საუკუნეთა მათ არა ესმის მათ ჴმაჲ ხარკისმკრებელთა. |
3:19 |
მცირე და დიდი მუნ არს და მსახური უშიშად უფლისა თჳსისა. |
3:20 |
რაჲსათჳსმე მოეცა განმწარებულთა ნათელი და ცხორებაჲ, რომელნი სალმობასა შინა არიან, სულნი, |
3:21 |
რომელთა სწადის სიკუდილი და ვერ მიემთხჳნიან და ეძიებენ მას, ვითარცა საფასესა. |
3:22 |
და მხიარულ იქმნიან, რაჟამს მიემთხჳნიან, |
3:23 |
რამეთუ სიკუდილი კაცისა განსუენებაჲ არს, და შეაყენა ღმერთმან მათ ზედა. |
3:24 |
უწინარეს საზრდელისა ჩემისა სულთქმანი მოიწევიან. ვცრემლოვი შეყენებული შიშისა, |
3:25 |
რომლისათჳს ვზრუნევდი, მოიწია ჩემ ზედა და რომელსა ვეჭუდი, შემემთხჳა მე. |
3:26 |
ვერცა მშჳდობით ვიყავ, ვერცა მყუდროებით და ვერცა განვისუენებდ. და მოიწია ჩემ ზედა რისხვა. |