40:1 |
ნუგეშინის-სცემდით, ნუგეშინის-სცემდით ერსა ჩემსა, - იტყჳს უფალი. |
40:2 |
მღდელნი ეტყოდეთ გულსა იერუსალემისასა: ნუგეშინის-ეცით მას, რამეთუ აღივსო სიმდაბლე მისი, რამეთუ დაჴსნილ არს ცოდვა მისი, რამეთუ შეიწყნარნა ჴელისაგან უფლისა მრჩობლნი ცოდვანი მისნი. |
40:3 |
ჴმაჲ მღაღადებელისა უდაბნოსა შინა: განჰმზადეთ გზა უფლისაჲ, წრფელ-ყვენით ალაგნი ღმრთისა თქუენისანი. |
40:4 |
ყოველი ჴევი აღივსოს და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდეს, და იყვნენ ყოველნი გულარძნილნი წრფელად და ღირღოანნი გზებად ვაკებად. |
40:5 |
და გამოჩნდეს დიდება უფლისაჲ და იხილოს ყოველმან ჴორცმან მაცხოვარება ღმრთისაჲ, რამეთუ უფალი იტყოდა: |
40:6 |
ჴმამან მღაღადებელისამან ჴმა-ყავ და თქუ: რაჲ ჴმა-ვყო? ყოველი ჴორცი თივა და ყოველი დიდებაჲ კაცისა, ვითარცა ყუავილი თივისა. |
40:7 |
განჴმა თივა და ყუავილი დამოსცჳვა, რამეთუ სულმან უფლისამან განვლო მის შორის, რამეთუ მართლიად თივა არს ერი ესე. |
40:8 |
განჴმა თივა და ყუავილი დამოცჳვა, ხოლო სიტყვა ღმრთისა ჩუენისა ჰგიეს უკუნისამდე. |
40:9 |
მთასა ზედა მაღალსა აღვედ მახარებელი სიონისა, აღიმაღლე ძალითა ჴმაჲ შენი მახარებელმან იერუსალიმისამან. აღამაღლეთ, ნუ შეშინდებით მეტყუელნი ქალაქთა იუდაჲსთანი. |
40:10 |
აჰა, ღმერთი ჩუენი. აჰა, უფალი, უფალი ძალისა თანა მოვალს და მკლავი უფლებისა თანა. აჰა, სასყიდელი მისი მის თანა და საქმე წინაშე მისსა, |
40:11 |
ვითარცა მწყემსი მწყსიდეს სასამწყსოსა მისსა და მკლავითა მისითა შეკრიბნეს კრავნი. და მუცელქმნულთა ნუგეშინის-სცეს. |
40:12 |
ვინ აღწყო ჴელითა წყალი და ცაჲ მტკავლითა და ყოველი ქუეყანა მჯიღითა? ვინ აწონნა მთანი სასწორითა და ბორცუნი უღლითა? |
40:13 |
ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ მისსა იქმნა, რომელმანცა მოზავებულ-ყო იგი? |
40:14 |
ანუ რასამე მიმართ განაზრახა და მოაზავა იგი, ანუ ვინ უჩუენა მას მშჯავრი, ანუ გზაჲ გულისხმის-ყოფისა ვინ უჩუენა მას? ანუ ვინ წინაწარ მისცა მას, და ნაცვლად მიეგოს მას? |
40:15 |
უკეთუ ყოველნი წარმართნი, ვითარცა ნაწუეთნი კარდალისაგან, და, ვითარცა წამი სასწორისა, შეირაცხნეს და, ვითარცა ნერწყუა, შეირაცხნენ. |
40:16 |
ხოლო ლიბანე ვერ კმა არს საგზებელად და ყოველნი ოთხფერჴნი ვერ კმა ყოვლად დასაწუველად. |
40:17 |
და ყოველნი წარმართნი, ვითარცა არარაჲ არიან და არარა სადმე შეირაცხნეს. |
40:18 |
ვის მიამსგავსეთ უფალი და რასა მსგავსებასა ამსგავსეთ იგი? |
40:19 |
ნუ ხატი შექმნა ხურომან? ანუ ოქრომჭედელმან, გამომდნობელმან ოქროსამან, მოოქროვილ-ყო იგი? მსგავსება შეჰმზადა იგი, |
40:20 |
რამეთუ ულპოლველსა ხესა გამოარჩევს ხუროჲ და სიბრძნით ეძიებს, ვითარ აღჰმართოს მისი ხატი? და რაჲთა არა იძრვოდის, |
40:21 |
არა სცანთა, არა გესმაყე, არა მიგეთხრა დასაბამითგან თქუენ, არა სცნეთ საფუძველნი ქუეყანისანი? |
40:22 |
რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისანი და დამკჳდრებულნი მას ზედა, ვითარცა მკალნი, რომელმან დაადგინა, ვითარცა კამარა, ცაჲ და გადაართხნა, ვითარცა კარავი დამკჳდრებად, |
40:23 |
რომელმან მისცნა მთავარნი არარასა მიმართ მთავრობად, ხოლო ქუეყანა, ვითარცა არარაჲ, შექმნა, |
40:24 |
რამეთუ არა ნუ სთესვიდენ, არცა არ დაჰნერგონ, არცა არ განძირნეს ქუეყანად ძირი მათი. მოჰბეროს მათ ზედა და განჴმეს, და ნიავქარმან, ვითარცა ქარქუეტნი, აღიხუნეს იგინი. |
40:25 |
აწ უკუე რასა მამსგავსეთ მე? და ავმაღლდე, იტყჳს წმიდაჲ, |
40:26 |
აღიხილენით სიმაღლედ მიმართ თვალნი თქუენნი, და იხილეთ, ვინ აჩუენნა ესე ყოველნი, გამომყვანებელმან რიცხჳსაებრ სოფლისა თჳსისამან. ყოველთა სახელით უწოდის მრავლისაგან დიდებისა და სიმტკიცისა ძლიერებისასა, არარა შეგცილდა შენ, |
40:27 |
რამეთუ ნუ იტყჳ, იაკობ, და რაჲ იზრახე, ისრაილ? დაეფარა გზა ჩემი ღმრთისაგან. და ღმერთმან ჩემმან მშჯავრი ჩემი მიმიღო და განმეშორა. |
40:28 |
და აწ არა სცნა, არა თუმცა გესმა ღმერთი საუკუნე, ღმერთმან, რომელმან შეჰმზადნა კიდენი ქუეყანისანი, არ მოემშიოს, არცა დაშურეს, არცა არს მოპოვნება ცნობიერებისა მისისა, |
40:29 |
მიმცემელი მშიერთა ძალსა და არლმობილთა მწუხარებასა, |
40:30 |
რამეთუ მშიერ იქმნენ ჭაბუკნი, და დაშურენ ჭაბუკანი, და რჩეულნი უძალო იყვნენ, |
40:31 |
ხოლო მოთმინეთა ღმრთისათა იცვალონ ძალი, ფრთეცენებულ იქმნენ, ვითარცა არწივნი; რბიოდიან და არა დაშურენ, ვიდოდიან და არ შეემშიოს. |