65:1 |
საჩინო ვექმენ ჩემთა არმეძიებელთა. ვეპოე ჩემთა არგამომკითხველთა. ვარქუ: აქა ვარ! - ნათესავსა, რომელთა არა ხადეს სახელსა ჩემსა. |
65:2 |
განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ყოველსა დღესა ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა, რომელნი არა ვიდოდეს გზასა კეთილსა, არამედ შემდგომად ცოდვათა მათთა. |
65:3 |
ერი ესე განმაძჳნნებელი ჩემი წინაშე ჩემსა, მარადის ესენი აკუმევენ მტილებთა შინა და უკმევენ ალიზთა შინა |
65:4 |
ეშმაკთა, რომელნი არა არიან და საფლავთა შინა და ქუაბთა შინა დაიძინებენ სიზმართათჳს, რომელნი ჭამენ ჴორცსა ღორისასა და წუენსა ნაგებთასა, შეგინებულ არიან ყოველნი ჭურჭელნი მათნი |
65:5 |
რომელნი იტყჳან: შორს ჩემგან, ნუ შემომეხები მე, რამეთუ წმიდა ვარ. ესე კუამლი გულისა წყრომისა ჩემისაჲ, ცეცხლი აღატყდების მის შორის ყოველთა დღეთა. |
65:6 |
აჰა, დაწერილ არს წინაშე ჩემსა: არ დავიდუმო, ვიდრემდისცა მივაგო და კუალად ვაგე წიაღთა მათთა |
65:7 |
ცოდვანი მათნი და მამათა მათთანი ერთბამად, - იტყჳს უფალი, - რომელნი უკუმევდეს მთათა ზედა და ბორცუთა ზედა, მაყუედრეს მე; კუალად ვაგნე საქმენი მათნი წიაღსა მათსა. |
65:8 |
ესრეთ იტყჳს უფალი: ვითარსახედ იპოვების კუფხალი ტევანსა შინა და იტყჳან: ნუ განჰრყუნი მას, რამეთუ კურთხევა უფლისაჲ არს მის შორის, ეგრეთ ვყო მმონებელისათჳს ჩემისა, ამისათჳს არა წარვწყმიდნე ყოველნი, |
65:9 |
და გამოვიყვანო იაკობისაგან თესლი და იუდაჲსაგან და დაიმკჳდროს მთაჲ წმიდაჲ ჩემი, და დაიმკჳდრონ რჩეულთა ჩემთა და მონათა ჩემთა და დაეშენნენ მუნ. |
65:10 |
და იყვნენ მაღნარსა შინა ეზონი სამწყსოთანი და ჴევი აქორისი განსასუენებელად მროწეულთა ერისა ჩემისათა, რომელთა გამომიძიეს მე. |
65:11 |
ხოლო თქუენ, დამტევებელნი ჩემნი და დამვიწყებელნი მთისა წმიდისა ჩემისანი და განმზადებულნი ეშმაკისათჳს ტაბლისანი და აღმავსებელნი ბედისათჳს განზავებულისანი, |
65:12 |
მე განგცნე თქუენ მახჳლისა მიმართ, ყოველნი კლვითა დაეცნეთ, რამეთუ გიწოდე თქუენ და არ შეისმინეთ. ვიტყოდე და ურჩ იქმნენით და ჰყავთ ბოროტი წინაშე ჩემსა, და რომელნი არ მინდეს, გამოირჩიენით. |
65:13 |
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მმონებელნი ჩემნი ჭამდენ, ხოლო თქუენ გშიოდის. აჰა, მმონებელნი ჩემნი სუმიდენ, ხოლო თქუენ გწყუროდის. აჰა, მმონებელნი ჩემნი იშუებდენ, ხოლო თქუენ გრცხუენოდის. |
65:14 |
აჰა, მმონებელნი ჩემნი იხარებდენ მხიარულებით, ხოლო თქუენ ჰღაღადებდეთ ტკივილისათჳს გულისა თქუენისა და შემუსრვისაგან სულისა ჰვაებდეთ. |
65:15 |
რამეთუ დაუტევეთ სახელი თქუენი სამაძღროდ რჩეულთა ჩემთა, ხოლო თქუენ მოგსრავს უფალი, ხოლო მმონებელთა ჩემთა ეწოდოს სახელი ახალი, |
65:16 |
რომელი იკურთხოს ქუეყანასა ზედა. აკურთხევდენ ღმერთსა ჭეშმარიტსა და მფუცავნი ქუეყანასა ზედა ფუცვენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, რამეთუ დაივიწყონ ჭირი მათი პირველი და არა აღვიდეს გულსა ზედა მათსა, |
65:17 |
რამეთუ იყოს ცაჲ ახალი და ქუეყანა ახალი. და არღა მოიჴსენონ პირველთა მათ, არცა არა მოუჴდეს გულსა მათსა ზედა, |
65:18 |
არამედ შუებაჲ და მხიარულებაჲ პოონ მას შინა, რამეთუ, აჰა, მე ვჰყოფ იერუსალიმსა სიხარულად და ერსა ჩემსა შუებად. |
65:19 |
და ვიხარებდე იერუსალიმსა ზედა, და ვიშუებდე ერსა ჩემსა ზედა, და არღა ისმეს მის შორის მერმე ჴმაჲ ტირილისა, არცა ჴმაჲ ყივილისა. |
65:20 |
არცა იქმნეს მუნ უჟამოჲ და მოხუცებული, რომელმან არა აღავსოს ჟამი თჳსი, რამეთუ იყოს ჭაბუკი ასთა წელთა, ხოლო, რომელი მოკუდეს ცოდვილი, არა ასთა წელთა დაწყეულ იყოს. |
65:21 |
და აშენებდენ სახლთა, და იგინი დაემკჳდრნენ, დაჰნერგვიდენ ვენაჴთა, და იგინი ჭამდენ ნაყოფთა მათთა. |
65:22 |
და არა აღაშენნენ და სხვანი დაემკჳდრნენ, და-არა-ჰნერგვიდენ და სხვანი ჭამდენ, რამეთუ დღეთაებრ ხისა ცხოვრებისათა იყვნენ დღენი ერისა ჩემისანი, საქმეთა ნაშრომთა მათთასა დააძუელებენ, |
65:23 |
რამეთუ რჩეულნი ჩემნი არ დაშურებიან ცუდად, არცა შვილ-ისხმენ საწყევარად, რამეთუ თესლი კურთხეული არს ღმრთისა მიერ და შვილისწულნი მათნი მათ თანა იყუნენ. |
65:24 |
და იყოს, პირველ, ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს? |
65:25 |
მაშინ მგელნი და კრავნი ძოვდენ ერთბამად და ლომი, ვითარცა ჴარი ბზესა ჭამდეს. ხოლო გუელი ქუეყანასა, ვითარცა პურსა, და არა ავნებდენ, არცა განჰრყუნიდენ მთასა წმიდასა ჩემსა, - იტყჳს უფალი. |