31:1 |
აღთქმაჲ აღუთქუ თუალთა ჩემთა და არა გულისჴმა-ვყო ქალწულსა ზედა. |
31:2 |
და გან-რა-უყო უფალმან ზეგარდამო და სამკჳდრებელი უნაკლულოჲ მაღლით გამო. |
31:3 |
ვაჲ წარწყმედასა ცრუსასა და უცხოსა საქმესა, რომელნი იქმან უსჯულოებასა. |
31:4 |
ანუ არა თავადმან იხილნეს გზანი ჩემნი და ყოველნი გზანი ჩემნი აღრაცხნეს? |
31:5 |
უკუეთუ სრულ ვიყავ მე მლაღობელთა თანა, გინათუ ისწრაფა ფერჴმან ჩემმან ზაკუასა? |
31:6 |
რამეთუ ვდეგ უღელსა ზედა მართალსა, და იცის უფალმან უმანკოებაჲ ჩემი. |
31:7 |
უკუეთუ გარდა-სადა-აქცია ფერჴმან ჩემმან გზისაგან მისისა, გინათუ მისდევდა თუალთა ჩემთა გული ჩემი, ანუ თუ ჴელითა ჩემითა შევახე ქრთამსა? |
31:8 |
მითესავსმცა და სხუანი ჭამენ, და უძირომცა ვარ ქუეყანასა ზედა. |
31:9 |
უკეთუ მისდევდა გული ჩემი ცოლსა სხჳსასა, ანუ თუ და-სადა-ვჯედ მზირად კართა მისთა? |
31:10 |
სათნომცა ეყოფის ცოლიცა ჩემი სხუათა და ყრმანი ჩემნი დამდაბლდენ, |
31:11 |
რამეთუ გულისწყრომაჲ რისხვისაჲ არს დაუპყრობელი შეგინებაჲ ქმრისცოლისაჲ. |
31:12 |
რამეთუ ცეცხლი არს აღგზებული ყოვლით კერძოვე, ვიდრეცა ვიდეს, რამეთუ, რომელმან თუალ-აგნეს ქალწულსა, ძირითურთ წარწყმიდა, |
31:13 |
ანუ თუ ვდრიკე სასჯელი მონისა ჩემისაჲ და მჴევლისა ჩემისაჲ, იშჯიედ რაჲ ჩემ წინაშე? |
31:14 |
რაჲმე ვყო, უკუეთუ განკითხვასა ჩემსა ჰყოფდეს უფალი? გინათუ მოხედვას ჰყოფდეს, რაჲმე სიტყუა-უგო? |
31:15 |
ანუ არა, ვითარცა მე, ეგრეცა იგინი იყუნეს საშოსა შინა? ვიყუენით მასვე შინა მუცელსა. |
31:16 |
უძლურთა, ოდეს სადა რაჲ უჴმდა, არარაჲ დააკლდა, და თუალნი ქურივთანი არა დავაურვენ. |
31:17 |
აღვიღე პური ჩემი, ვჭამე მარტომან და ობოლსა არა ვეც, |
31:18 |
რამეთუ სიჭაბუკითგან ჩემით ვზრდი მათ, ვითარცა მამაჲ და დედის მუცლითგან უძღოდე მათ. |
31:19 |
ანუ თუ უგულებელს-ვყავ შიშუელი და დავრდომილი და არა შევმოსე? |
31:20 |
უძლურნი მაკურთხევდეს მე, რამეთუ ნარისუევითა ტარიგთა ჩემთათა განტფებოდეს ბჭენი მათნი. |
31:21 |
ანუ გან-სადა-ვირთხ ობოლსა ზედა ჴელი ჩემი გულპყრობით, ვითარმედ მრავალი შეწევნაჲ არს ჩემ თანა? |
31:22 |
წარ-მცა-ვარდების მკლავი ჩემი მჴრითგან, და ჴელი ჩემი იდაყჳთგან შეიმუსრენ, |
31:23 |
რამეთუ შიშსა უფლისასა შევეპყარ მე, და სიტყუათა მისთა ვერ დაუთმო. |
31:24 |
გინათუ დავფალ ოქროჲ ჩემი მიწასა ქუეშე, ანუ ანთრაკთა პატიოსანთა ვესევდ? |
31:25 |
ანუ თუ ვიხარებდ დიდძალსა ზედა სიმდიდრესა ჩემსა, ანუ ურიცხუთა ზედა დავსდევ ჴელი ჩემი? |
31:26 |
ანუ ვხედევდ მზესა აღმოსავალსა და დამავალსა, მთუარესა აღსავსესა და მოკლებულსა? |
31:27 |
რამეთუ არა ამათ ზედა არს, ანუ თუ სცთა სადა იდუმალ გული ჩემი, ანუ თუ ჴელი ჩემი დავიდევ პირსა ჩემსა და ვაკოცე? |
31:28 |
და ესეცამცა უსჯულოებად დიდად შემერაცხების, რამეთუ ვტყუე წინაშე უფლისა მაღლისა. |
31:29 |
ანუ თუ მომცხრებოდა მე დაცემაჲ მტერთა ჩემთაჲ და თქუა გულმან ჩემმან: ვაშა? |
31:30 |
ესმისმცა ყურთა ჩემთა წყევაჲ ჩემი, სათხრობელმცა ვარ ერისაგან ძჳრ-ძჳრად. |
31:31 |
უკუეთუმცა მრავალგზის თქუეს სადამე მჴევალთა ჩემთა: ვინ მომცეს ჩუენ ჴორცთაგან მისთა განძღებად? რამეთუ ფრიად ტკბილ ვიყავ მე. |
31:32 |
გარეშე უცხოჲ არა სადა დაადგრა სახლსა ჩემსა და კარი ჩემი ყოვლისათჳს მომავალისა განღებულ იყო. |
31:33 |
გინათუ ვცოდე სადამე არა ნებსით და დავმალე ცოდვა ჩემი? |
31:34 |
რამეთუ არა შევიკდიმე სიმრავლესა წინაშე ერისასა, ვითარმცა არა აღვიარე წინაშე [!] მათსა, ანუ თუ უძლური განუტევე განსლვად წიაღითა ცალიერითა? |
31:35 |
ვინმცა მასმინა მე ესე? რამეთუ ჴელისათჳს უფლისა მე შენდა ჴელითწერილი თუ ვისიმე მაქუნდა, |
31:36 |
მჴართა ჩემთა ზედა დავიდევ, ვითარცა გჳრგჳნი და აღმოვიკითხე. |
31:37 |
და განვხეთქე იგი და მივსცი. და არარაჲ მოვიღო თანამდებისაგან. |
31:38 |
არცა ქუეყანამან სადამე სულთ-ითქუნა ჩემ ზედა, ანუ თუ ორნატნი მისნი ტიროდეს ერთბამად? |
31:39 |
გინა თუ ძალი მისი შევჭამე მარტომან, ანუ თუ და-ვისი-ვიპყარ ქუეყანაჲ, და სული მის უფლისა ქუეყანისაჲ შევაწუხე? |
31:40 |
იფქლისა წილმცა აღმომიცენდების ჯინჭარი და ქრთილისა წილ მაყუალი. |