59:1 |
ნუ ვერშემძლე არსა ჴელი უფლისაჲ ცხოვნებად შენდა? ანუ დაამძიმა ყური თჳსი არსმენად. |
59:2 |
არამედ ცოდვანი თქუენნი განსწვალებენ შორის თქუენსა და ღმრთისა, და ცოდვათა თქუენთათჳს მიიქცია პირი თჳსი თქუენგან არშეწყალებად, |
59:3 |
რამეთუ ჴელნი თქუენნი შებღალულ არიან სისხლითა და თითნი თქუენნი ცოდვათა შინა, ხოლო ბაგეთა თქუენთა თქუეს უსჯულოებაჲ და ენაჲ თქუენი სიცრუესა იწურთიდა. |
59:4 |
არც ერთი იტყჳს სიმართლეთა, არცა არს სასჯელი ჭეშმარიტი. მოსავ იქმნეს ამაოთა მიმართ და ზრახვენ ცუდთა, რამეთუ მიუდგებიან ტკივილსა და შობენ უსჯულებასა. |
59:5 |
კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს და ქსელსა დედაზარდლისასა ქსოენ, და მგულებელმან კუერცხთა მათთა ჭამისამან შე-რა-მუსრნა, ღრიაკალი პოვა და მას შინა ვასილისკოსი. |
59:6 |
ქსელი მათი არ იყოს შესამოსლად, არცაღა გარემოისხან საქმეთაგან მათთა, რამეთუ საქმენი მათნი საქმე უსჯულოებისა, |
59:7 |
ხოლო ფერჴნი მათნი უკეთურებასა შინა რბიან, მალენი დათხევად სისხლსა უმიზეზოსა, და გულისსიტყუანი მათნი გულისსიტყუანი უცნობოთანი, შემუსრვაჲ და საარსებულება გზათა შორის მათთა. |
59:8 |
და გზაჲ მშჳდობისა არა უწყიან და არა არს მსჯავრი გზათა შინა მათთა, რამეთუ ალაგნი მათნი გულარძნილ არიან, რომელთა მოგზაურობენ და არა უწყიან მშჳდობაჲ. |
59:9 |
ამისთჳს განეყენა სამართალი მათგან და არა ეწიოს მათ სიმართლე. მორა-ელოდეს იგინი ნათელსა, იქმნა მათდა ბნელი. მომლოდენი ცისკრისანი უჟამოსა შინა ვიდოდეს. |
59:10 |
ეძიებენ, ვითარცა ბრმაჲ, კედელსა და, ვითარცა არმქონებელნი თუალთანი. ეძიებენ. დაეცნენ შუასამხრის, ვითარცა შუაღამე, ვითარცა მოსიკუდიდნი, სულთითქუმენ, |
59:11 |
ვითარცა დათჳ და ვითარცა ტრედი, ერთბამად ვიდოდიან. ვჰგებდით მსჯავრსა და არა არს მაცხოვარება, შორად განდგა ჩუენგან, |
59:12 |
რამეთუ მრავალ არს უსჯულოება ჩუენი წინაშე შენსა, და ცოდვანი ჩუენნი აღმიდგეს ჩუენ, რამეთუ უსჯულოებანი ჩუენნი ჩუენ შორის და სიცრუენი ჩუენნი ვცნენით. |
59:13 |
ვიუთნოეთ, ვეცრუენით უფალსა, განუდეგით წინაშედგომისაგან ღმრთისა ჩუენისა. ვზრახენით ცრუნი და ვიურწმუნოეთ, მიუდეგით და ვიწუართენით გულისაგან ჩუენისა სიტყუანი ცრუნი. |
59:14 |
და განვდეგით უკანაგან მსჯავრისა, და სიმართლე შორად განგუწუართა, რამეთუ განკფდა გზათა შორის მათთა ჭეშმარიტებაჲ და უგულარძნილოსა მიერ ვერ ეძლო განვლად. |
59:15 |
და ჭეშმარიტებაჲ მოეღო და გარდააქციეს გაგონება მათი გულისხმისყოფისაგან, და იხილა უფალმან და არა სთნდა მას, რამეთუ არა იყო მსჯავრი. |
59:16 |
და იხილა და არა იყო მამაკაცი, და განიცადა და არა იყო შემწე, და მიაგო მათ მკლავითა თჳსითა და მოწყალება დაამტკიცა. |
59:17 |
და შეიმოსა სიმართლე; ვითარცა ჭაჯუ-ჭური, და გარემოიდვა თავის გარემო, ჩაფხუტი მაცხოვარებისა თავსა ზედა მისსა, და მოიბლარდნა შესამოსელი შურისძიებისა და გარემოსასხმელი, ვითარცა შურის-გებაჲ, |
59:18 |
და ყუედრება წინააღმდგომთა, და ჭალაკთა შური იძიონ შურის-გებითა. |
59:19 |
და ეშიშვოდიან დასავალითნი სახელსა უფლისასა და მზისაღმოსავალითნი სახელსა დიდებულისასა, რამეთუ მოვიდეს, ვითარცა მდინარე მაიძულებელი, რისხვაჲ უფლისა მიმართ, მოვიდეს გულისწყრომისა თანა. |
59:20 |
და მოვიდეს სიონისათჳს მჴსნელი და გარეწარაქციოს უთნოობაჲ იაკობისაგან, - იტყჳს უფალი. |
59:21 |
და ესე არს ჩემ მიერ აღთქმა მათდა, - თქვა უფალმან, - სული ჩემი, რომელი არს შენ ზედა და სიტყუანი, რომელნი მივსცენ პირსა შენსა, არა მოაკლდენ პირისაგან შენისა და პირისაგან თესლისა შენისა, - თქუა უფალმან, - ამიერითგან და საუკუნოდმდე. |