13:1 |
აჰა, ესერა, ესე ყოველი იხილა თუალმან ჩემმან და ესმა ყურთა ჩემთა |
13:2 |
და ვიცი, რავდენიცა თქუენ გიცნობიეს და არა უუგულისჴმოეს ვარ თქუენსა. |
13:3 |
არა ხოლო ეგრე, არამედ მე უფლისა მიმართ ვიტყოდი და ვამხილო მის წინაშე, უკუეთუ ინებოს. |
13:4 |
ხოლო თქუენ ხართვე მკურნალნი ცრუნი და მლხინებელ ბოროტ ყოველნი, |
13:5 |
იყავნ თქუენდა დუმილი და შეგერაცხოს თქუენ სიბრძნედ. |
13:6 |
ისმინენით მხილებანი პირისა ჩემისანი. და საშჯელსა ბაგეთა ჩემთასა მხედევდით, |
13:7 |
ვითარმე არს ესე, ანუ არა წინაშე უფლისა იტყჳთ და მის წინაშე ჰზრახავთ ზაკუასა, |
13:8 |
ანუ თუ მერიდებით თქუენ? და თჳთ მსაჯულ იქმნებით. |
13:9 |
კეთილმე არსა, უკუეთუ გამოიკულიოს თქუენიცა, დაღათუ ყოველივე ჰყოთ და შეეძინნეთ მას? |
13:10 |
არა ვერაჲ ნაკლულად გამხილოს თქუენ, დაღათუ ფარულითა პირითა თუალ-გახუნეს. |
13:11 |
არამეა შიშმან მისმან შეგაძრწუნნეს თქუენ და ზარი მისი დაგეცეს თქუენ ზედა? |
13:12 |
და გექმნეს თქუენ ეგე ზახებაჲ სწორ ნაცრისა, ხოლო ჴორცნი თქუენნი თიჴისანი. |
13:13 |
დადუმენით, რათა ვიტყოდი და განვისუენო გულისწყრომისაგან. |
13:14 |
ვიპყრნე ჴორცნი ჩემნი კბილითა ჩემითა და სული ჩემი დავდვა ჴელსა ზედა ჩემსა. |
13:15 |
უკუეთუ ჴელთ-მიდვას მე ძლიერმან მან, ვითარცა-ესე უწყიეს, ანუ ვიტყოდი და ვამხილო წინაშე მისსა. |
13:16 |
და ესე გეყოს თქუენ საცხორებელად, რამეთუ მის წინაშე ზაკუა არა შევიდეს. |
13:17 |
ისმინენით სიტყუანი ჩემნი, ისმინენით. რამეთუ გითხრა თქუენ, ისმენდეთ თუ: |
13:18 |
აჰა, ესერა, მიახლებულ ვარ მე სამართალსა ჩემსა მე ვიცი, რამეთუ მართლად გამოჩინებად ვარ. |
13:19 |
ვინ არს მოსაჯული ჩემი? რამეთუ აწ დავდუმნე და მოვაკლდე. |
13:20 |
ორნი რაჲმე ჯერ არს ჩემდა და მაშინ პირისა შენისაგან არა დაგემალო |
13:21 |
ჴელი შენი ჩემგან განმაყენე და შიში შენი ნუ განმაკრთობნ მე. |
13:22 |
და მაშინ მიწოდე მე და მე ვისმინო შენი, მეტყოდი და მე მიგაგებო შენ სიტყუაჲ. |
13:23 |
რავდენ არიან ცოდვანი ჩემნი და უსჯულოებანი ჩემნი, მასწავე მე, ვინ არიან. |
13:24 |
რაჲსათჳს ჩემგან მეფარვი და შეგირაცხე მე ვითარცა წინააღმდგომი შენი, |
13:25 |
ანუ ფურცლისა ქარისაგან აღძრულისა გეშინოდისმე, ანუ თივაჲ რომელი მოაქუნ ნიავქარსა? წინააღმიდგები მე. |
13:26 |
რამეთუ აღსწერენ ჩემ ზედა ყოველნი ძჳრნი და გარემომადგინენ მე სიჭაბუკისა ჩემისა ცოდვანი. |
13:27 |
და დასხენ ფერჴნი ჩემნი დაბრკოლებასა შინა და დამიმარხენ მე ყოველნი საქმენი ჩემნი და ძირსა ფერჴთა ჩემთასა მისწუედი, |
13:28 |
რომელი დაძუელებად არს, ვითარცა თხიერი, ანუ ვითარცა სამოსელი მღილთა დაჭმული. |