12:1 |
და სთქუა მას დღესა შინა: გაკურთხევ შენ, უფალო, მით, რამეთუ განმირისხენ მე, და გარემიიქციე გულისწყრომა შენი ჩემგან და შემიწყალე მე. |
12:2 |
აჰა, ღმერთი ჩემი, მაცხოვარი უფალი. და მოსავ ვიყო მისდამი და ვცხოვნდე მის მიერ. და არ შევიშინო მით, რამეთუ დიდებაჲ ჩემი და ქებაჲ ჩემი არს უფალი და მეყო მე მაცხოვარ. |
12:3 |
აღმოივსეთ წყალი მხიარულებითა წყაროთაგან ცხორებისათა. |
12:4 |
სთქუა მას დღესა შინა: უგალობდით უფალსა, ჴმა-ყავთ სახელი მისი, მიუთხრენით წარმართთა შორის დიდებულნი მისნი, მოიჴსენეთ, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი. |
12:5 |
საგალობელ-ყავთ სახელი უფლისაჲ, რამეთუ მაღალნი ქმნნა. მიუთხრენით ესენი შორის ყოვლისა ქუეყანისა. |
12:6 |
იხარებდით და იშუებდით დამკჳდრებულნი სიონს, რამეთუ ამაღლდა წმიდაჲ ისრაჱლისა, საშუალ მისსა. |