16:1 |
მიუგო იობ და ჰრქუა: |
16:2 |
მესმეს ეგევითარი მრავალი, ნუგეშინის-მცემელნო უკეთურნო ყოველნო. |
16:3 |
აწ რაჲ? ნუუკუჱ დაწესებულებაჲ რაჲ არს სიტყუათა შინა სულისათა? ანუ რაჲ შეგაურვა შენ, რამეთუ სიტყუას-მიგებ? |
16:4 |
მეცა თქუენ ზედა ვიტყოდე, უკუეთუმცა ამას შინა იყო სული თქუენი სულისა ჩემისა წილ. |
16:5 |
და მერე ზედამიგიჴდე თქუენ სიტყჳთა და შევყარო თქუენ ზედა თავი ჩემი; |
16:6 |
იყავნ ძალი პირსა ჩემსა და განძრვად ბაგეთა ჩემთა არა ვერიდო. |
16:7 |
ვიტყოდი: ღათუ არა მელმოდის წყლულებაჲ ჩემი, და-ღათუ-ვდუმნე, რაჲმე უმცირეს ვიწყლა, |
16:8 |
ხოლო აწ შრომა-მცა მე განცჳბრებულსა და დამპალსა, და შემიცევ მე, და აღდგეს ჩემ ზედა სიცრუენი ჩემნი წინაშე პირისპირ. |
16:9 |
კუალად მომიგო, რისხვაჲ მოაწია და დამამჴუა მე, |
16:10 |
და დაიღრჭინნა ჩემ ზედა კბილნი მისნი, ისარნი განსაცდელთანი ჩემ ზედა დამსჭუალნა, ისრისპირნი მისნი თუალთა ჩემთა განმაწონნა, |
16:11 |
მახჳლი მცა მუჴლთა ჩემთა, და ერთბამად მეწინეს მე. |
16:12 |
მიმცა მე უფალმან ჴელთა ცრუსათა და უღმრთოთა შემაგდო მე. |
16:13 |
მშვიდობასა შინა განმაქარვა მე, მიპყრნა თმანი ჩემნი და დამფხურნა მე, დამადგინა მე ვითარცა მსტოარი. |
16:14 |
გარემომადგეს მე ლახუროსანნი და განმწონნეს თირკუმელთა ჩემთა, |
16:15 |
ურიდად დასთხიეს ქუეყანასა ზედა ნავღელი ჩემი, დამცეს მე დაცემაჲ დაცემასა ზედა, მოარბიეს ჩემ ზედა მძლავრთა. |
16:16 |
ძაძაჲ შემაკერეს ტყავსა ჩემსა, ხოლო ძალი ჩემი ქუეყანასა ზედა დაშრტა; |
16:17 |
მუცელი ჩემი შეიწუების ტირილითა და წარბთა ჩემთა ზედა აჩრდილი სიკუდილისა. |
16:18 |
სიცრუე არარაჲ იყო ჴელსა ჩემსა, ლოცვაჲ ჩემი წმიდაჲ იყო. |
16:19 |
ქუეყანაო, ნუ დაჰფარავ სისხლთა ზედა ჴორცთა ჩემთასა, ნუცა იყოფინ ადგილი ღაღადებისა ჩემისაჲ. |
16:20 |
და აწ, ესერა, ცათა შინა არს მოწამე ჩემი და რომელმან იცის ჩემი მაღალთა შინა! |
16:21 |
მიიღენ ლოცვაჲ ჩემი უფლისა და წინაშე მისსა წთოდენ თუალნი ჩემნი. |
16:22 |
იყავნ მამხილებელ კაცისა წინაშე უფლისა და ძე კაცისა მოყუსისა თჳსისა. |
16:23 |
წელნი რიცხუთანი მოწევნულ არიან და გზასა მას, რომელსა არღარა მოქცევად ვარ, მოვალ მე. |