კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ესაია »
ესაია 1
ესაია 2
ესაია 3
ესაია 4
ესაია 5
ესაია 6
ესაია 7
ესაია 8
ესაია 9
ესაია 10
ესაია 11
ესაია 12
ესაია 13
ესაია 14
ესაია 15
ესაია 16
ესაია 17
ესაია 18
ესაია 19
ესაია 20
ესაია 21
ესაია 22
ესაია 23
ესაია 24
ესაია 25
ესაია 26
ესაია 27
ესაია 28
ესაია 29
ესაია 30
ესაია 31
ესაია 32
ესაია 33
ესაია 34
ესაია 35
ესაია 36
ესაია 37
ესაია 38
ესაია 39
ესაია 40
ესაია 41
ესაია 42
ესაია 43
ესაია 44
ესაია 45
ესაია 46
ესაია 47
ესაია 48
ესაია 49
ესაია 50
ესაია 51
ესაია 52
ესაია 53
ესაია 54
ესაია 55
ესაია 56
ესაია 57
ესაია 58
ესაია 59
ესაია 60
ესაია 61
ესაია 62
ესაია 63
ესაია 64
ესაია 65
ესაია 66

« ესაია 57 [BIB - xx] »
57:1 იხილეთ, ვითარ წარწყმდა მართალი, და არა ვინ მოელის გულითა და კაცნი მართალნი აღიხუმიან, და არა ვინ გულისხმა-ჰყოფს, რამეთუ პირისაგან სიცრუისასა აღებულ არს მართალი.
57:2 იყოს მშჳდობით დაფლვაჲ მისი, აღღებულ არს შორისისაგან.
57:3 ხოლო თქუენ, მოიყვანეთ აქა, ძენო უსჯულონო! თესლნო მემრუშისა და მეძვისანო!
57:4 ვისსა შორის იშუებდით და ვისსა შორის აღაღეთ პირი თქუენი? და ვისსა ზედა განსძართ ენაჲ თქუენი? არა თქუენ ხართა შვილნი წარწყმედისანი, ნათესავნი უსჯულონი,
57:5 რომელნი ევედრებოდეს კერპთა ხეთა ქუეშე ვარჯოვანთა, დამფლველნი შვილთა თქუენთანი ჴევთა შინა და შორის უვალ კლდეთასა,
57:6 ადგილსა ლეღოვანსა? იგი შენდა ნაწილ, ესე შენდა სამკჳდრებელ. მათ განუფენდ მსხუერპლებსა, და მათ მიართუემდ საკლველებსა. ამათ ზედა უკუე არ განვრისხნეა? - იტყჳს უფალი, -
57:7 მთასა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, მუნ საწოლი შენი და მუნ აღიხუენ მსხუერპლნი შენნი.
57:8 და უკანა წყირთლთა კარისა შენისათა დაჰსხენ საჴსენებელნი შენნი მგონებელმან, ვითარმედ, უკეთუ განსდგე ჩემგან, უმეტესი რაჲმე გაქუს. შეიყუარენ მძინარნი შენ თანა და განამრავლე სიძვაჲ შენი მათ თანა.
57:9 და მრავალნი ჰყუენ მრუშებად შორიელნი შენგან. მიავლინენ მოციქულნი მიერ კერძო საზღუართა შენთა და გარემიიქეც და დაჰმდაბლდი ვიდრე ჯოჯოხეთამდე.
57:10 მრავალგზობათა შენთა დაჰშუერ და არა სთქუ: დავსცხრე. განძლიერებული იქმოდე ამათ, ამისთჳს არმემოქენე მე.
57:11 შენ ვისგან წიწნეულსა შეგეშინა? და მეცრუე მე, და არ მომიჴსენე მე, არცა მომიღე მე გაგონებისა შორის შენისა, არცა გულისა შორის შენისა, და მე, მხილველი შენი, უგულებელს-გყოფ და ჩემგან არ შეიშინე.
57:12 და მე მიუთხრობ სიმართლესა ჩემსა და ძჳრთა შენთა, რომელთა არარაჲ გარგონ შენ.
57:13 ოდეს ჴმა-ჰყო, განგარინედ შენ ჭირსა შინა შენსა, რამეთუ ესე ყოველნი ქარმან მიიხუნეს და არარა-ყუნეს იგინი ნიავქარმან, ხოლო შემოდგომილთა ჩემთა მოიგონ ქუეყანაჲ და დაიმკჳდრონ მთა წმიდაჲ ჩემი.
57:14 და თქუენ განწმიდენით პირისაგან მისისა გზანი და აღიღეთ საბრჴე გზისაგან ერისა ჩემისა.
57:15 ამათ იტყჳს უფალი მაღალი, მაღალთა შინა დამკჳდრებული, საუკუნე წმიდაჲ წმიდათა შორის, სახელი მისი უფალი მაღალი, წმიდათა შორის განსუენებული და სულმოკლეთა მიმცემელი სულგრძელებისა და მიმცემელი ცხორებისა შემუსრვილთა გულითა.
57:16 არა საუკუნომდე შურ-ვიგო თქუენგან, არცა მიმდემად განგარისხნე თქუენ, რამეთუ სული ჩემგან გამოვიდეს და მშჳნვაჲ ყოველი მე შევქმენ.
57:17 ცოდვისათჳს მცირისა შევაწუხე იგი და დავეც იგი, და მივიქციე პირი ჩემი მისგან, და შეწუხნა და ვიდოდა მჭმუნვარე წინაშე ჩემსა, გზათა შორის გულისა მისისათა.
57:18 გზანი მისნი ვიხილენ, და განვკურნე იგი და ნუგეშინის-ვეც მას. და მივეც მას ნუგეშინის-ცემა ჭეშმარიტი მგლოვარეთა მათ.
57:19 დავბადე ნაყოფი მშჳდობაჲ მშჳდობასა ზედა, რომელნი ახლოს და რომელნი შორს არიან. და თქუა უფალმან: განვკურნნე იგინი.
57:20 ხოლო ცრუნი, ვითარცა ზღუაჲ აღდუღებული, ეგრეთ იღელვებოდიან და განსუენებად ვერ შემძლებელ იყუნენ.
57:21 არა არს სიხარული უთნოთა, - იტყჳს უფალი ღმერთი.

© 2010, გია შერვაშიძე