კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« იობი »
იობი 1
იობი 2
იობი 3
იობი 4
იობი 5
იობი 6
იობი 7
იობი 8
იობი 9
იობი 10
იობი 11
იობი 12
იობი 13
იობი 14
იობი 15
იობი 16
იობი 17
იობი 18
იობი 19
იობი 20
იობი 21
იობი 22
იობი 23
იობი 24
იობი 25
იობი 26
იობი 27
იობი 28
იობი 29
იობი 30
იობი 31
იობი 32
იობი 33
იობი 34
იობი 35
იობი 36
იობი 37
იობი 38
იობი 39
იობი 40
იობი 41
იობი 42

« იობი 20 [BIB - xx] »
20:1 მიუგო სოფარ მინეველმან და ჰრქუა:
20:2 არა ეგრეთ ვჰგონებდ წინააღდგომასა შენსა და არა გულისჴმა-გიყოფიეს უფროს თქუენ, ვითარცა-ესე მე.
20:3 სწავლაჲ კდემულებისა ჩემისაჲ ვისმინო და სულმან გულისჴმის-ყოფისაგან მიუგოს მას.
20:4 ნუ ესე გიცნობიესა ამიერითგან და მიმართ, ვინაჲთგან შეიქმნა კაცი ქუეყანასა ზედა?
20:5 რამეთუ სიხარული უღმრთოთა დაცემა განსაკჳრვებელ და მხიარულებაჲ უსჯულოთაჲ წარწყმედა არს,
20:6 დაღათუ მიიწიოს ზეცად მსხუერპლი მისი და შესაწირავი მისი ღრუბელთა მიეახლოს.
20:7 და რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ დამტკიცებულ არს, მაშინ სრულიად წარწყმდეს, ხოლო რომელთა ცოდეს იგი, თქუან: ვითარმედ აწ სადა არს იგი?
20:8 ვითარცა სიზმარი განფრინებული ვერ იპოვა, აღფრინდა ვითარცა საოცარი ღამისაჲ.
20:9 თუალმან იხილა და არღარა შესძინა. არცა იცნას იგი ადგილმან თჳსმან.
20:10 შვილნი მისნი მოსრნენ უდარესთა და ჴელთა მისთა ცეცხლებრ შეიკრიბონ სალმობაჲ.
20:11 ძუალნი მისნი აღივსნენ სიჭაბუკითა მისითა და მის თანა მიწასა ზედა დაისხნენ.
20:12 უკუეთუ დატკბნეს პირსა მისსა უკეთურებაჲ [!], დაიფაროს იგი ქუეშე ენასა მისსა,
20:13 არა ჰრიდოს მას და არცა დაუტეოს იგი ქუეშე ენასა მისსა.
20:14 და ვერ უძლოს შეწევნად თავისა თჳსისა, ნავღელი ასპიდისაჲ მუცელსა მისსა.
20:15 სიმდიდრე, სიცრუვით შეკრებული, წარუთხიოს სახლისა მისისაგან; გამოიღოს იგი ანგელოზმან.
20:16 გულისწყრომამან ვეშაპთამან გამოწოვენ; მოკალნ იგი ენამან გუელისამან.
20:17 ნუ იხილოს წუელაჲ მძოვართაჲ, ნუცა ნაყოფი თაფლისა და ერბოჲსაჲ
20:18 ცუდად და ამაოდ დაშურა სიმდიდრესა, რომლისაგან გემო არა იხილოს, ვითარცა ხეკერი განუცოხნელი და შთაუთქამი.
20:19 რამეთუ მრავალთა უძლურთა სახლნი დაარღჳნა, როჭიკი მისტაცა და არა მისცა;
20:20 არა არს განრინებაჲ მონაგებთა მისთა, გულისთქმითა თჳსითა ვერ ცხონდეს იგი.
20:21 არცა არს ნეშტ საზრდელთა მისთა, ამისთჳს არა ყუაოდის მტილი იგი მისი.
20:22 ოდესღა ჰგონებდეს დასრულებასა, მაშინ იჭირვოდეს და ყოველივე ურვაჲ მის ზედა მოიწიოს.
20:23 უკუეთუ ვითარ გან-ოდენ-იძღოს მუცელი თჳსი, მოივლინენ მის ზედა გულისწყრომაჲ რისხვისაჲ, სწჳმდინ მას ზედა სალმობაჲ.
20:24 და ვერ განერეს ჴელსა მახჳლისასა, წყლულნი იგი მშჳლდისა რვალისანი.
20:25 განვედინ გულსა მისსა ისარი; ვარსკულავნი საყოფელთა მისთა იქცეოდედ; მოვიდენ მის ზედა შიში.
20:26 და ყოველი ბნელი მის ზედა იყავნ; შეჭამენ იგი ცეცხლმან უშრეტმან; ბოროტი უყავნ მწირმან სახლსა მისსა.
20:27 გამოაცხადენ ცამან უსჯულოებაჲ მისი, ქუეყანაჲ აღიძარნ მის ზედა.
20:28 მიიზიდენ წარსაწყმედელმან სახლი მისი სრულიად; დღე რისხვის, მოვედინ მის ზედა.
20:29 ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ და მონაგები ნაყოფთა მისთაჲ ყოველთა მხედველისაგან.

© 2010, გია შერვაშიძე