21:1 |
მიუგო იობ და ჰრქუა: |
21:2 |
ისმინეთ, ისმინეთ სიტყუათა ჩემთა, ნეტარ თუმცა არა იყოს თქუენ მიერ ესე ჩემდა ნუგეშინის-ცემაჲ? |
21:3 |
მაცადეთ მე და ვიტყოდი, უკუეთუ არა მეკიცხევდეთ მე. |
21:4 |
აწ რაჲ? კაცისა მიერ ნუ არსა მხილებაჲ ესე ჩემი? ანუ ვითარ არა განვრისხნე? |
21:5 |
მხედევდით მე და გიკჳრდინ, ჴელნი დაისხენით პირსა |
21:6 |
უკუეთუ მოვიჴსენენ, ვისწრაფო, ეგრე ჰქონან ჴორცნთა [?] ჩემთა სალმობანი. |
21:7 |
აწ რასათჳს უღმრთონი ცხოველ არიან და დაძუელებულ არიან სიმდიდრესა ზედა? |
21:8 |
თესლი მათი ნებისაებრ მათისა, შვილნი მათნი წინაშე თუალთა მათთა. |
21:9 |
სახლნი მათნი სავსე არიან, შიში არავინაჲ არს მათა, ტანჯვაჲ უფლისა მიერ არა არს მათ შორის. |
21:10 |
ფურმან მათმან არა მოაგდო, განერა მაკე იგი მათი და არა შეეცოდა. |
21:11 |
ჰგიან იგინი ვითარცა ცხოვარნი საუკუნენი და ყრმანი მათნი იმღერიან. |
21:12 |
აუღებიეს ებანი ღა ქნარი და იხარებენ ჴმითა სახიობისათა, |
21:13 |
რათა აღასრულნენ კეთილსა შინა დღენი მათნი და განსასუენებელსა ჯოჯოხეთისასა დაიძინეს. |
21:14 |
ჰრქჳს უფალსა: გარეიქეცი ჩემგან, გზათა შენთა ცნობადვე არა მნებავს. |
21:15 |
რაჲ სარგებელ, რამეთუ ვჰმონებდეთ მას? და ანუ რაჲ შესაძინელ, რამეთუ მივეგებვოდეთ მას? |
21:16 |
რამეთუ ჴელთა მათთა შინა იყო კეთილი იგი მათი. და საქმეთა უღმრთოთა იგი არა ხედავს. |
21:17 |
არა ხოლო ეგრე, არამედ უღმრთოთაცა სანთელი და-ვე-შრტეს და მოიწიოს მათ ზედა დაქცევაჲ და სალმობამან შეიპყრნეს იგინი რისხვისაგან. |
21:18 |
და იყვნენ იგინი ვითარცა ბზენი წინაშე ქარსა, ანუ ვითარცა მტუერი, რომელი აღიღის ნიავქარმან. |
21:19 |
მოაკლდეს ძეთა მისთა ნაყოფი მისი, მიაგოს მათ და ცნას. |
21:20 |
იხილედ თუალთა მისთა კლვაჲ თჳსი და უფლისა მიერ ნუ განერებინ, |
21:21 |
რამეთუ ნებაჲ მისი სახლსა შინა მისსა იყო მის თანა და რიცხუნი თუეთა მისთანი განიყუნეს, |
21:22 |
ვითარ უკუე აწ არამე უფალი არს, რომელმან ასწავის გულისჴმისყოფაჲ და მეცნიერებაჲ? და იგი თავადი კაცისმკლველთა განიკითხავს. |
21:23 |
ესე მოკუდეს სიმტკიცითა უგნურებისა მისისათა, რამეთუ ყოვლადვე ფუფუნეულ და წარმომართებულ იყო. |
21:24 |
და ნაწლევნი მისნი სავსე იყვნეს ცრემლითა. ტჳნი მისი განფენილ იყო. |
21:25 |
ხოლო ესე აღესრულა სიმწარითა სულისაჲთა. არარაჲ ჭამა არცა ერთ რაჲ კეთილ. |
21:26 |
და ერთბამად მიწასა ზედა დაიძინეს და მყრალობამან იგინი დაფარნა |
21:27 |
ვითარ-ესე გიცნი თქუენ, კადნიერად ზედამომივალთ მე, |
21:28 |
ვითარმედ სთქუათ სამე, ვითარმედ: სადა არს სახლი იგი მთავრისა? და სადა არს საყოფელი იგი უღმრთოთა? |
21:29 |
ჰკითხეთღა თანაწარმავალთ გზისათა და სასწაული იგი მათი არა უცხო იყოს, |
21:30 |
რამეთუ დღედ წარწყმედისა მიეცემის უკეთური იგი, დღედ რისხვისა მისისა მიიყვანენ. |
21:31 |
ვინმე უთხრას წინაშე პირსა მისსა გზაჲ მისი? და მან ქმნა და ვინმე კუალად მოაგოს მას? |
21:32 |
და იგი თავადი საფლავად მიეცა და სამარესა შინა იღჳძებდა. |
21:33 |
დასტკბნეს მას ღჳნჭანი ჴევისანი და შემდგომად მისა ყოველი კაცი მივიდეს და უწინარეს მისსა ურიცხუნი. |
21:34 |
ვითარ ნუ გეშინის-მცემთ მე ცუდსა ნუგეშინის-ცემასა? ხოლო დაცხრომაჲ თქუენგან არა არს. |