43:1 |
და აწ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ, იაკობ, რომელმან აღგზილა შენ, ისრაჱლ: ნუ გეშინინ, რამეთუ გამოგიჴსენ შენ, გიწოდე სახელი შენი, ჩემი ხარ შენ. |
43:2 |
და უკეთუ განხჳდე შორის წყლისა, შენ თანა ვარ და მდინარენი არ წარგღუნიან შენ. და უკეთუ განხჳდე შორის ცეცხლისა, არა დაიწუე, ალმან არ შეგწუას შენ, |
43:3 |
რამეთუ მე, უფალი ღმერთი შენი, წმიდაჲ ისრაილისა, მაცხოვნებელი შენი, ვყავ შენდა ნაცვალ ეგჳპტე და ეთიოპია და სჳლინე შენ წილ. |
43:4 |
ვინათგან პატიოსან იქმენ წინაშე ჩემსა, იდიდე და მე შეგიყვარო შენ და მივსცნე კაცნი მრავალნი შენ ძლით და მთავარნი თავისა წილ შენისა. |
43:5 |
ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ, აღმოსავალთაგან მოვიყვანო თესლი შენი და დასავალთაგან შეგკრიბო შენ. |
43:6 |
ვრქუა ბღუარსა: მოიყვანენ! და ჩრდილოსა: ნუ აყენებ, მოიყვანენ შვილნი ჩემნი ქუეყანისაგან შორიელისა და ასულნი ჩემნი მწუერვალისაგან ქუეყანისასა, |
43:7 |
ყოველნი, რავდენნი ზედწოდებულან სახელითა ჩემითა! რამეთუ დიდებისა მიერ ჩემისა შევჰმზადე იგი და შევქმენ იგი. |
43:8 |
და გამოვიყვანე ერი ბრმა და თუალნი მათნი, ვითარცა თჳთ იგინი, არიან ბრმა, ყურთა ყრუთა მქონებელნი. |
43:9 |
ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად და შეკრბენ მთავარნი მათგან; ვინ მიუთხრნეს ესენი? ანუ დასაბამითგანნი ვინ მიგითხრნეს თქუენ? მოიყვანედ მოწამენი მათნი და განმართლდედ, და ისმინედ და თქუედ ჭეშმარიტი. |
43:10 |
მექმნენით მე მოწამე. და მე მოწამე ვარ, - იტყჳს უფალი ღმერთი, - და ყრმა, რომელი გამოვირჩიე, რათა სცნათ და გრწმენესყე და გულისხმაჰყოთ, ვითარმედ მე ვარ. წინასწარ ჩემსა არა იყო სხვა ღმერთი და შემდგომად ჩემსა არა იყოს. |
43:11 |
მე ვარ ღმერთი და არა არს თჳნიერ ჩემსა მაცხოვნებელი. |
43:12 |
მე მიუთხარ და ვაცხოვნე, ვაყუედრე და არა იყოს თქუენ შორის უცხოჲ, თქუენ ჩემდა მოწამე. |
43:13 |
და მე უფალი ღმერთი მერმეცა დასაბამითგან, და არა არს, რომელმან განარინოს ჴელთაგან ჩემთა. ვყო, ვინ გარემიაქციოს იგი. |
43:14 |
ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მჴსნელი თქუენი, წმიდაჲ ისრაჱლისა: თქუენ ძლით მივავლინო ბაბილონდ, და აღვადგინნე მეოტნი ყოველნი და ქალდეველნი ნავებითა შეიკრნენ. |
43:15 |
მე ვარ უფალი ღმერთი, წმიდაჲ თქვენი, რომელმან ვაჩუენე ისრაელი. |
43:16 |
ესრეთ იტყჳს უფალი, რომელმან მისცა გზა ზღუასა ზედა და წყალსა ზედა ძლიერსა ალაგი, |
43:17 |
გამომყვანებელი ეტლებისა და ცხენისა და ერისა ძლიერისა: არამედ დაიძინეს და არა აღდგენ, დაშრტეს, ვითარცა პატრუკი დაშრეტილი. |
43:18 |
ნუ მოიჴსენებთ პირველთა და დასაბამისთასა ნუ ჰგულისსიტყუავთ. |
43:19 |
აჰა, მე ვჰყოფ ახალთა, და აღმოჰჴდეს და სცნათ და ვყო უდაბნოს შინა გზა. და ურწყულსა შინა მდინარენი. |
43:20 |
მაკურთხევდენ მე ნადირნი ველისანი, სირინოსნი და ასულნი სირთანი, რამეთუ მივეც შორის უდაბნოსა წყალი და მდინარენი შორის ურწყულისა სუმად ნათესავისა ჩემისა რჩეულისა, |
43:21 |
ერისა ჩემისა, რომელი ვიღვაწე, სათნოებათა ჩემთა მიუთხრობდით. |
43:22 |
და არა აწ გიწოდე შენ, იაკობ, არცა მემაშურალე-გყავ შენ, ისრაჱლ! |
43:23 |
არა მომგუარენ მე ცხოვარნი ყოვლად დასაწუელისა შენისანი, არცა მსხუერპლთა მიერ შენთა გადიდებენ, არცა დაგამონე შენ მსხუერპლთა მიერ, არცა მემაშურალე-გყავ შენ გუნდრუკისა მიერ, |
43:24 |
არცა მომიგე მე ვეცხლითა საკუმეველი, არცა ცმელსა მსხუერპლთა შენთასა გული მითქუმიდა, არამედ ცოდვათა შინა შენთა და უსამართლოებათა შინა შენთა წარმოსდეგ შენ. |
43:25 |
მე ვარ, მე ვარ იგივე აღმჴოცელი უშჯულოებათა შენთა და ცოდვათა შენთა, და არა მოვიჴსენნე. |
43:26 |
ხოლო შენ მოიჴსენენ და განვისაჯნეთ ერთბამად. იტყოდვ შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რაჲთა განმართლდე. |
43:27 |
მამათა შენთა პირველთა და მთავართა თქუენთა იუსჯულოეს ჩემდამო, |
43:28 |
და შეაგინნეს მთავართა წმიდანი ჩემნი. და მივეც იაკობი წარსაწყმედელად და ისრაილი საყუედრელად. |