23:1 |
მიუგო იობ და ჰრქუა: |
23:2 |
და აწ, ესერა, მე თჳთ უწყი, რამეთუ ჴელთა ჩემთაგან არს მხილებაჲ ჩემი და ჴელი მისი მძიმე იქმნა ჩემ ზედა სულთქმითა. |
23:3 |
ვინმე უკუე ცნას, ვითარმედ ვპოვო იგი და მოვიდეს სრულიად? |
23:4 |
და მითხრას თავისა ჩემისა სასჯელი და პირი ჩემი აღავსოს მხილებითა. |
23:5 |
და ვცნა მხილებაჲ იგი, რომელი მრქუა მე და ვაბრძნე, რაჲ-იგი მითხრას მე. |
23:6 |
და მრავლითა ძალითა ზედამომიჴდეს მე და მერმე თუ თქმითა არა მიჴმიოს მე, |
23:7 |
რამეთუ ჭეშმარიტებაჲ და მხილებაჲ მის მიერ არს და გამოიღოს სრულიად სასჯელი ჩემი. |
23:8 |
და მძღურად წარვიდე და არღარა ვარ, ხოლო უკუანასკნელი მისი ვინმე იცის? |
23:9 |
მარცხენე მისი მოყო და ვერ დავემტკიცე. შემახოს მარჯუენე და ვერ ვიხილო, |
23:10 |
რამეთუ იცნის მან გზანი ჩემნი და გამომიძინა მე, ვითარცა ოქროჲ |
23:11 |
და გამოვიდე მე მცნებითა მისითა, რამეთუ გზანი მისნი დავიმარხენ და არა გარდავაქციო, |
23:12 |
რამეთუ მცნებათა მისთა არა გარდავჴდე, რამეთუ წიაღთა ჩემთა დავიფარენ სიტყუანი მისნი. |
23:13 |
უკუეთუ მან თავადმან ესრეთ საჯა, ვინ არს სიტყჳსმგებელ მისა? და რაჲცა-იგი მას უნდა და ქმნა. |
23:14 |
ამისთჳს მისა მიმართ ვისწრაფე და სწავლასა შინა მისსა ვიზრუნე |
23:15 |
მისთჳს ამას ზედა. პირისა მისისაგან ვიწყო, განვიცადო და შეგზრუნდე მისგან. |
23:16 |
უფალმან მოაჩჩო გული ჩემი და ყოვლისა მპყრობელმან მოსწრაფებაჲ მცა მე. |
23:17 |
არა ვჰგონებდ, ვითარმედ მომიჴდეს მე ბნელი და წინაშე პირსა ჩემსა დაფარა წყუდიადმან. |