9:1 |
მიუგო იობ და ჰრქუა: |
9:2 |
ჭეშმარიტად უწყი, რამეთუ ეგე ეგრე არს. ვითარმე უკუე იყოს კაცი მართალი წინაშე უფლისა? |
9:3 |
დაღათუ უნდეს სასჯელად მისა, არავე ისმინოს მისი, რათა არა სიტყუაუგოს მას ერთისა წილ სიტყჳსა მისისა ათასისაგან, |
9:4 |
რამეთუ ბრძენ არს გონებითა, ძლიერ არს და დიდ. ვინმე უკუე ფიცხელ იქმნა მის წინაშე და დაუთმო? |
9:5 |
რომელი დააძუელებს მთათა და არა იციან, რომელმან დააქცინის იგინი რისხვითა. |
9:6 |
რომელმან შეძრის ცაჲ ქუეშე საფარველითურთ და სუეტნი მისნი იძრვიედ. |
9:7 |
რომელმან უბრძანოს მზესა და არა აღმოჰჴდეს და ვარსკულავთა ზედა დაჰბეჭდოს. |
9:8 |
რომელმან გარდაართხნა ცანი მხოლომან და ვალს იგი ზღუასა ზედა, ვითარცა ჴმელსა. |
9:9 |
რომელმან შექმნა ჴომნი და მწუხრისა ვარსკვლავი და ურემ-ჴარნი და საუნჯე სამხრისაჲ. |
9:10 |
რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკულეველნი დიდებულნი და საკჳრველნი, რომელთა არა არს რიცხჳ. |
9:11 |
უკუეთუ ზედაგარდამჴდეს, მე ვერ ვიხილო, ანუ თუ თანაწარმჴდეს მე, ვერცა ეგრეთ ვცნა. |
9:12 |
უკუეთუ გარემიიქცეს, ვინ მოაქციოს? ანუ ვინ ჰრქუას მას ვითარმედ: რაჲ ეგე ჰყავ? |
9:13 |
რამეთუ მან თავადმან გარემიიქციოს რისხვაჲ და მის მიერ დამდაბლდეს ვეშაპნი იგი ცასა ქუეშე. |
9:14 |
უკუეთუ ისმინოს ჩემი უფალმან. ანუ თუ განსაჯნეს სიტყუანი ჩემნი? |
9:15 |
ვიყოღა თუ მართალ, არავე ისმინოს ჩემი, სამართალთა მისთა ვევედრებოდი. |
9:16 |
უკუეთუ ვხადოდი და ისმინოს, არავე მრწმენეს, ვითარმედ ისმინა ჩემი. |
9:17 |
ნუ წყუდიადითა შემმუსროს მე? რამეთუ მრავალი შემუსრვაჲ ყო ჩემ ზედა ცუდად. |
9:18 |
არა მიტევებს მე სულისა აღმოტევებად, რამეთუ აღმავსო მე სიმწარითა, |
9:19 |
და რამეთუ ძალითა ძლიერ არს, ვინმე უკუე განკითხვათა მისთა წინააღუდგეს? |
9:20 |
დაღათუ ვარ მართალ, პირი ჩემი უსჯულოვე არს, დაღათუ უბიწო ვარ, ეგრეთცა დრკუდვე გამოვჩნდე? |
9:21 |
უღმრთო თუ რაჲ ვქმენ, არა ვიცი სულითა ჩემითა, გარნა რამეთუ მიღებულ არს ცხორებაჲ ჩემი. |
9:22 |
ამისთჳს ვთქუ: დიდი და ძლიერი წარწყმიდის რისხვამან. |
9:23 |
რამეთუ უკეთურნი იგი სიკუდილითა განსაკჳრვებელითა მოისრნენ, რამეთუ მართალნი საცინელ იქმნეს. |
9:24 |
მიცემულ არიან იგინი ჴელთა უღმრთოთასა, პირი მსაჯულთა მისთაჲ დაფაროს, უკუეთუ არა, იგივე თავადი არს? |
9:25 |
ხოლო ცხორებაჲ ჩემი უმალეს არს მსრბოლისა, წარივლტოდეს და არა იხილეს. |
9:26 |
ანუ არს ნავისა კუალი გზისაჲ, ანუ თუ ორბისა მფრინვალისაჲ, რომელი ეძიებნ საჭმელსა? |
9:27 |
დაღათუ ვიტყოდე, და-ვე-მავიწყდის სიტყუად, დავიკიდო პირი ჩემი და სულთვითქუნე. |
9:28 |
და ვძრვიდე ყოველთა ასოთა ჩემთა. ვიცი, რამეთუ არა უბრალოდ განმიტეო მე. |
9:29 |
და რამეთუ ვარ მე უღმრთოჲ, რაჲსა არა მოვკუედი? |
9:30 |
გინა ღათუ ვიბანო თოვლითა და განვწმიდნე ჴელითა წმიდითა, ეგრეცა |
9:31 |
დიდად მწინკულითა შემღებე მე, მომიძაგა მე სამოსელმან ჩემმან, |
9:32 |
რამეთუ არა ხარ კაცი ჩემებრი, რომელსამცა სიტყუა-უგე, რათა მოვიდეთ ერთბამად სასჯელად. |
9:33 |
იყო ხოლო თუმცა ვინ შუამდგომელ და მამხილებელ და რომელმანცა ისმინა შორის ჩუენსა, |
9:34 |
განმაშორენ ჩემგან კუერთხი მისი და შიში მისი ნუ შემაძრწუნებნ მე. |
9:35 |
და არა მეშინოდის, არამედ ვიტყოდი, არა ეგრე შემიცნობიეს თავსა ჩემსა, რავდენ ესე. |