46:1 |
დაეცა ბილ, შეიმუსრა დაგონ. იქმნეს ქანდაკებულნი მათნი მჴეცად და საცხოვრად აღიხუნენ იგინი შეკრულნი, ვითარცა ტჳრთი მაშურალისა და მშიერისა, |
46:2 |
დაჴსნილისა, ვერშემძლებელისა ერთბამად, რომელნი ვერ შემძლებელ იქმნენ განრინებად ბრძოლისაგან, ხოლო იგინი თჳთ ტყუედ წარიხუნენ. |
46:3 |
ისმინეთ ჩემი, სახლო იაკობისაო და ყოველო ნეშტო ისრაჱლისაო, აღღებულთა მუცლითგან და განსწავლულთა სიყრმითგან |
46:4 |
ვიდრე სიბერემდე: მე ვარ და ვიდრემდის და-ცა-ჰბერდეთ, მევე ვარ, მიგითავსებ თქუენ. მე ვყავ და მე ულხინო, მე აღგამაღლნე და გაცხოვნნე თქუენ. |
46:5 |
ვის მამსგავსეთ მე? იხილეთ, მოიჴელოვნეთ ცთომილთა |
46:6 |
და შემკრებელთა ოქროსათა პავასიკისაგან ვეცხლსა სასწორისა მიერ, და აღსწონნეთ სასწორითა, და მომმიზდებელთა ოქროსმჭედლისათა შექმნნეს ჴელითქმნულნი და მოდრეკით თაყვანის-სცემენ მას. |
46:7 |
აღიღებენ მას მჴართა ზედა და ვლენან. და უკეთუ დადვან იგი მჴართა ზედა, ეგოს და არა შეიძრას, და ვინცავინ ჴმა-ყოს მისდამი, არ შეისმინოს, ძჳრთაგან ვერ იჴსნის იგი. |
46:8 |
მოიჴსენენით ესენი და სულთ-ითქუენით, შეინანეთ, ცთომილნი, მოიქეცით გულითა. |
46:9 |
და გეჴსენნედ პირველნი საუკუნითგანნი, რამეთუ მე ვარ ღმერთი და არა სხვა თჳნიერ ჩემსა. |
46:10 |
მიმთხრობელი პირველად უკუანასკნელთა წინავე ქმნისა მათისა, და ერთბამად შესრულდა და ვთქუ: ყოველი განზრახვა ჩემი დამტკიცდეს და ყოველნი, რაოდენნი განმიზრახვან, ვყვნე. |
46:11 |
მწოდებელნი აღმოსავალთათა მფრინველსა, და ქუეყანისაგან შორიელისა, რომელთათჳს განმზრახველი: და ვიტყოდეცა, და მოვიყვანე, და აღვაგე და ვყავ, მოვიყვანე იგი და წარვმართე გზა მისი. |
46:12 |
ისმინეთ ჩემი, რომელთა წარგიწყმედიეს გული შორიელთა სიმართლისაგან. |
46:13 |
მივაახლე სიმართლე ჩემი, და არღარა განშორდეს ჭეშმარიტება და მაცხოვარება ჩემმიერი არ მივამყოვრო, მივეც შორის სიონისა მაცხოვარება ისრაელისა სადიდებელად. |