34:1 |
მიუგო ელიუს და ჰრქუა: |
34:2 |
ისმინეთ ჩემი ბრძენთა, რომელნი მეცნიერნი ხართ. |
34:3 |
ყურად-იღეთ, რამეთუ სასმენელმან სიტყუანი განიკითხნის, და სასამან გემოჲ იხილის ჭამადთაჲ. |
34:4 |
საშჯელი გამოვიძიოთ თავისა თჳსისა, და ვცნათ შორის ურთიერთას, რაჲ-იგი კეთილ, |
34:5 |
რამეთუ თქუა იობ, ვითარმედ: მართალ ვარო. უფალმან თანაწარმხადა მე სამართალი ჩემი, |
34:6 |
ეცრუვა სასწაულსა ჩემსა, რომლითა გამწონნა ისარნი ჩემნი თჳნიერ ცოდვისა. |
34:7 |
ვინ არს კაცი, ვითარ იობ, რომელი სუამს შეურაცხებასა ვითარცა წყალსა? |
34:8 |
არა რაჲ უცოდავს, არცა უღმრთოობაჲ რაჲ უქმნიეს, არცა გზასა ზიარებულ არს მოქმედთა თანა უსჯულოებისათა და მისრულ უღმრთოთა თანა? |
34:9 |
ნუ იტყჳ, ვითარმედ: არა იყოს მოხედვაჲ კაცისაჲ და მოხედვაჲ მათი უფლისა მიმართ. |
34:10 |
ამისთჳს გულითა სიბრძნის-მყოფელთა, გულითა ისმინეთ ჩემი. ნუ იყოფინ ჩუენდა წინაშე უფლისა უღმრთო-ყოფაჲ და წინაშე ყოვლისა მპყრობელისა ქცევაჲ სამართლისაჲ, |
34:11 |
არამედ მიაგენ კაცსა, ვითარცა იქმს კაცად-კაცადი მათი და ალაგთა ზედა, კაცისათა პოვოს იგი. |
34:12 |
ანუ ჰგონებ უფალსა უჯეროჲს-მოქმედ? ანუ ყოვლისა მპყრობელმან განდრიკოს სასჯელი? |
34:13 |
რომელმან შექმნა ქუეყანაჲ. ვინ არს, რომელმან შექმნა ცასა ქუეშე და ყოველი, რაჲ არს მას შინა? |
34:14 |
უკუეთუ უნდეს შეპყრობად. და სულისა მის თანა დაყენებად, |
34:15 |
აღესრულოს ყოველი ჴორციელი ერთბამად და ყოველი კაცი მიწად მიიქცეს, ვინაცა დაებადა. |
34:16 |
უკუეთუ არა ისწავებ, ისმინე ესე და ყურად-იღე ჴმაჲ სიტყუათა ჩემთა, |
34:17 |
უკუეთუ შენ მოძულე უსჯულოჲსაჲ და მომსრველი უკეთურებისაჲ, საუკუნო არს მართალი. უღმრთო არს, |
34:18 |
რომელმან ჰრქუას მეფესა: უსჯულოსა იქმ, უღმრთო არიან, რომელთა მთავართა პირისათჳს არა შეიკდიმონ, |
34:19 |
და პატიოსანთა, არცა იცის პატივის-პყრობაჲ დიდთაჲ და თუალთ-ღებაჲ პირთა მათთაჲ. |
34:20 |
ცუდი და ამაოჲ შეემთხჳოს მათ. ღაღადებაჲ იგი და მორცხჳნებაჲ კაცისაჲ, რამეთუ უსჯულოდ გარდააქცევდეს უძლურთა, |
34:21 |
რამეთუ იგი თავადი არს, რომელი ხედავს საქმესა კაცთასა, და არა დაავიწყდა მას, რასა-იგი იქმან. |
34:22 |
არცა იყოს ადგილი დაფარვად მოქმედთა უსჯულოებისათა, |
34:23 |
რამეთუ არღარა განმამაკაცნეს, რამეთუ უფალი ყოველსა ხედავს, |
34:24 |
რომელი წარეწევის გამოუკულეველთა დიდებულთა და საკჳრველთა, რომელთა არა არს რიცხჳ, |
34:25 |
რომელმან იცნის საქმენი მათნი და გარდააქციოს ღამე, და დაამდაბლნეს. |
34:26 |
დაშრიტნა უღმრთონი, და სახილველ წინაშე მტერთა მათთა იქმნნეს. |
34:27 |
რამეთუ გარდაჰჴდეს სჯულისაგან ღმრთისა, და სამართალნი მისნი ვერ იცნნეს ყოფად. |
34:28 |
და მოაწია მათ ზედა ღაღადებაჲ გლახაკთა, და ჴმაჲ დავრდომილთა ისმინოს. |
34:29 |
და მან თავადმან დუმილი მოსცეს, და ვინმე დასაჯოს? დაიფაროს პირი, და ვინმე იხილოს იგი? და თესლთათჳს და კაცისათჳს ერთბამად. |
34:30 |
მეუფებს კაცი ორგული სიძნელისაგან ერისა, |
34:31 |
რამეთუ რომელმა ჰრქუას ძლიერსა: მოვიღე და არა ვიჴუთე თჳნიერ თავისა ჩემისა. |
34:32 |
ვიხილო, ხოლო შენ მიჩუენე მე, უკუეთუ სიცრუე რაჲმე ვქმენ, არღარა შევსძინო. |
34:33 |
ნუ შენგან მოიზღოს იგი? რამეთუ განიშორე და შენ მო-ვე-ელი, და არა მე და, რაჲ-იგი სცან, იტყოდე. |
34:34 |
ამისთჳს გონიერთა გულითა თქჳან ესე, ხოლო კაცმან ბრძენმან ისმინა სიტყუაჲ ჩემი. |
34:35 |
ხოლო იობ არა გულისჴმის-ყოფით იტყოდა და სიტყუანი მისნი არა მეცნიერებით იყვნეს. |
34:36 |
არა აგრე, არამედ ისწავე, იობ. ნუღარა ჰყოფ სიტყჳს-გებასა, ვითარცა უგნურნი, |
34:37 |
რათა არა შევძინოთ ცოდვასა ჩუენსა ზედა ცოდვაჲ. და უსჯულოებად შემერაცხოს ჩუენ ფრიად, რაჲ ვიტყოდით ჩუენ წინაშე ღმრთისა. |