64:1 |
უკეთუ განაღო ცაჲ, ძრწოლამან შეიპყრნეს შენგან მთანი. |
64:2 |
და დადნენ, ვითარცა ცჳლი დადნების ცეცხლისაგან; და შეწუნეს ცეცხლმან წინააღმდგომნი და საჩინო იყოს სახელი უფლისაჲ წინააღმდგომთა შორის, პირისაგან შენისა წარმართნი შეშფოთნენ. |
64:3 |
ოდეს ჰყოფდე დიდებულთა, ძრწოლამან შეიპყრნეს შენგან მთანი. |
64:4 |
საუკუნითგან არა გუესმა, არცა თვალთა ჩუენთა იხილეს ღმერთი თჳნიერ შენსა და საქმენი შენნი, რომელთა ჰყოფ მომლოდეთათჳს წყალობისათა, |
64:5 |
რამეთუ მიეგებოს მოქმედთა სიმართლისათა, და გზანი შენნი მოჴსენებულ იქმნენ. აჰა, შენ განრისხენ და ვცოდეთ ჩუენ, ამისთჳს შევსცეთით |
64:6 |
და ვიქმნენით, ვითარცა არაწმიდანი, ჩუენ ყოველნი და ვითარცა ძონძი დაშტანისაჲ, ყოველი სიმართლე ჩვენი. და დამოვსცჳვნით, ვითარცა ფურცელნი უსჯულოებათა ჩუენთათჳს. ესრეთ ქარმან წარმიხუნეს ჩუენ და არა არს მხდელი სახელისა შენისაჲ |
64:7 |
და მომჴსენებელი შედგომისა შენისა, რამეთუ მიიქციე პირი შენი ჩუენგან და გუამცენ ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს. |
64:8 |
და აწ, უფალო, მამა ჩუენი ხარ შენ, ხოლო ჩუენ თიჴა, საქმე ჴელთა შენთა ყოველნი. |
64:9 |
ნუ მრისხავ ჩუენ, უფალო, ფრიად და ნუ ჟამსა შინა მოიჴსენებ ცოდვათა ჩუენთასა. და აწ მოიხილე, უფალო, რამეთუ ერი შენი ვართ ჩუენ ყოველნი. |
64:10 |
ქალაქი წმიდისა შენისა იქმნა ოჴერ სიონი, ვითარცა ოჴერ იქმნა იერუსალიმი, |
64:11 |
საწყევარ სახლი წმიდაჲ ჩუენი და დიდებაჲ ჩუენი, რომელი აკურთხეს მამათა ჩემთა, იქმნა ცეცხლით მომწუარ და ყოველნი დიდებულებანი დაეცნეს. |
64:12 |
და ამათ ყოველთა ზედა თავს-იდევ, უფალო, და დაიდუმე და დამამდაბლენ ჩუენ ფრიად. |