42:1 |
იაკობ, ყრმა ჩემი, შევეწიო მას. ისრაილ, რჩეული ჩემი, შეიწყნარა იგი სულმან ჩემმან. მივეც სული ჩემი მის ზედა. სამართალი წარმართთა გამოართუას. |
42:2 |
არ ღაღადებდეს, არცა დააცადოს, არცა სასმენელ იქმნეს გარვ ჴმაჲ მისი. |
42:3 |
ლელწამი განტეხილი არა შემუსროს და პატრუკი მკუმოლვარე არა დაშრიტოს, |
42:4 |
არამედ ჭეშმარიტებად გამოიღოს მშჯავრი. განაბრწყინვოს და არ მოესრულოს, ვიდრემდის დადვას ქუეყანასა ზედა მშჯავრი, და სახელისა მიმართ მისისა წარმართნი ესვიდენ. |
42:5 |
ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ და დაამტკიცა იგი და დაამყარა იგი და მისშორისნი და მისცა ერსა მისსა სამშჳნველი, რომელი არს მას ზედა, და სული ყოველთა მთრგუნველთა მისთა. |
42:6 |
მე, უფალმან ღმერთმან, გიწოდე შენ სიმართლისა მიერ, და გიპყრა ჴელისა შენისა, და განგაძლიერო შენ. და მიგცე შენ აღთქუმად ნათესავსა, ნათლად წარმართთა, |
42:7 |
განხუმად თუალებსა ბრმათასა და გამოყვანებად საკრველთაგან შეკრულთა, და სახელისაგან საპყრობილისა მსხდომარეთა ბნელსა შინა. |
42:8 |
მე ვარ უფალი ღმერთი, ესე არს სახელი ჩემი. დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცე, არცა სათნოებანი ჩემნი წახნაგებულთა. |
42:9 |
დასაბამისანი, აჰა, მოვიდეს და ახალთა მე მიუთხრობ, და პირველ მითხრობისა განგეცხადა თქუენ. |
42:10 |
უგალობეთ უფალსა გალობა ახალი, მთავრობა მისი ადიდეთ, სახელი მისი კიდითგან ქუეყანისათ შთამავალთა ზღუად და მცურვალეთა მისთა, ჭალაკთა და მკჳდრთა მათთა. |
42:11 |
იშუებდინ უდაბნოჲ, არვე და დამკჳდრებულნი კიდარისანი, იშუებდენ დამკჳდრებულნი კლდისანი, მწუერვალისაგან მთათასა ჴმა-ყონ, |
42:12 |
მისცენ ღმერთსა დიდებაჲ, სათნოებათა მისთა ჭალაკთა შორის მიუთხრობდენ. |
42:13 |
უფალი ღმერთი ძალთა გამოვიდეს და შემუსროს ბრძოლაჲ, აღადგინოს შური. და ჴმა-ყოს მტერთა მისთა ზედა ძალისათა: |
42:14 |
დავდუმენ ნუ მარადისცა ვდუმნე და თავს-ვიდვა, მოვითმინე, ვითარცა მშობიერმან, განვაცჳბრო და განვაჴმო ერთბამად. |
42:15 |
და დავსხნე მდინარენი ჭალაკებად და მწყურნებნი განვაჴმნე. |
42:16 |
და მოვიყვანნე ბრმანი გზასა ზედა, რომელსა არა იცნობდეს, და ალაგნი, რომელნი არა იცნოდეს. მთრგუნველ-ვყვნე იგინი, ვყო ბნელი მათი ნათლად და გულარძნილნი წრფელად; ესე სიტყუანი ვყუნე და არ დაუტევნე იგინი. |
42:17 |
ხოლო იგინი გარემიიქცეს მართლუკუნ, შერცხუედ სირცხჳლი მოსავთა ქანდაკებულთა მიმართ, რომელნი ეტყჳთ გამოდნობილთა: თქუენ ხართ ღმერთნი ჩუენნი. |
42:18 |
ყრუთა ისმინეთ და ბრმათა აღიხილენით ხედვად. |
42:19 |
და ვინ არს ბრმა, არამედ ყრმანი ჩემნი და ყრუ, არამედ რომელნი ეუფლებიან მათ? და დაბრმეს მონანი ღმრთისანი. |
42:20 |
ხოლო იხილეთ მრავალგზის, და არა დაიცევით. განხმულ არიან ყურნი და არა ისმინეთ. |
42:21 |
უფალსა ღმერთსა ენება, რაჲთა განმართლდეს და განადიდოს ქება. |
42:22 |
და ვიხილე და იყო ერი წარტყუენულ და მიმოდატაცებულ, რამეთუ საბრჴე საუნჯეთა შინა ყოვლით კერძო და სახლთა შინა ერთბამად, სადა დამალნეს იგინი, იქმნა საიავროდ და არა იყო განმარინებელი ნატაცები, და არა იყო, რომელმან თქვას: უკუნეც. |
42:23 |
ეინ არს თქვენ შორის, რომელმან ყურად-იხუნეს ესენი? შეისმინეთ ზედმომავალთა შინა. |
42:24 |
ვინ მისცა დასატაცებელად იაკობი და ისრაელი წარმტყუენველთა მისთა? არა ღმერთმან, რომელსა შესცოდეს მას და არა ინებებდეს გზათა შინა მისთა სლვასა, არცა სმენასა სჯულისა მისისასა? |
42:25 |
და მოაწია მათ ზედა რისხვა გულისწყრომისა მისისა და განაძლიერა მათ ზედა ბრძოლა და თანადმომწუველნი გარემო მათსა, და არა ცნეს თითოეულმან მათმან, არცა დაიდვეს გულისა ზედა. |