28:1 |
რამეთუ არს ადგილი ვეცხლისაჲ, ვინაჲ იქმნების, და ადგილი ოქროჲსაჲ, ვინაჲ გამოვალს, |
28:2 |
რამეთუ რკინაჲ ქუეყანით იქმნების და სპილენძი, ვითარცა ქვაჲ გამოიკუერვის. |
28:3 |
წესი დაუდვა ბნელსა და ყოველი დასასრული მან გამოიკითხოს, ლოდი ბნელისაჲ და აჩრდილი სიკუდილისაჲ. |
28:4 |
განკუეთაჲ ჴევისაჲ მტუერისაგან, ხოლო რომელთა დაივიწყნეს გზანი მართალნი, მოუძლურდეს კაცთაგან. |
28:5 |
ქუეყანისაგან გამოვიდეს პური, ქუეშე მისსა იქცევის, ვითარცა ცეცხლი. |
28:6 |
ადგილი საფირონისაჲ ქვანი მისნი და მიწად ოქროჲ მისი. |
28:7 |
ალაგნი მისნი არა იცნის მფრინველმან და არა იხილა იგი თუალმან ორბისამან. |
28:8 |
არა დათრგუნეს იგი ძეთა ლაღთათა, არა წარვლო ლომმან. |
28:9 |
კლდისა მწუერვალთა ზედა განიპყრნა ჴელნი მისნი და დააქცინა საფუძველითგან მთანი ძნელნი. |
28:10 |
მოქცევნი მდინარეთანი განხეთქნა, ყოველი პატიოსანი იხილა. |
28:11 |
და სიღრმენი მდინარეთანი გამოაჩინნა და გამოაცხადა ძალი თჳსი ნათლად. |
28:12 |
ხოლო სიბრძნე ვინაჲ იპოვა? ანუ რომელი ადგილი არს მეცნიერებისა? |
28:13 |
არა იცის კაცმან გზაჲ მისი, არცა იპოების კაცთა შორის. |
28:14 |
უფსკრულმან თქუა: არა არს ჩემ შორის, და ზღუამან თქუა: არა არს ჩემ თანა. |
28:15 |
არა სცეს შეყენება მის წილ, ვერცა ესწორების მას ვეცხლი ნაცვალად მისა, |
28:16 |
ვერცა ესწოროს მას ოქროჲ ოფაზისაჲ: ფრცხილი, ანთრაკი და საფირონი, |
28:17 |
ვერცა ესწოროს მას ოქროჲ და მანი და ნაცვალად მისა ჭურჭელი ოქროჲსაჲ, |
28:18 |
განსაცხრომელი და მდაბალი არა მოიჴსენოს, და მოიზიდე სიბრძნე უფროს შინაგანისა. |
28:19 |
არა ესწოროს მას პაზიონი ჰინდოეთისა, ოქროსა თანა წმიდისა ვერ შეესწოროს. |
28:20 |
ხოლო სიბრძნე ვინაჲ იპოვა? ანუ სადა იყოს ადგილი გულისჴმისყოფისა? |
28:21 |
დაავიწყდა ყოველსა კაცსა და მფრინველთაგან ცისათა დავფარა. |
28:22 |
წარსაწყმედელმან და სიკუდილისამან თქუეს, ვითარმედ: გუასმიეს მისი სიკეთე. |
28:23 |
უფალმან კეთილად დაამტკიცა გზაჲ მისი. |
28:24 |
და მან თავადმან იცის ადგილი მისი, რამეთუ იგი ყოველსავე, რაჲ-არს ცასა ქუეშე, ხედავს და იცის ყოველივე, |
28:25 |
რავდენი ქმნა ქუეყანასა ზედა ქართა სასწორი და წყალთა საწყევო, |
28:26 |
ოდეს ქმნა ესრეთ, იხილა და განრაცხნა და გზაჲ განმარტებით ჴმითა |
28:27 |
მაშინ იხილა და გამოთქუა იგი, გაჰმზადა, გამოიკულია იგი, |
28:28 |
და ჰრქუა კაცსა: აჰა, ესერა, ღმრთისმსახურება არს სიბრძნე, ხოლო განშორებაჲ ბოროტისაგან არს მეცნიერებაჲ. |