38:1 |
და იყო მას ჟამსა შინა, მოუსუსურდა ეზეკია ვიდრე სიკუდიდმდე და მოვიდა მისსა ესაია, ძე ამოსისი, წინაწარმეტყუელი და თქუა მისდამი: ამათ იტყჳს უფალი: განაწესე სახლისათჳს შენისა, მოჰკუდები რამეთუ შენ, და არა სცხოვნდე. |
38:2 |
და მიიქცია ეზეკიამან პირი თჳსი კედლად მიმართ და ილოცა უფლისა მიმართ, |
38:3 |
მეტყუელმან: ჵ უფალო, მოიჴსენე, უფალო, ვითარ ვიდოდე წინაშე შენსა ჭეშმარიტებისა თანა გულისა მიერ ჭეშმარიტისა და სათნონი წინაშე შენსა ვყვენ. და ტიროდა ეზეკია ტირილსა დიდსა. |
38:4 |
და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ესაიას მიმართ, მეტყუელი: |
38:5 |
ვიდოდე და არქუ ეზეკიასა: ამათ იტყჳს უფალი, ღმერთი დავითის, მამისა შენისა: მესმა ლოცვისა შენისა და ვიხილნე ცრემლნი შენნი. აჰა, შევსძინე ჟამსა ზედა შენსა წელიწადი ათხუთმეტი. |
38:6 |
და ჴელისაგან მეფისა ასსურასტანელთასა გიჴსნა მე შენ, და მწედ ქალაქისა ამის შეწევნა-ვყო. |
38:7 |
ხოლო ესე შენდა სასწაულ უფლისა მიერ, ვითარმედ ყოს უფალმან სიტყვა ესე. |
38:8 |
აჰა, მოვაქცევ აჩრდილთა აღსავალთასა, რომელთა შთავიდა მზე ათთა ხარისხთა სახლისა მამისა შენისათა უკუნქცევად მზე ათთა ხარისხთა. და აღმოვიდა მზე ათთა აღსავალთა, რომელთა შთავიდა აჩრდილი. |
38:9 |
ლოცვაჲ ეზეკია მეფისა, რაჟამს დასნეულდა და აღდგა: |
38:10 |
მე ვთქუ სიმაღლესა შინა დღეთა ჩემთასა: წარვიდე ბჭეთა მიმართ ჯოჯოხეთისათა, დაუტევნე წელიწადნი ნეშტნი. |
38:11 |
ვთქუ: არღა მერმე არ ვიხილო მაცხოვარება ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა ცხოველთასა, არღა მერმე არ ვიხილო კაცი მერმე დამკჳდრებულთა თანა. |
38:12 |
მოვაკლდი ნათესაობისაგან ჩემისა, დაუტევე ნვშტი ცხორებისა ჩემისა, განვიდა და წარვიდა ჩემგან, ვითარცა დამშლელი კარავსა აღმართებულსა, სული ჩემი იქმნა ჩემ თანა, ვითარცა ქსელი მიზდურისა მიახლებულისა გამოკუეთად. |
38:13 |
მას დღესა შინა მივეცი ვიდრე განთიადმდე, ვითარცა ლომსა, ეგრეთ შემუსრნა ყოველნი ძუალნი ჩემნი, |
38:14 |
რამეთუ დღისაგან ვიდრე ღამისამდე მივეცი, ვითარცა მერცხალმან, ეგრეთ ჴმა-ვყავ, და ვითარცა ტრედმან, ეგრეთ ვიწუართე, რამეთუ მოაკლდეს თუალნი ჩემნი მიხედვასა ჩემსა ცად უფლისა მიმართ, რომელმან განმარინა მე და მომისპო ჩემი სალმობა სულისა. |
38:15 |
რასა ვიტყოდე, ანუ რასა მეტყოდეს, ოდესცა იქმოდეს, რამეთუ მან განაგო ყოველნი წელიწადნი ჩემნი სიმწარით სულნი ჩემნი. |
38:16 |
უფალო, რამეთუ მისთჳს მიგეთხრა შენ და აღადგინე ცხორება ჩემი და ნუგეშინისცემული ვცხონდი. |
38:17 |
აჰა, მშჳდობა ჩემი მიიქცა სიმცირედ, ულხინე სულსა ჩემსა, რაჲთა არა წარწყმდეს, და განჰყარენ უკუანაგან ჩემსა ყოველნი ცოდვანი ჩემნი, |
38:18 |
რამეთუ არა ჯოჯოხეთისშინანი გაქებდენ შენ, არცა მომკუდარნი გაკურთხევდენ შენ, არცა ესვიდენ ჯოჯოხეთისშინანი მოწყალებასა შენსა. |
38:19 |
ცოცხალნი გაკურთხევდენ შენ ვითარსახედ და მე, რამეთუ დღესითგან ყრმანი ვქმნნე, რომელნი მიუთხრობდენ სიმართლესა შენსა. |
38:20 |
უფალო მაცხოვარებისა ჩემისაო; და არა დავსცხრე მაკურთხეველი შენი საფსალმონისა თანა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა წინაშე სახლისა ღმრთისა. |
38:21 |
და თქუა ესაია ეზეკიას მიმართ: მოიღე კუერი ლეღუთაგან, და დაგალე და იცხე და მრთელ იყო. და თქუა ეზეკიამან: ესე სასწაული, რამეთუ აღვიდე მე სახიდ უფლისა ღმრთისა? |