27:1 |
მერმე შესძინა იობ იგავით და თქუა: |
27:2 |
ცხოველ არს უფალი, რომელმან დამსაჯა ესრეთ და ყოვლისა მპყრობელი, რომელმან განამწარა სული ჩემი, |
27:3 |
ვიდრემდე საშუმინველი ესე ჩემი თანაღა იყოს და სული საღმრთოჲ, რომელ არს ცხჳრთა შინა ჩემთა. |
27:4 |
ნუ იტყჳედ ბაგენი ჩემნი უსჯულოებასა, არცა სული ჩემი იტყოდის სიცრუესა. |
27:5 |
ნუ იყოფინ, ვითარმცა მართლად გამოგაჩინენ თქუენ, ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა, რამეთუ არა განვიშორო უმანკოებაჲ ჩემი. |
27:6 |
სიმართლესა ვერჩდე და არა გარდავაქციო, რამეთუ არა შემიცნობიეს თავსა ჩემსა უსჯულოებაჲ საქმედ, |
27:7 |
არა ეგრე, არამედ დაღათუმცა იყუნეს მტერნი ჩემნი, ვითარცა დაქცევაჲ უღმრთოთაჲ და, რომელნი ჩემ ზედა აღდგომილ არიან, ვითარცა წარწყმედა უსჯულოთაჲ. |
27:8 |
და რაჲმე არს სასოებაჲ უღმრთოთაჲ, რამეთუ გულპყრობილ არს? ესვიდეს თუ უფალსა, გან-მე-ერესა? |
27:9 |
ანუ ვედრებაჲ მისი ისმინოს უფალმან? ანუ მო-ღა-უჴდეს მას ურვაჲ? |
27:10 |
აქუნდესმე რაჲ კადრებაჲ წინაშე მისა? გინათუ ხადოდის რაჲ მას, ისმინოს მისი? |
27:11 |
არამედ აწ გითხრა თქუენ, რაჲ-იგი ჴელსა შინა უფლისასა და რაჲ-იგი არს ყოვლისა მპყრობელისა თანა, არა ვტყუო. |
27:12 |
აჰა, ესერა, ყოველთა იცით, რამეთუ ცუდად და ამაოდ ზედადამესხმით მე. |
27:13 |
ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ, და მონაგები ძლიერთაჲ მოიწიოს ყოვლისა მპყრობელისა მიერ მათ ზედა. |
27:14 |
დაღათუ განმრავლდეს ძენი მათნი, საკლავადვე მიეცნენ, გინათუ განმწჳსნენ, პურისმთხოელ იქმნენ. |
27:15 |
ხოლო, რომელნი ცოცხალღა იყვნენ მათი, სიკუდილითა მოესრულნენ. ქურივნი მათნი არავინ შეიწყალოს, |
27:16 |
დაღათუ შეიკრიბოს ვითარცა მიწაჲ ვეცხლი და ზედა თიჴაჲ შეიკრიბოს ოქროჲ. |
27:17 |
ესე ყოველი მართალთა შეიკრიბონ და ფასი იგი მათი ჭეშმარიტად დაიპყრან. |
27:18 |
და იქმნა სახლი მისი ვითარცა მღილი და ვითარცა დედაზარდლი. მდიდარმან დაიძინა და არღარა შესძინოს, თუალნი მისნი აღიხილნა და არღარა არს, |
27:19 |
რამეთუ შეემთხჳნეს ვითარცა წყალნი სალმობანი და ღამე წარიღო იგი არმურმან. |
27:20 |
აღიღოს იგი სიცხემან და წარიღოს. |
27:21 |
და განაბნიოს იგი ადგილით თჳსით. |
27:23 |
და დაესხას მათ ზედა. და არა ერიდოს ჴელისაგან მისისა, სივლტოლით ივლტოდის, და იტყუელნეს მის ზედა ჴელნი მისნი და წარიღოს იგი ადგილით მისით. |