39:1 |
უკუეთუ სცნა ჟამი შობისაჲ ირემვაცთაჲ შინა, ანუ შენ დაუმარხეა სალმობაჲ ირემთა? |
39:2 |
და აღრაცხენ თთუენი შობისა მათისანი სავსებით, ანუ სალმობანი მათნი შენ განჰჴსნენა? |
39:3 |
და განჰზარდენ მართუენი მათნი თჳნიერ შიშისა? და სალმობანი მათნი მოუვლინენ? |
39:4 |
დასთხინენ შვილნი მათნი და განმრავლდენ შობითა. განვიდენ და არღარა მოიქცენ თავით თჳსით. |
39:5 |
ანუ ვინ განუტევა კანჯარი თავისუფლად, და საკრველნი მათნი ვინ განჴსნა? |
39:6 |
ვყავ საყოფლად მათდა უდაბნოჲ და საძოვარად მათდა ქუეყანაჲ მარილოვანი. |
39:7 |
ეკიცხენ სიმრავლესა ქალაქისასა და ბრძოლაჲ ხარკის-მკრებელთაჲ არა ესმინ მათ. |
39:8 |
განიმსტურნიან მთანი საძოვრად მათდა და შემდგომად კუალსა ყოვლისა მდელოჲსასა ეძიებედ. |
39:9 |
ანუ ინებოსმეა მარტორქამან მონებად შენდა, ანუ დაწოლად ბაგასა შენსა? |
39:10 |
ანუ შე-მე-უკრა საბლითა უღელი მისი, ანუ ზიდვიდესმეა ორნატსა შენსა ველსა ზედა? |
39:11 |
გინათუ ესვიდე მას, რამეთუ დიდ არს ძალი მისი. და მიუტეო მას საქმე შენი. |
39:12 |
გრწამსა, ვითარმედ მოგაგოს შენ თესლი შენი და შემოიღოს კალოსა შენსა? |
39:13 |
ფრთითა განსცხრებინ მჭურინავი, უკუეთუ მიუდგეს სირაქლემი და იხჳ, |
39:14 |
რამეთუ დაუტევნეს ქუეყანასა ზედა კუერცხნი მისნი და მიწასა ზედა აცხობნ მათ, |
39:15 |
და დაავიწყდეს, სადა-იგი დააბნინა, და მჴეცთა ველისათა დათრგუნნეს იგინი. |
39:16 |
განფიცხნეს შვილნი მისნი, ვითარცა არა მისნი, ცუდად დაშურა თჳნიერად შიშისა, |
39:17 |
რამეთუ დაადუმა უფალმან მისმან სიბრძნე მისი და არა განუწილა მას გულისჴმის-ყოფაჲ. |
39:18 |
ჟამად-ჟამად სიმაღლისა აღიმაღლის, ეკიცხევნ ცხენზედა და ზედამჯდომელსა. |
39:19 |
ანუ შენ შეჰმოსეა ძალი ცხენსა და შეარტყ ქედსა მისსა შაში? |
39:20 |
და შეჰმოსე საჭურველი და დიდებაჲ მკერდსა მისსა და კადნიერებაჲ? |
39:21 |
აღმოითხრინ ფერჴითა და იბეკნ ველსა ზედა, იზახებნ და განვალნ ველად. |
39:22 |
შემთხუევასა ისრისასა ეკიცხევნ და არა გარემიიქცის მახჳლისაგან. |
39:23 |
მის ზედა ოხრინ რაჲ მშჳლდი და მახჳლი, ლახურისა და ჰოროლისა ძრვაჲ. |
39:24 |
და რისხვითა განჰრყუნინ ქუეყანასა და არა ჰრწამნ, ვიდრემდე დაჰბერონ. ნესტუმაღა ჴმა-ყვის. |
39:25 |
მან თქჳს: ვაშა, ვაშა! შორითავე სული ეცის ბრძოლისაჲ და ზედამისლვა და ღაღადებაჲ. |
39:26 |
ანუ შენითა სწავლითა დადგის ქორი? განიპყრნის ფრთენი თჳსნი და შეუძრველად დგან და იხედავნ ჩრდილოჲთ კერძო. |
39:27 |
ანუ შენითა ბრძანებითა აღმაღლდის ორბი და ყანჩი დაჯდის მართუეთა ზედა? |
39:28 |
და იქცევინ მწუერვალთა ზედა კლდისათა ფარულად, |
39:29 |
მუნ არნ და ეძიებნ საზრდელსა, შორით თუალნი მისნი ხედვენ, |
39:30 |
მართუენი მისნი შეიბღალნიან სისხლითა, სადაცა არს მძორი, მეყსეულად მუნ იპოვნიან. |
39:31 |
და მიუგო უფაიმან ღმერთმან იობს და ჰრქუა: |
39:32 |
აწ ნუუკუე შენ სასჯელსა შემძლებელისა თანა ერიდები, რომელი ამხილებდეს ღმერთსა, მიეგოს მას სიტყუაჲ. |
39:33 |
მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა: |
39:34 |
რასაღამე ვისაჯები სწავლასა შინა და ვამხილებ უფალსა და მესმნეს ესოდენნი ესე არარასა ამას? |
39:35 |
და მე რაჲ სიტყუაჲ უპოო ესოდენისა მიმართ, ჴელი დავიდვა პირსა ჩემსა? |
39:36 |
ერთგზის ვიტყოდი და მერმე არღარა შევსძინო. |