26:1 |
მიუგო იობ და ჰრქუა: |
26:2 |
ვის კერძო ხარ, ანუ ვისა შეწევნაჲ გეგულების? არამეა, რომელი მრავლითა ძალითა და მკლავი მისი ძლიერ არს? |
26:3 |
ანუ ვის აზრახო, არამეა, რომლისა მიერ არს ყოველი სიბრძნე? |
26:4 |
ანუ ვისმე შეუდგე, არამეა, რომლისა მიერ არს სიმდიდრე ძლიერებისაჲ? ვისმე უთხრენ სიტყუანი, სული ეგე ვისი არს, რომელი გამოვალს შენგან? |
26:5 |
ნუ გმირთა მაჭენონ მე ქუეშე კერძო წყალთა და მოძმეთა მისთა? |
26:6 |
შიშუელ არს ჯოჯოხეთი წინაშე მისსა და არა არს საფარველ წარსაწყმედელისა. |
26:7 |
განჰმარტეს ბღუარი არარასა ზედა და დამოჰკიდა ქუეყანაჲ არავერასა ზედა. |
26:8 |
შეაყენნის წყალნი ღრუბელთა მისთა. და ვერ განსთქდეს ღრუბელნი ქუეშე მისსა, |
26:9 |
რომელსა უპყრიეს პირი საყდრისაჲ და გარდაართხნის მას ზედა ღრუბელნი მისნი. |
26:10 |
ბრძანებითა მოამრგუალო წინაშე პირსა წყლისასა აღსრულებამდე ნათელი ბნელსა თანა, |
26:11 |
და სუეტნი ცათანი აღფრინდეს და განჰკრთეს შერისხვითა მისითა. |
26:12 |
ძალითა დააცხრვო ზღუაჲ და მეცნიერებითა მისითა დარეცილ არიან ღელვანი. |
26:13 |
და კლიტეთა ცისათა ეშინის მისა, ბრძანებითა მოაკუდინა ვეშაპი იგი განდგომილი, |
26:14 |
აჰა, ესერა, ესე არს ნაწილი გზათა მისთაჲ და მერმე კუალად სიღრმე სიტყუათაჲ ვისმინო მას შინა და ძალი იგი ქუხილისა მისისაჲ ვინ იცის, ოდეს სადა ყოს? |