24:1 |
რაჲსათჳსმე უფალი დაავიწყდა ზუავთა. |
24:2 |
და უღმრთონი საზღვართა გარდაჴდეს, სამწყსოჲ [!] მწყემსითურთ წარიტაცეს. |
24:3 |
და კარაული ობლისაჲ წარიბეს და ჴარი ქურივისაჲ დაიჴუთეს. |
24:4 |
გარდაადგინეს უძლურნი გზისაგან სიმართლისა. და ერთბამად დაეფარნეს მშჳდნი ქუეყანისანი. |
24:5 |
და იქმნნეს იგინი, ვითარცა კანჯარნი ველსა. ჩემთჳს გამოვიდეს მათნი იგი საქმენი; დასტკბნა მას პური ჭაბუკთა მიმართ. |
24:6 |
ყანაჲ უწინარეს ჟამისა, რომელ არა მათი იყო, მოიმკეს. უძლურნი იგი უღმრთოთა მათ ვენაჴსა უსასყიდლოდ და უზომობით იქმნევდეს. |
24:7 |
და მრავალნი შიშუელნი დააწვინნეს თჳნიერ სამოსლისა და საფარველი გუამისა მათისაჲ მოუღეს. |
24:8 |
ცუარისაგან მთათასა დაელტნენ და, რამეთუ არა აქუნდა მათ საფარველი, კლდეთა შინა დაეყუდნეს. |
24:9 |
წარიტაცნეს ობოლნი ძუძუთაგან და დავრდომილნი დაამდაბლნეს, |
24:10 |
შიშუელნი დააწვინნეს იგინი სიცრუვით, მშიერთა პური მოუღეს. |
24:11 |
იწროთა შინა სიცრუვით უმზირდეს და გზაჲ სიმართლისაჲ არა იცოდეს. |
24:12 |
რომელნი ქალაქთაგან და სახლთაგან გამოასხნეს, სულთა ყრმათა ჩჩჳლთ სულ-შეითქუნეს დიდად და თავადმან რასათჳს ამათი მოხედვა არა ყო? |
24:13 |
ქუეყანასა ზედა ვიდრე იყვნეს იგინი და არა იცნნეს გზანი სიმართლისანი, არცა ალაგთა მისთა ვიდოდეს. |
24:14 |
იცნოდა საქმენი მათნი და მისცნა იგინი ბნელსა. და ღამე იყოს ვითარცა მპარავი. |
24:15 |
და თუალთა მრუშეთამან იხილოს ბნელი, თქუას: არამე იხილოსმე თუალმან, რამეთუ საფარველი პირისაჲ დადვა? |
24:16 |
დათხარა ღამე გუერდი სახლისა, დღისი დაჰბეჭდნეს თავთა თჳსთა, ვერ გულისჴმა-ყვეს ნათელი, |
24:17 |
რამეთუ ერთბამად განთიად მათ ზედა მოიწია აჩრდილი სიკუდილისაჲ. |
24:18 |
სულმცირე არს იგი წინა პირსა წყლისასა. წარწყმედილ იყავნ ნაწილი მისი ქუეყანასა ზედა გამოჩნდინ ნერგი მათი ქუეყანასა ზედა განჴმელი, |
24:19 |
რამეთუ მჭელეული ობლისაჲ მისტაცეს, ამისთჳს მოიჴსნნეს ცოდვანი მათნი და, ვითარცა არმური ცუარისაჲ უჩინო იქმნა. |
24:20 |
მოეგენ მას, რაჲცა-იგი ქმნა, შეიმუსრენ ყოველნი ცრუჲ, ვითარცა ხე, უკურნებელად, |
24:21 |
რამეთუ ბერწსა მას არა კეთილი უყვეს და უცოლოჲ იგი არა შეიწყალეს. |
24:22 |
გულისწყრომით დაამჴუნა უძლურნი იგი, აღ-ღა-თუ-დგეს, ნუვე ჰრწამნ ცხორებაჲ თჳსი. |
24:23 |
და-რაჲ-სნეულდეს, ნუ ესავნ სიცოცხლესა, არამედ დაეცნეს სენითა, რამეთუ მრავალთა ბოროტი უყო სიმაღლემან მისმან. |
24:24 |
და დაჭნა, ვითარცა მოლოქი სიცხესა და ვითარცა თავი ჴუვილისაჲ წუელისაგან, რომელი თჳთ დავარდეს. |
24:25 |
უკუეთუმცა იყოს, რომელმან ჰრქუას, ვითარმედ: ნაცილად ვიტყოდე მე ამას, და დასხენინ ცუდად სიტყუანი ჩემნი. |