52:1 |
აღდეგ, აღდეგ, სიონ! შეიმოსე ძალი შენი, სიონ! და შენ შეიმოსე დიდებაჲ შენი, იერუსალიმ, ქალაქმან წმიდამან! არღა მერმე შესძინოს განვლად შენ შორის დაუცუეთელმან და არაწმიდამან. |
52:2 |
განიყარე მტუერი და აღდეგ და დაჯედ, იერუსალიმ! განიძარცუე საკრველი ქედისა შენისა, ტყუემან ასულმან სიონისამან. |
52:3 |
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: მედად განისყიდენით და არა ვეცხლისა მიერ გამოიჴსნნეთ. |
52:4 |
ესრეთ იტყჳს უფალი: ეგჳპტედ შთავიდა ერი ჩემი პირველად მსხემობად მუნ და ასსურასტანელთადმი იძულებით მიყვანებულ იქმნეს. |
52:5 |
და აწ რად აქა ხართ? - ამათ იტყჳს უფალი: რამეთუ ერი ჩემი წარიტყუენა მედად, გიკჳრსყე და ჰვალალაებთ, - ამათ იტყჳს უფალი: თქუენ მიერ მარადის სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის. |
52:6 |
ამისთჳს ცნას ერმან ჩემმან სახელი ჩემი მას დღესა შინა, ვითარმედ მე ვარ თავადი, მეტყუელი: აქა ვარ. |
52:7 |
ვითარ შუენიერ არიან მთათა ზედა, ვითარცა ფერჴნი მახარებელისანი, სასმენელსა მშჳდობისასა, ვითარცა მახარებელისანი კეთილთა, რამეთუ სასმენელ-ვყო მაცხოვარებსა შენი, მეტყუელმან სიონისამან - იმეფოს ღმერთმან შენმან, |
52:8 |
რამეთუ ჴმაჲ მცველთა შენთაჲ ამაღლდა და ჴმითა ერთბამად იხარებდენ, რამეთუ თვალნი თუალთა მიმართ ხედვიდენ, ოდესცა შეიწყალოს უფალმან სიონი. |
52:9 |
ჴმა-ეცით სიხარული ერთბამად ოჴერთა იერუსალიმისათა, რამეთუ შეიწყალა უფალმან იგი და გამოიჴსნა იგი. |
52:10 |
და გამოაცხადოს უფალმან მკლავი თჳსი წმიდაჲ წინაშე ყოველთა წარმართთასა. |
52:11 |
და იხილონ ყოველთა მწუერვალთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისამიერი. განეშორენით, განეშორენით, გამოვედით მიერ, არაწმიდასა ნუ შეეხებით. გამოვედით საშუალ მისსა, განესაზღურენით მომღებელნი ჭურჭელთა უფლისათა, |
52:12 |
რამეთუ არა შფოთებით გამოხჳდეთ, არცა სივლტოლით ხჳდოდით, რამეთუ წინავიდოდის უპირველეს თქუენსა უფალი და რომელმან შეგკრიბნა თქუენ, ღმერთი ისრაჱლისა. |
52:13 |
აჰა, გულისხმა-ყოს ყრმამან ჩემმან და ამაღლდეს და იდიდოს და განიცხროს ფრიად, |
52:14 |
ვითარსახედ განკჳრდენ შენ ზედა მრავალნი, ეგრეთ უდიდებლობდეს კაცთაგან სახეები და დიდებაჲ შენი ძეთაგან კაცთასა. |
52:15 |
ესრეთ უკჳრდეს წარმართთა მრავლად მის ზედა და შეიყონ მეფეთა პირი მათი, რამეთუ რომელთა არა მიეთხრა მისთჳს, იხილონ და, რომელთა არა ესმა, გულისხმა-ყონ. |